ძაღლები ზოგს გაშმაგებული უყეფს, სხვების მიმართ მეგობრულია. რატომ არის ასე

2149

ერთი შეხედვით, ძაღლი უმიზეზოდ ყეფს. ზოგ ადამიანს ეს აღიზიანებს. ძაღლზე არ გაბრაზდეთ, რადგან უმიზეზოდ იშვიათად ყეფს. პატრონმა მიზეზის გარკვევა უნდა სცადოს, რომ ცხოველს უკეთ გაუგოს. Vivien გიამბობთ, რატომ ყეფს ძაღლი და რატომ არის ცხოველი ზოგის მიმართ კეთილგანწყობილი, სხვების მიმართ – არა.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ყეფა ძაღლის კომუნიკაციის ბუნებრივი საშუალებაა. ველურ ბუნებაში ძაღლები ზედმეტ ხმას იშვიათად გამოსცემს. შინაური ცხოველი ხშირად ყეფს. ამას რიგი ბუნებრივი მიზეზი აქვს. ცხოველს არ გაუბრაზდეთ, არამედ პრობლემის მიზეზი იპოვეთ. ჩვეულებრივ, ძაღლი ყეფით კონკრეტულ გამაღიზიანებელზე რეაგირებს. ზრდასრული ძაღლი, რომელსაც სოციალიზაციის პრობლემები არ აქვს, უმიზეზოდ არ ყეფს. ყეფა სიგნალია, რომ რაღაც რიგზე არაა. მიზეზი აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რომ ჩვევაში არ გადაეზარდოს. შემდეგ გადაჩვევა გაგიჭირდებათ.

  • ახალი გარემო – ძაღლი ახალ გარემოში მოხვედრისას ხშირად ყეფს. მაგალითად, ახალ ადამიანს ხვდება ან უცნობ ადგილზეა. ძაღლი გრძნობს ახალ სუნს, რის გამოც საფრთხე შეიძლება იგრძნოს. ძაღლი შფოთვას და თავდაუჯერებლობას გრძნობს. ცხოველის სიგნალებს ყურადღება მიაქციეთ. მისი დამშვიდება და გამხნევება სცადეთ. ასე თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ძაღლის სოციალიზაციაზე მუშაობა მნიშვნელოვანია. ასე უცნობ ადგილზე მოხვედრა გაუმარტივდება.
  • პატრონის დაცვა – ყველა ძაღლი პატრონის ერთგულია და მას დაიცავს ყველასგან, ვინც საეჭვოდ მოეჩვენება. ამის გამო, ხშირად უყეფს ადამიანებს, რომელთაც ქუდი ახურავთ ან ქოლგას შლიან. ამ შემთხვევაში ძაღლს უნდა აუხსნათ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ. თქვენი დაცვის მცდელობის გამო ნამდვილად არ უნდა გაუბრაზდეთ.

ვის უყეფს ძაღლი? – საინტერესოა, რატომ უყეფს ძაღლი ადამიანების მხოლოდ ნაწილს. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ყველა ადამიანის ფიზიკური მახასიათებლები და ქცევა განსხვავდება. ძაღლი ზოგიერთისგან საფრთხეს შეიძლება გრძნობდეს. მაგალითად, მაღალი სიმაღლე, ხმამაღალი საუბარი ან ძლიერი სუნი ძაღლს ანერვიულებს. ასეთ ადამიანს უყეფს. ადამიანის გარეგნობა რაღაც ცუდს შეიძლება ახსენებდეს. ამ ცხოველს ასოციაციური აზროვნება და ნეგატიური მოგონებები აქვს. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება სახიფათოდ ჩათვალოს რაღაც სუნის ან გარეგნობის გამო. ამ შემთხვევაში ცხოველი ყეფს.

ითვლება, რომ შინაურ ცხოველს ადამიანის ხასიათის გამოცნობა შეუძლია. ძალიან მგრძნობიარეა. ძაღლი პატრონის აზრს და გარკვეული ადამიანის მიმართ მის დამოკიდებულებას ხვდება. თუ პატრონს ადამიანი არ მოსწონს, ძაღლსაც არ მოსწონს. ამის ახსნა რთულია, მაგრამ ძაღლი ბოროტ ადამიანებს ხშირად უყეფს.

ახლა ორჯერ დაფიქრდებით, სანამ იტყვით, რომ ძაღლი უმიზეზოდ ყეფს. ის ხომ ძალიან ჭკვიანი და ერთგული ცხოველია. მისი გაგება ისწავლეთ, მის აღზრდაზე იზრუნეთ და პრობლემები არ შეგაწუხებთ.