4 საიმედო მეთოდი, როგორ მოაშოროთ ეტიკეტის წებო სხვადასხვა ზედაპირს

331

საახალწლო საჩუქრების შეძენის შემდეგ სახლში უსიამოვნო სიურპრიზი, ძლიერ მიწებებული საფასარი, შეიძლება დაგხვდეთ. რა თქმა უნდა, არ ღირს ნივთის ჩუქება, რომელზეც ფასი მითითებულია, მაგრამ ძლიერი გახეხვით დაზიანებაც საჭირო არაა. არსებობს 4 ეფექტური მეთოდი, როგორ მოაშოროთ საფასარის წებო ნივთს დაზიანების გარეშე. საიდუმლო არაა, რომ ჭურჭლის სტიკერის მოშორება განსაკუთრებით რთულია. დიდი ალბათობით, სტიკერის აძრობის შემდეგ ჭურჭელზე წებო დარჩება. Vivien გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ჭურჭელს და სხვა ნივთებს საფასარი ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით სწრაფად და საიმედოდ!

4 მეთოდი საფასარის წებოს მოსაშორებლად

  • სველი ღრუბელი – უმარტივესი მეთოდი, რომელიც წებოს ნარჩენებს აშორებს. რბილი ღრუბელი წყლით კარგად დაასველეთ, შემდეგ საფასარი ან ადგილი, სადაც წებოს კვალი დარჩა, კარგად გახეხეთ. რბილი ღრუბლის წყალობით ზედაპირზე ნაკაწრები არ დარჩება.
  • საშლელი – თუ მყარ გლუვ მასალას საფასარი უნდა მოაშოროთ, ჩვეულებრივი საშლელი გამოიყენეთ. მთავარია, სუფთა იყოს და ზედაპირზე ზოლები არ დატოვოს. საფასარის წებო საშლელით გახეხეთ, სანამ წებოს კვალი არ გაქრება.
  • ზეთი – საფასარის მოშორებაში მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ. რამდენიმე წვეთი ზეთი დაწებებულ სტიკერს წაუსვით ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. 5-7 წუთით მოიცადეთ. შემდეგ ზედაპირს რბილი ღრუბელი გადაუსვით, ქაღალდი და წებო მოაშორეთ. ამის შემდეგ ნივთი გარეცხეთ.
  • ფენი – საფასარი ფენის ცხელი ჰაერის ნაკადს ვერ უძლებს. ის წებოვან ნივთიერებას შლის. შედეგად, სტიკერს ადვილად ააძრობთ. თან წებოს კვალი არ დარჩება. ყველაფერი მარტივია! ფენი აიღეთ და სტიკერისკენ ცხელი ჰაერი მიმართეთ. 2–3 წუთში მიწებებული ქაღალდი მოაშორეთ.

ეს ოთხი მეთოდი ბრწყინვალე შედეგს იძლევა. სტიკერის კვალი არ დარჩება. გირჩევთ, ეს მეთოდები გამოიყენოთ და მეტალის სახეხი ნეჭის გამოყენება დაივიწყოთ. თუ ამ საშუალებით დაწებებულ საფასარს გახეხავთ, რა თქმა უნდა, მის მოშორებას შეძლებთ, მაგრამ პლასტმასის და კერამიკის ნივთებზე მიკრონაკაწრები დარჩება. სწორედ ამიტომ, საჩუქარი მიმზიდველი აღარ იქნება. უმჯობესია, რომ საფასარი მექანიკური ზემოქმედების გარეშე მოაშოროთ. არანაირი ზედმეტი ნერვები და ნაკაწრები!