2 წონიანი მიზეზი, რატომ არ უნდა დატოვოთ სველი ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში დიდი ხნით 

541

ერთხელ მეგობარმა მითხრა, რომ ტანსაცმელს ღამით რეცხავს, რადგან ამ დროს დენის გადასახადზე ტარიფი მცირდება. პროცესის დასრულების შემდეგ სველი ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში მთელი ღამე რჩება. დილით დოლურიდან გამოაქვს და გასაშრობად ფენს. ბოლო დროს მეც მსგავსი ჩვევა შევიძინე. ჩვეულებრივ, რეცხვა გვიან ღამით სრულდება და სველი ტანსაცმელი დილამდე სარეცხ მანქანაში რჩება. ეს არც თუ ისე კარგი ჩვევაა და ამას ორი გასაგები და ლოგიკური მიზეზი აქვს. ამის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე.

რა მოხდება, თუ ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში დატოვებთ

ტანსაცმელი სპეციფიკურ სუნს იძენს – თუ სველ ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში დიდხანს გააჩერებთ, დაზიანდება. ქსოვილის სველი ბოჭკოები დახურულ სივრცეში დიდხანს ყოფნისას გუბდება. შედეგად, ტანსაცმელსა და დოლურას შმორის სუნი უჩნდება, რომელიც კონდიციონერის არომატს ერევა და სპეციფიკურ კომბინაციას ქმნის. ამ სუნის მოშორება საკმაოდ რთულია. განიავება და სუფთა ჰაერზე გაშრობა ყოველთვის ეფექტური არაა. თავიდან გარეცხვა მოგიწევთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპერატურაზე (რამდენის საშუალებასაც ქსოვილი იძლევა). ასე ნივთების განახლებას შეძლებთ, მაგრამ უფრო მეტ დროს და წყალს დახარჯავთ. ძვირფასი რესურსები რომ დაზოგოთ, ღამით სველი ტანსაცმელი მანქანაში არ დატოვოთ. 5 წუთი გამოყავით, ტანსაცმელი გაფინეთ, შემდეგ სხვა საქმეს მიხედეთ.

დელიკატური ქსოვილი ზიანდება და აღდგენა შეუძლებელია – ქსოვილის ბოჭკოები, განსაკუთრებით ნატურალური, თბილ, ტენიან გარემოში ზიანდება. მასალა ფუჭდება, მასზე ნახვრეტები და ნაკაწრები ჩნდება. დაზიანებული ბოჭკოების ადგილზე ტანსაცმელი იწელება, უფორმო და მოძველებული ხდება. ფერადი ტანსაცმლის შემთხვევაში ნებისმიერი ფერადი პრინტი სხვა ნივთებზე გადადის. ასე უკვე ორი ნივთი ზიანდება. ამ ყველაფერს დახურულ გარემოში სველ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა იწვევს.

საკმაოდ დამაჯერებელი მიზეზებია. ღამით რეცხვა მოსახერხებელია, მაგრამ გირჩევთ, რეცხვის პროცესი აკონტროლოთ და ტანსაცმელი რეცხვის დასრულებისთანავე გაფინოთ. ასე ნივთები სასიამოვნო სუნს და კარგ გარეგნობას დიდხანს შეინარჩუნებს.