ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა რთული და მრავალმხრივი თემაა. არსებობს მოსაზრება, რომ ქალები პარტნიორებს შეცდომებს უფრო ხშირად პატიობენ. თითქოს, ისინი ნებისმიერ ფასად ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობენ. თუმცა კაცებიც საყვარელი ადამიანის მიმართ ლმობიერები არიან, ახირებებს და განწყობის ცვლილებებს ყურადღებას არ აქცევენ. ეს მხოლოდ წვრილმანებს ეხება. Vivien გიამბობთ, რას არ პატიობს მამაკაცი ქალს არავითარ შემთხვევაში. ნამდვილად, არსებობს რაღაც, რასაც მამაკაცი ვერ ეგუება. პატიება რომც სურდეს, საკუთარი „მე“–ს გადალახვა გაუჭირდება. გარეგნულად სიტუაცია შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ ასე არაა. აქ არ მუშაობს ფრაზა: „თუ გიყვარს, აპატიებ“. ნახეთ, რას არ პატიობენ კაცები ქალებს.
რას არ პატიობენ კაცები ქალებს არავითარ შემთხვევაში
- ღალატი – პირველი და უმთავრესი, რასაც მამაკაცი ქალს არ პატიობს, ღალატია. კაცი თავის ღალატს ბუნებრივი პოლიგამიით და წმინდა ფიზიკური ლტოლვით ამართლებს. აი, ქალის ღალატს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ ღალატად აღიქვამს. ეს ძლიერი დარტყმაა. რა თქმა უნდა, არსებობს წყვილები, რომლებმაც ღალატის პრობლემის გადალახვა შეძლეს, მაგრამ ეს უფრო წესიდან გამონაკლისია.
- დამცირება – მამაკაცი ფიქრობს, რომ ოჯახის უფროსი, დამცველი და მომპოვებელია. თუ ქალი ამცირებს, თან ამას სხვის თვალწინ აკეთებს, მამაკაცის თავმოყვარეობა დიდი ხნით ილახება. წყენა დიდხანს დარჩება და შეიძლება გამოიწვიოს აგრესია, სხვებისთვის საკუთარი ძალის დამტკიცების სურვილი ან ქალთმოძულეობა.
- უარი – ამბობენ, რომ მამაკაცს შეუძლია დაივიწყოს ქალი, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს მას, ვინც უარი უთხრა. ეს როგორც ინტიმურ სიახლოვეს, ასევე ბანალურ ურთიერთობას ეხება. თავდაჯერებულ კაცსაც უარის მიღების ეშინია. მათთვის სიტყვა „არა“ უპატივცემულობის ნიშანია, რომელიც ეუბნებათ, რომ წარუმატებლები არიან.
- შედარება – პრინციპში, შედარება არც კაცს და არც ქალს მოსწონს. მაშინაც კი, თუ გსურთ მამაკაცი სხვას შეადაროთ და უკეთ წარმოაჩინოთ, ამის გაკეთებას არ გირჩევთ. მამაკაცს სურს იყოს ერთადერთი, განუმეორებელი და შეუდარებელი.
თუ მამაკაცთან ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს თავი აარიდეთ. შეცდომის დაშვება ადვილია, მაგრამ ნდობის და ემოციური სიახლოვის აღდგენა რთული. თქვენს ნერვებს და პარტნიორის ეგოს გაუფრთხილდით.