ქმრის ღალატმა სირცხვილისგან საზღვარგარეთ გაქცევა მაიძულა

354

სირცხვილს უცხოეთშიც ვერ გაექცევით. ამის შესახებ თამარმა კარგად იცის. მოღალატე ქმარმა მთელ სოფელში შეარცხვინა. Vivien ქალის ამბავს გიზიარებთ.

„იტალიაში ლამაზი შენობების და გემრიელი საჭმლის გამო არ წავსულვარ. დიახ, ფული არ მიზიდავდა. საზღვარგარეთ გავიქეცი იმ სირცხვილის გამო, რომელიც ქმარმა 50 წლის ასაკში მაჭამა.

სოფელში ვცხოვრობდით და მესმოდა, რომ ჩვენზე დიდხანს იჭორავებდნენ. საქმე იმაშია, რომ მოღალატე ქმარმა ოჯახის მიტოვება გადაწყვიტა. შემთხვევით გავიგე, რომ საყვარელი ჰყავს. რაიონულ საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა, ხშირად გვიანობამდე რჩებოდა, მაგრამ მის დაგვიანებას სამუშაოს სპეციფიკით ვხსნიდი. მეუღლეს მთელი გულით ვენდობოდი. 25 წელი დაქორწინებული ვიყავით, ვაჟიშვილი ერთად გავზარდეთ. მის გვერდით ვიყავი, როცა კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, წარუმატებლობისას მხარს ვუჭერდი და მისი დაწინაურება ერთად გვიხაროდა. გულწრფელად, ქმრით ვამაყობდი. სოფელში ყველა პატივს სცემდა.

ერთხელ ქმარს სამსახურში მივაკითხე, მანქანის გასაღები უნდა მიმეცა. კაბინეტში არ დამხვდა. სანამ ქმარს ველოდი, შემთხვევით დერეფანში ორი ექთნის საუბარი გავიგონე. ჩემს ქმარზე და ვიღაც ახალგაზრდა ექთანზე საუბრობდნენ. გავიგონე ფრაზა „ბავშვს ელოდება“ და იქვე ჩავიკეცე. შეუძლებელია! ქმარი 50 წლისაა, ჩვენი შვილი 23–ის, კიდევ ერთი შვილი ეყოლება? განადგურებული ვიყავი. ცოტა დავმშვიდდი და ნაცნობისგან გავიგე, რომ ქმრის საყვარელი 30 წლისაა და ნამდვილად ორსულადაა.

ჩემი დარდი დას, ჩემს უახლოეს ადამიანს გავუზიარე. უკვე წლებია იტალიაში ცხოვრობს. დამ მირჩია არაფერი შემემჩნია, ნივთები შემეგროვებინა და მასთან ჩავსულიყავი. თანასოფლელებისთვის მეთქვა, რომ სამუშაოდ წავედი. სინამდვილეში, მოღალატე ქმარს და სირცხვილს გავექეცი.

უკვე 10 წელია იტალიაში ვცხოვრობ. საკმარისი თანხა ვიშოვე, თან დასახარჯი არსად მაქვს. დაბრუნება და ქალაქში ბინის ყიდვა გადავწყვიტე. რამდენიმე კვირის წინ ქმარმა დამირეკა და მითხრა, რომ სერიოზულად დალაპარაკება სურდა. აღმოჩნდა, რომ მისი საყვარელი საზღვარგარეთ წავიდა და იქ გათხოვდა. ბავშვს ნათესავებთან ტოვებს, რადგან ახალ ქმარს ბავშვთან ერთად ცხოვრება არ სურს.

როგორც იქნა, ქმრისგან სიმართლე გავიგე. არ დამალა და მითხრა, რომ უკანონო შვილი ჰყავს. ბიჭი ახლა 9 წლისაა. სურს, რომ ბავშვი წამოიყვანოს, მაგრამ შიშობს, რომ მარტო ვერ შეძლებს. დაბრუნებას და დახმარებას მთხოვს. ოფიციალურად ისევ ცოლ–ქმარი ვართ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ჩემი და იტალიაში დარჩენას მირჩევს. თავად ვყოყმანობ“.