4 ეფექტური მეთოდი, რომელიც თქვენს ფეხსაცმელს გაათბობს

373

ზამთარში თბილი ფეხების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხების გაყინვა იწვევს სხვადასხვა სურდოს და გაციებას, რომლის მკურნალობაც ნაკლებად სასიამოვნოა. ღირს დაფიქრება, როგორ გაათბოთ ფეხსაცმელი ზამთარში. გაყინვამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილი, შარდსასქესო და სასუნთქი სისტემის დაავადებები, ამიტომ ფეხებზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. ამაში ხელმისაწვდომი საშუალებები დაგეხმარებათ.

4 მეთოდი ფეხსაცმლის გასათბობად

წინდები და კოლგოტები არ დაივიწყოთ – ტანსაცმლის კიდევ ერთი ფენა ფეხებს გაყინვისგან იცავს. თბილი წინდები ან კოლგოტი ჩაიცვით, სანამ გარეთ გასვლას დააპირებთ. ასე ჰაერის დამატებით ფენას შექმნით და ფეხებს ძლიერი ყინვისგან დაიცავთ.

ღაბაში სწორად შეარჩიეთ – როცა გარეთ მინუს ტემპერატურაა, ყელიან ფეხსაცმელში ბეწვის ან მატყლის ღაბაში ჩადეთ. ასე ტერფებს შესანიშნავად გაათბობთ. ასევე ფოლგის ღაბაში შეგიძლიათ შეიძინოთ  ან თავად მარტივად გააკეთოთ.

  • ფოლგირებული სითბოს ამრეკლავიდან. ასეთ მასალას ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში იპოვით. ჩვეულებრივი ღაბაში ფოლგირებულ მასალაზე დადეთ. კალმით ან მარკერით კიდეები მოხაზეთ. შემდეგ ფოლგიდან ახალი ღაბაში გამოჭერით. რამდენიმე ადგილას 3 მმ დიამეტრის ნახვრეტები გააკეთეთ. ასე ფეხი სუნთქვას შეძლებს. მზა ღაბაში ყელიან ფეხსაცმელში ფოლგირებული მხრიდან თქვენკენ ჩადეთ. ზემოდან ჩვეულებრივი ღაბაში დაადეთ. მზადაა.
  • კულინარიული ფოლგიდან. თუ სითბოს ამრეკლავი ვერ შეიძინეთ, არ იდარდოთ. ამ მიზნით კულინარიული ფოლგაც გამოგადგებათ. იმავე პრინციპით ღაბაში გამოჭერით. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ღაბაში ერთჯერადია. გახსოვდეთ, რომ ჩვეულებრივი ფოლგიდან გამოჭრილი ხელნაკეთი ღაბაში ყოველჯერზე უნდა გამოცვალოთ.

მშრალი მდოგვი გამოიყენეთ – ძალიან პრაქტიკული მეთოდი არაა, მაგრამ მის ეფექტურობაში ეჭვი არ შეგეპაროთ. შიშველ ფეხებზე წინდები ჩაიცვით. მეორე წყვილ წინდებში მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ. მდოგვიანი წინდები ზემოდან ამოიცვით და შემდეგ ფეხსაცმელი ჩაიცვით.

წიწაკის პლასტირი გამოიყენეთ – ამ მეთოდს გაყინვას თავიდან აიცილებთ. პლასტირი ფეხზე დაიკარით, შემდეგ ბამბის წინდები ჩაიცვით. მნიშვნელოვანია, ბეწვის ან მატყლის წინდები პირველ წყვილად არ გამოიყენოთ. თბილი წინდები მხოლოდ ბამბის წინდებზე შეგიძლიათ ამოიცვათ.

ასე ცივი ფეხების პრობლემას გადაჭრით. ბიუჯეტური და ეფექტურია. შესაძლებლობის მიხედვით ფეხსაცმელი წყალამრიდი საშუალებებით დაამუშავეთ. ასე სველ და ცივ ფეხსაცმელს დაივიწყებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს