დედამ ოჯახი მდიდარ ქმარზე გაცვლა. აქვს 62 წლის ქალს პირადი ცხოვრების უფლება

344

„ქალის ეშმაკობა განსაზღვრავს, რამდენად ბედნიერია“, ხშირად ამბობდა ელენეს დედა. ელენეს დედის ცხოვრების წესი არასდროს მოსწონდა და ვერასდროს უგებდა. ადრე არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ ახლა დედის ცხოვრება მასზე პირდაპირ გავლენას ახდენს. Vivien გიამბობთ, რა მოხდა დედა–შვილს შორის და რატომ აღარ ეხმიანებიან ერთმანეთს.

„მახსოვს შემთხვევა, როცა დედამ მამა სახლიდან გააგდო, რადგან ის ბევრ ფულს ვერ შოულობდა. მოგვიანებით შერიგდნენ, მაგრამ ისევ დაშორდნენ. მამაჩემს არ ვამტყუნებ. დედასთან ცხოვრება ნამდვილი ტანჯვაა. მართალია, დედა ყოველთვის მებრალებოდა. თითქოს ამქვეყნად არ ცხოვრობს. მუშაობა არ უყვარს, მაგრამ ფულის ხარჯვაზე გიჟდება. ერთად ცხოვრებისას თავი ძლივს გაგვქონდა. მამა ალიმენტს იხდიდა, მაგრამ დედა დიდ წილს საკუთარ თავზე ხარჯავდა. სკოლის მალე დამთავრებასა და მისგან შორს სხვა ქალაქში გადასვლაზე ვოცნებობდი.

დედას 42 წლის ასაკში ახალი სიყვარული ეწვია. მისი რჩეული გახდა ცოლიანი ბიზნესმენი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. დამატებით, დედაზე 15 წლით უფროსია. განქორწინებას არ გეგმავს. ამ კაცთან 20 წელი რომანი ჰქონდა. საყვარლის როლი არ აწუხებდა. ტრაბახობდა კიდეც, რომ მისი ცოლი ამზადებს, ალაგებს, თავად კი თავისუფალია. „სიყვარულისთვის ვარ შექმნილი და არა მუშაობისთვის“ – ხშირად იმეორებდა დედა. მისი მოსმენა ზიზღს მგვრის, მაგრამ მაინც ვეხმარები. ბინის რემონტის ფული მივეცი, მანქანის ყიდვაში დავეხმარე. უკვე საკუთარი ოჯახი მაქვს და კარგ IT კომპანიაში ვმუშაობ. დედაზე უარს ვერ ვამბობ. მან გამაჩინა, მის წინაშე ვალდებულება მაქვს.

აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. მოკლედ რომ ვთქვა, ბიზნესმენის ცოლი გარდაიცვალა და დედამ მისი ადგილი დაიკავა. მაშინვე მის სააგარაკო სახლში გადავიდა, თავისი ბინა გააქირავა. ჩემთან ურთიერთობა თითქმის შეწყვიტა. ადრე დასასვენებლად ერთად დავდიოდით, დედაჩემი ყოველთვის თან დამყავდა, ახლა ჩემი დახმარება აღარ სჭირდება. ფულში ცურავს. მისი მოხუცი ქმარი ჯერ კიდევ აქტიური ბიზნესმენია. დედა  სრულუფლებიანი დიასახლისი გახდა. ჩემი შვილები აღარ ახსოვს. დაბადების დღეებს არ ულოცავს, საჩუქრებზე აღარ ვლაპარაკობ. ქმრის შვილიშვილებზე გადაყოლილია. გული მწყდება, რომ დედა მხოლოდ გამორჩენაზეა.

ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ. რამდენი რამ გავუკეთე. ახლა დამივიწყა. ვეჭვობ, მემკვიდრეობის იმედი აღარ უნდა მქონდეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ დედაჩემის ბინა ჩემი გახდებოდა. იქ ევრორემონტი გავაკეთე, ახალი ტექნიკა და ავეჯი შევიძინე. ახლა ამ ყველაფრით მდგმურები სარგებლობენ. დედასთან ჩემს გრძნობებსა და განცდებზე საუბარი ვცადე, მაგრამ ჩემით მანიპულირებას იწყებს. თითქოს მისი ბედნიერება არ მიხარია და უბედურებას ვუსურვებ. როგორც ჩანს, საკუთარი სიტყვები დაავიწყდა, რომ „ქალის ეშმაკობა განსაზღვრავს, რამდენად ბედნიერია“. ვწუხვარ, რომ დედას აღარ ვჭირდები.

ნათესაური კავშირი გარანტიას არ იძლევა, რომ ახლობლები პატივს გცემენ და დაგაფასებენ. ერთი შეხედვით, უახლოესი ადამიანი სრულიად უცხო შეიძლება აღმოჩნდეს. ზოგჯერ დედაც ასეთი უცხო ხდება. სამწუხაროდ, ხშირად ამას გვიან ვაცნობიერებთ და სხვებს ჩვენი გამოყენების უფლებას ვაძლევთ.