ქალის მიტოვების მიზეზები: როგორ იწვევს არასწორი ქცევა მარტოობას

264

როგორი მოსიყვარულეც არ უნდა იყოს მამაკაცი, მარტივად დაკარგავთ, თუ ამ შეცდომებს დაუშვებთ. თქვენს სუპერმენსაც ფოლადის ნერვები არ აქვს. მამაკაცებმა ზუსტად იციან, რა შეიძლება იყოს ქალის მიტოვების მიზეზები. Vivien გიამბობთ, რა შეცდომებს არ პატიობენ კაცები ქალებს.

  • თვლით, რომ თქვენი მოვალეა – დაიმახსოვრეთ. ჯანსაღ ურთიერთობაში არავის არაფერი მართებს. მამაკაცს თქვენი საქმე და ვალდებულებები არ აკიდოთ. თავად გაარკვიეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. არც ერთ მამაკაცს სურს, რომ მის გვერდით იყოს პატარა გოგონა, რომელსაც საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება არ შეუძლია.
  • ყოველთვის უკმაყოფილო ხართ – გაუღიმარი ქალები კაცებს არ მოსწონთ. ყველას სიამოვნებს დაბრუნება სახლში, სადაც მომღიმარი და მხიარული ცოლი ელოდება. ასე სამსახურის პრობლემები მეორეხარისხოვანი ხდება. რა თქმა უნდა, გამონაკლისიც არსებობს. ყოველთვის კარგ განწყობაზე ვერ იქნებით., თუმცა ყოველთვის უკმაყოფილო გამომეტყველებას მოერიდეთ.
  • ეჭვიანობას იწვევთ – გრძნობების თამაში ძალიან დელიკატური საკითხია. აქ გადაჭარბება ადვილია. აი, ვახშამზე მოდუნებული ხართ და გადაწყვიტეთ, რომ მეუღლემ უნდა იცოდეს, რომ ახლახანს ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი თქვენს გაცნობას ცდილობდა. ეჭვიანობის გამოწვევით მის მიერ მეტი სიყვარულის გამოვლენას ვერ მიაღწევთ. სავარაუდოდ, პირიქით, თქვენს გეგმას მალე მიხვდება.
  • თავად ზედმეტად ეჭვიანობთ – ქალის მიტოვების ხშირი მიზეზი მისი შერლოკ ჰოლმსად გადაქცევაა. როგორც გამოცდილი დეტექტივი, ქალი მამაკაცს დაკითხვას უწყობს. „რას აკეთებდი 5-დან 6–მდე?“ „რატომ გადმორეკე მხოლოდ 20 წუთის შემდეგ?“ და სხვა აკვიატებული კითხვები, რომელიც პარანოიას ესაზღვრება. ნებისმიერ შემთხვევაში გათბობის ბატარეაზე ხელბორკილით ვერ დააბამთ. ისწავლეთ იმ ადამიანის ნდობა, ვინც მეუღლედ აირჩიეთ.
  • გარეგნობაზე არ ზრუნავთ – არავინ ამბობს, რომ ყოველდღე ისე უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ჟურნალის გარეკანზე. ყველას გვაქვს წარუმატებელი დღეები. დიდებულად თუ არა, მოწესრიგებულად მაინც უნდა გამოიყურებოდეთ. არ დაგავიწყდეთ: მამაკაცი ესთეტია და გარეგნობა მისთვის მნიშვნელოვანია.
  • მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებთ – როგორც აკვიატებული დედა, ზრუნავთ, შეჭამა თუ არა, ქუდი დაიხურა თუ არა. შენიშვნები სტილში „ეს ნაჭერიც შეჭამე, სადილამდე მოგშივდება“ მზრუნველ მშობლებს დაუტოვე. სავარაუდოდ, საყვარელი ცოლის დედად გადაქცევა არ მოეწონება.
  • საკუთარ თავს ივიწყებთ – მაშინაც კი, თუ სიგიჟემდე შეყვარებული ხართ და მასთან ყოველი წამის გატარება გსურთ, არ დაგავიწყდეთ, რომ დამოუკიდებელი პიროვნება ხართ. მისი ცხოვრებით არ იცხოვროთ, ეს არავისთვის სასარგებლო არაა. განვითარდით, სწავლა გააგრძელეთ, სპორტით დაკავდით. გატაცებული ქალი ყოველთვის უფრო საინტერესოა.

მამაკაცს ქალის პრეტენზიების ატანა უბრალოდ არ შეუძლია. მისი სიყვარული ბოროტად არ გამოიყენოთ. არ იფიქროთ, რომ არასდროს მიგატოვებთ. მისი გრძნობები დააფასეთ ისე, როგორც გსურთ, რომ თქვენი დააფასონ. ეს ბედნიერი ურთიერთობის გარანტიაა.