2 გამოცდილი მეთოდი, როგორ გაწმინდოთ ქათამი მავნე დანამატებისგან

3229

ქათამი უნივერსალური ხორცია, რომლისგანაც ბევრი სხვადასხვა კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. ქათამი შეგიძლიათ შეწვათ ან გამოაცხოთ. მისგან შესანიშნავი ბულიონი, წვნიანი გამოდის. ნაყიდი ხორცის ერთადერთი მინუსი მავნე დანამატებია, რომლითაც შეიძლება სავსე იყოს. Vivien გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ქიმია ქათმის ხორცს. მწარმოებლები ფრინველს ჰორმონებით კვებავენ, რომ სწრაფად ზრდას და წონის მატებას ხელი შეუწყონ. ეს ნივთიერება და ანტიბიოტიკები ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, ქათამი მომზადებამდე უნდა გაწმინდოთ.

როგორ მოვაშოროთ ქიმია ქათამს: 2 მეთოდი – პირველი წყლის გადასხმა აუცილებელი არაა, როცა წვნიანს ქათმის ხორცით ამზადებთ. მავნე დანამატების უმეტესობა მარტივად შეგიძლიათ მოაშოროთ. სუფრის მარილის გამოყენებით ქათმის გაწმენდის 2 ეფექტური მეთოდი არსებობს.

პირველი მეთოდი

დაგჭირდებათ:

  • 1 ლ სუფთა წყალი
  • 3 ს/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ლიმონმჟავა

მოქმედების წესი: წყალი და მარილი სრულ გახსნამდე აურიეთ. ლიმონმჟავა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებულ ხსნარში ქათმის ხორცი ჩადეთ. 3 საათით გააჩერეთ.

მეორე მეთოდი

დაგჭირდებათ:

  • 1 ლ სუფთა წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი

მოქმედების წესი: წყალი ქვაბში ჩაასხით. მარილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ქათმის ხორცი კარგად გარეცხეთ. მიღებულ ხსნარში მოათავსეთ და 2 საათით მოიცადეთ. სითხე გადაასხით. ისევ მსგავს ნარევში მოათავსეთ და კიდევ 2 საათით გააჩერეთ.

მარილიანი ხსნარის და ლიმონის წყალობით არა მხოლოდ მავნე დანამატებისგან სუფთა, არამედ ძალიან წვნიან და რბილ ხორცს მიიღებთ. 20 წუთი, რომელიც ხორცის მომზადებაზე უნდა დახარჯოთ, სხვადასხვა დაავადების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. ჰორმონებით სავსე ქათმის ხორცის რეგულარული მიღებით ძლიერ რისკავთ. ცოტა დრო ხორცის გაწმენდაზე დახარჯეთ და შემდეგ მის მომზადებას შეუდექით. ეს ზედმეტი ნამდვილად არაა.