დაზოგეთ ნერვები და დრო. ამ ხრიკით დივანს სწრაფად და მარტივად გაწმენდთ

372

Vivien გთავაზობთ სასარგებლო მეთოდს, როგორ გაწმინდოთ დივანი სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ხშირად დიასახლისები დივნის და სხვა რბილი ავეჯის საწმენდად სპეციალურ მოწყობილობას იყენებენ ან დასუფთავების სერვისით სარგებლობენ. ასეთი სერვისი ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ დივნების საწმენდად იაფ და ეფექტურ ხრიკს გაგიმხელთ.

დივნის გაწმენდა – დაგჭირდებათ ხელნაკეთი სარეცხი საშუალება, ჩვარი და ქვაბის თავსახური (პლასტმასის ან ლითონის). სტატიის ბოლოს მიხვდებით, რა როლს ასრულებს თავსახური დივნის წმენდის პროცესში. სასურველია, თავსახური საშუალო ზომის იყოს. ასე დროს დაზოგავთ.

წმენდის უჩვეულო მეთოდი – საწმენდი საშუალება პლასტმასის თასში მოამზადეთ. მზა ნარევში ჩვარი დაასველეთ და ზედმეტი წყლისგან გაწურეთ. ძალიან დიდი თასი არ გამოიყენოთ, ასე გადაადგილება გაგიჭირდებათ და წმენდის პროცესი გართულდება.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ ცხელი წყალი
  • 1 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • 2 ს/კ მინის საწმენდი საშუალება
  • 1 ს/კ სოდა
  • 100 მლ სპირტი
  • არომატული ზეთი (თქვენი სურვილით)

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. ცხელი წყალი პლასტმასის თასში ჩაასხით. მდუღარე წყალი არ გამოიყენოთ. თანდათან ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ და წყალში მათ გახსნას დაელოდეთ. ჯერ ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ და აქაფებამდე აურიეთ. აუჩქარებლად იმოქმედეთ. ბევრი ქაფის წარმოქმნას მოერიდეთ, რომ დივანი გაწმენდის ნაცვლად უფრო არ გააჭუჭყიანოთ.
  2. სოდა, მინის საწმენდი საშუალება და სხვა ინგრედიენტები აუჩქარებლად დაუმატეთ. თუ სურვილი გაქვთ, ნებისმიერი არომატული ზეთი დაუმატეთ. რამდენიმე წვეთი საკმარისია. თუ ზეთს ირჩევთ, გირჩევთ ციტრუსი ან სურნელოვანი წიწვი გამოიყენოთ. წაუგებელი ვარიანტებია. მზა ნარევში ჩვარი დაასველეთ და გაწურეთ. ნარევმა ხელის ნაზი კანი შეიძლება დააზიანოს, ამიტომ ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ.
  3. სველი ჩვარი დივანზე გაშალეთ, ზემოდან თავსახური დაადეთ. ჩვარის კიდეები თავსახურის სახელურთან შეკარით. დივნის საწმენდი „უთო“ მზადაა. ნელა და წრიულად იმოძრავეთ. ასე მთელი დივანი გაწმინდეთ. შედეგი რამდენიმე წუთში გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ხრიკით მხოლოდ მსუბუქი ჭუჭყის, მტვრის და უსიამოვნო სუნის მოშორებას შეძლებთ. პროფესიონალს მიმართეთ, თუ დივანი ძალიან ჭუჭყიანია. ხრიკი რეგულარულად გამოიყენეთ, რომ დივნის სისუფთავე შეინარჩუნოთ.