ყველიერის კვირა 2023 წელს: როდის და როგორ უნდა აღნიშნოთ

846

სულ ახლახანს ახალი წელი და შობა აღვნიშნეთ. დროა ყველიერის კვირისთვის მოვემზადოთ. კარგი დროა, რომ ზამთარს დაემშვიდობოთ და გაზაფხულისთვის მოემზადოთ. Vivien გიამბობთ, როდის არის ყველიერის კვირა 2023 წელს. როგორ უნდა აღნიშნოთ. რა ტრადიციები და ნიშნები უკავშირდება ყველიერის კვირას სხვა ერებში.

ამ დღესასწაულს ფიქსირებული თარიღი არ აქვს. ყოველწლიურად ყველიერის კვირა სხვადასხვა თარიღს ემთხვევა. ზოგს ეს აცბუნებს, მაგრამ ასე უფრო საინტერესოა. გიამბობთ, რატომ ხდება ასე და როგორ განსაზღვროთ დღესასწაულის თარიღი. მოკლედ, როდის არის ყველიერის კვირა 2023 წელს?

ყველიერის კვირა 2023 წელს: თარიღი, ტრადიციები და ნიშნები

ყველიერის კვირის თარიღი – 2023 წელს ყველიერის კვირა 20 თებერვალს იწყება და 26 თებერვალს სრულდება. ყველიერის კვირა ბოლო კვირაა დიდი მარხვის დაწყებამდე. დღესასწაულის თარიღი აღდგომის დღეზეა დამოკიდებული. წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს16 აპრილს აღვნიშნავთ, გამოდის, რომ ყველიერის კვირა 20 თებერვალს, 56 დღით ადრე იწყება.

მორწმუნეები დიდი მარხვისთვის ემზადებიან. ყველიერის კვირა შესამზადებელი პერიოდია. ამ კვირაში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღება აკრძალულია. მართლმადიდებელი ეკლესიის წესისამებრ ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ, ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირასაც უწოდებენ.

უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსიაში ყველიერის კვირას უწოდებენ “მასლენიცას”. “მასლენიცა” სლავური წარმართული დღესასწაული იყო, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს აღინიშნებოდა და ზამთრისა და გაზაფხულის შეხვედრას აღნიშნავდა. ამ დღეს სლავური ღმერთის, იარილოს პატივსაცემად ბლინებს აცხობენ. კვირის ბოლოს ფიტულს, მარას წვავენ. ეს ბუნების დაბადების რიტუალია. სლავური ტრადიციებით მასლენიცას თითოეულ დღეს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა.

  • ორშაბათი, შეხვედრა. ამ დღეს სახლს ალაგებენ და ბლინებს აცხობენ. გაჭირვებულებებს და ღარიბებს საჭმელს ურიგებენ, ასევე საჭმელს სახლის გვერდით გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივცემულოდ დებენ. ამ დღეს მიღებულია სტუმრების მიღება და სტუმრად წასვლა. ფიტულს აკეთებენ.
  • სამშაბათი, თამაშობა. სამშაბათს მიღებული იყო დათვალიერება. მშობლებს სურდათ, რომ შვილებისთვის დიდი მარხვის დაწყებამდე შესაფერისი წყვილი ეპოვათ. ხშირად ახალგაზრდები პატარძალს სტუმრად ყოფნისას ან წვეულებაზე თავად ეძებდნენ.
  • ოთხშაბათი, სიდედრის ბლინი. ოთხშაბათს სიძე სიდედრთან სტუმრად უნდა წასულიყო. ის სუფრას იშლიდა. მისი გულუხვობით ადვილი მისახვედრი იყო, სიძემ გასულ წელს ბევრი დანაშაული ჩაიდინა თუ არა. გარდა ამისა, თუ ამ დღეს სიდედრი მეგობრულია, მომავალ წელს ახალგაზრდები ბედნიერად იცხოვრებენ.
  • ხუთშაბათი, დიდი გართობა. ამ დღეს ყველა საოჯახო საქმე სრულდება და გართობის დრო მოდის. ხალხი კოცონს ახტება, ციგებზე სრიალებს, მუშტებით ბრძოლას და სხვა შეჯიბრებებს ატარებს.
  • პარასკევი, სიდედრის საღამო. ამ დღეს სიდედრი სიძეს სტუმრობს. ქალი არა მარტო, არამედ ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად მიდის. სიძემ სტუმრების ყველა ახირება უნდა შეასრულოს და ისინი გაართოს.
  • შაბათი, მულების შეკრება. გათხოვილი ქალები ამ დღეს ქმრის დებს პატიჟებენ, ბლინებს აცხობენ და სუფრას შლიან. მომავალზე მკითხაობენ და მხიარულობენ.
  • კვირა, გაცილება. ამ დღეს ფიტულს წვავენ, რომელიც ორშაბათს დღეს გააკეთეს. გარდა ამისა, კვირა გაცილების დღედ ითვლება. მიღებულია გარდაცვლილი ნათესავების და მეგობრების გახსენება, ყველა წყენის პატიება.

ნიშნები წარმატებაზე, ფულსა და სიყვარულზე

  1. ყველიერის კვირის პირველი სამი დღე სახლის დალაგებას დაუთმეთ და ყველაფერი უსარგებლო მოიშორეთ.
  2. დაუპატიჟებელი სტუმარი არ გააგდოთ. ყველიერის კვირაში სტუმარი სიხარულის და ბედნიერების მომტანია.
  3. ყველიერის კვირაში გამომცხვარ პირველ ბლინს ყურადღება მიაქციეთ. თუ სქელი გამოვიდა, წელს ბევრი სირთულე შეგხვდებათ. თუ ბლინი მაქმანიანი და თხელია, მარტივი წელი გელოდებათ.
  4. თუ გასათხოვარმა ქალმა სწორ კიდეებიანი ბლინები დააცხო, ეს სწრაფი წარმატებული და ბედნიერი ქორწინების სიმბოლოა. თუ ბლინი ტაფას ეწებება, ქორწინებას კიდევ რამდენიმე წელი ვერ ნახავს.
  5. ოთხშაბათს რაციონში ჩართეთ ბარდა, ხუთშაბათს ბლინი შეჭამეთ. ასე მთელი წელი ფინანსებზე არ იდარდებთ.
  6. ყველიერის კვირაში ბევრი ბლინი უნდა გამოაცხოთ. რაც უფრო მეტს დააცხობთ, მით უფრო წარმატებული წელი გექნებათ.

ყველიერის კვირა ნათელი და საინტერესო დღესასწაულია. ამ დღეს ჩვენი ქვეყნის და სხვა ერების ტრადიციები შეგიძლიათ გაიხსენოთ. ეს დრო სიამოვნებით გაატარეთ, ნათესავებს და მეგობრებს შეხვდით, ერთმანეთს შენდობა სთხოვეთ და ყველა წყენა დაივიწყეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს