6 კერძი, რომელიც საახალწლო სუფრის ნარჩენებიდან შეგიძლიათ მოამზადოთ

295

სადღესასწაულო მენიუს მოფიქრებაზე, ინგრედიენტების ყიდვასა და კერძების მომზადებაზე ბევრ დროს ვხარჯავთ. არასდროს ყოფილა ისე, რომ სტუმრებს საჭმელი დაკლებოდათ. ჩვეულებრივ, სუფრის შემდეგ სალათების, გარნირების ნარჩენებს კიდევ რამდენიმე დღე მივირთმევთ. საახალწლო საუზმე მრავალფეროვნებით და სინოყივრით გამოირჩევა. დარჩენილი კერძებიდან რაღაც ახალი და საინტერესო შეგიძლიათ მოამზადოთ. გვესმის, რომ 1 იანვარს საწოლიდან ადგომა და კულინარიაზე საუბარი არ გვსურს. სწორედ ამიტომ, Vivien სწრაფი კერძების რეცეპტს გიზიარებთ. გიამბობთ, რა მოამზადოთ საახალწლო სუფრის ნარჩენებიდან.

საახალწლო საუზმე: რა მოვამზადოთ საახალწლო სუფრის კერძებიდან

  1. სენდვიჩი – უმარტივესი კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრის ინგრედიენტების წყალობით ძალიან გემრიელი გამოდის. დაგრჩათ ყველის და ხორცის ნაჭრები, ცოტა ბოსტნეული და თევზი? თამამად გამოიყენეთ. ხორცი, რომელიც სუფრაზე ცხელი გაიტანეთ, შეგიძლიათ დაჭრათ. პურის ნაჭრები მშრალ ტაფაზე ორივე მხრიდან გახუხეთ, სოუსი (მდოგვი, მაიონეზი, კეტჩუპი) წაუსვით და საუზმე ააწყვეთ. სენდვიჩი მრავალფენიანი შეიძლება იყოს: ორ ან სამსართულიანი.
  2. ბუტერბროდი პაშტეტით – თუ შუბის მომზადების შემდეგ ცოტა ქაშაყი ან დაჭრილი თევზი დაგრჩათ, პაშტეტი მოამზადეთ. ქაშაყის ფილე და მდნარი ყველი დააბლენდერეთ. დაუმატეთ სხვა ინგრედიენტები: ნიორი, მწვანილი, ნიგოზი. პაშტეტი გახუხულ პურს, ტოსტს ან კრეკერს წაუსვით. ლავაშსაც შეგიძლიათ წაუსვათ და რულეტივით გაახვიოთ.
  3. ომლეტი ყველით – დაგრჩათ ცოტა ყველი სადღესასწაულო სუფრიდან? ომლეტი შიგთავსით მოამზადეთ. კვერცხი, რძე, მარილი და წიწაკა ათქვიფეთ. კვერცხის ნარევი პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე დაასხით და 180 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ. მზა ომლეტს ყველი წაუსვით, რულეტი დაახვიეთ და პორციებად დაჭერით.
  4. კესადილია ქათმით და ანანასით – ამ კერძში დარჩენილი ცხელი კერძი ან სალათი ქათმით, სიმინდით და ანანასით გამოიყენეთ. ტორტილიას მდნარი ან ხაჭოს ყველი წაუსვით და შიგთავსი დაუმატეთ. თუ მზა სალათი არ გაქვთ, დაჭრილი ხორცი, სიმინდი, ანანასი და ბულგარული წიწაკა აურიეთ. შიგთავსს მეორე ტორტილია დააფარეთ და ტაფაზე ზეთში რამდენიმე წუთით ორივე მხრიდან შეწვით. სუფრაზე ცხელი გაიტანეთ.
  5. პიცა – ამ კერძში ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ცხელი ხორცის, ყველის და ხორცის ნაჭრები, სიმინდი, ზეთისხილი, ანანასი, სოკო. ცომის მომზადება საჭირო არაა. მაღაზიაში პიცის მზა ცომი შეგიძლიათ იყიდოთ. ფენაზე სოუსის წასმა და ყველის უხვად მოყრა არ დაგავიწყდეთ.
  6. გამომცხვარი კომბოსტოს მწნილი ძეხვით – დარჩენილი კომბოსტოს მწნილი და დაჭრილი ხორცი გემრიელი კერძის მოსამზადებლად გამოიყენეთ. ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში შეწვით. კომბოსტოს მწნილი დაუმატეთ, თავსახური დაახურეთ და ჩაშუშეთ. ძეხვი, ლორი ან ბეკონი ცალკე ტაფაზე შეწვით, შემდეგ კომბოსტოს დაუმატეთ. ინგრედიენტები საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და 200 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ.

როგორც ხედავთ, სადღესასწაულო სუფრის ნარჩენებიდან ბევრი საინტერესო კერძის მომზადება შეიძლება. მაიონეზიანი სალათის, ხორცის და დარჩენილი კარტოფილის თასების უბრალოდ დაცარიელება საჭირო არაა. მათ მომზადებაზე ზედმეტად ბევრი დრო და ძალა დახარჯეთ. საკუთარი თავი გაახარეთ საინტერესო ცხელი კერძებით, რომლებიც ნარჩენებისგან შეგიძლიათ მოამზადოთ.