არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი. მიკროტალღური ღუმელი იბრწყინებს

357

მიკროტალღურ ღუმელში კერძების მუდმივი მომზადების ფონზე დროთა განმავლობაში ჩნდება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა უსიამოვნო სუნი, ჩამჯდარი ცხიმის წვეთები და თხევადი კერძის ლაქები. Vivien ამ მოწყობილობის საწმენდად უჩვეულო, მაგრამ ეფექტურ მეთოდს გიზიარებთ. ძვირადღირებული საშუალებები საჭირო არაა. მხოლოდ ნებისმიერი ციტრუსის ქერქი დაგჭირდებათ. საახალწლო დღესასწაულების პერიოდში კილოგრამობით მანდარინს ვჭამთ. სწორედ ამიტომ, მისი ქერქის ცალკე შენახვას გირჩევთ. გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი სწრაფად ეკოლოგიური მეთოდის გამოყენებით, ზედმეტი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე.

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი მანდარინის ქერქით

  • 1–ელი მეთოდი – აიღეთ კონტეინერი, რომელიც მიკროტალღურში გამოსაყენებლად შესაფერისია. 3–4 მანდარინის ქერქი ჩაყარეთ. წყალი დაასხით ისე, რომ ქერქი სითხით დაიფაროს. ღუმელში მოათავსეთ და 10 წუთით მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩართეთ. დროის გასვლის შემდეგ სამზარეულოში ციტრუსის ძლიერ არომატს იგრძნობთ. ღუმელის კარი გააღეთ, თასი და მინის სადგამი გამოიღეთ. კედლები სველი ბამბის ჩვრით გადაწმინდეთ. მთელ ცხიმს ადვილად მოაშორებთ, ხოლო ლითონი და მინა მბზინვარე გახდება. თეფშების სადგამი გამდინარე წყალში გარეცხეთ, გაამშრალეთ და ადგილზე დააბრუნეთ.
  • მე–2 მეთოდი – სოდა ყველა პატივსაცემ დიასახლისს სამზარეულოში აქვს. მიკროტალღური ღუმელის წმენდის მეორე მეთოდი სოდისა და მანდარინის ქერქის პასტის მომზადებას გულისხმობს. პირველ რიგში, 2 ს/კ სოდა და 100 მლ წყალი პატარა მინის თასში მოათავსეთ. წვრილად დაჭრილი ქერქი და გახეხილი სარეცხი საპონი (დაახლოებით 2 ს/კ) დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ღუმელში 5 წუთით მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩართეთ. შემდეგ თასი გამოიღეთ. ახალი მშრალი ღრუბლით ცხიმის და ძველი საკვების ნარჩენები მოაშორეთ. საწმენდი პასტა ძალიან რთულ ლაქებს ადვილად გაუმკლავდება. მშვიდად იყავით, პასტა თქვენი ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ღუმელში ნებისმიერი უცხო სუნს შესანიშნავად აქრობს. მანდარინის ქერქის, საპნის და სოდის ნარევი მოწყობილობის შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა. მეთოდი იდეალურია ოჯახისთვის, სადაც ალერგიული ხალხი ან პატარა ბავშვები ცხოვრობენ. ასე კვირაში ერთხელ გაწმინდეთ და სახლში ყოველთვის იდეალურად სუფთა მიკროტალღური ღუმელი გექნებათ.

მანდარინის ქერქი ინტენსიური გაცხელებისას გამოყოფს ბევრ მჟავას, რომლებიც ცხიმის წვეთებს და მიმხმარ საკვების ნარჩენებს ადვილად არბილებენ. ისღა დაგრჩენიათ, ღუმელი შიგნიდან სუფთა ჩვრით ან რბილი ღრუბლით გამოწმინდოთ. მიკროტალღური ღუმელი წამებში მოვლილი და კრისტალურად სუფთა გახდება, სასიამოვნო, ოდნავ შესამჩნევ ციტრუსის არომატს შეიძენს.