კატის კნავილზე ვბრაზობდი, მაგრამ სამზარეულოში შევედი და მივხვდი, რომ კატამ გადამარჩინა

801

ახლახანს მეგობარმა საინტერესო ისტორია გამიზიარა. სახლში ძალიან ჭკვიანი კატა ჰყავს. ლოკი პირველივე დაძახებაზე მოდის, პატრონისთვის ჩუსტები მოაქვს (მართალია, სათითაოდ) და ბევრ საინტერესო რამეს აკეთებს. მისი ბოლო ქცევა აღფრთოვანებას იმსახურებს. ახლა ვიცი, რომ ლოკი ნამდვილი გმირია. Vivien გიამბობთ, რა მოხდა.

„რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ჭკვიანი კატა მყავდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რამდენად. ლოკი მე და ჩემმა მეუღლემ ქუჩიდან ავიყვანეთ. თათებზე ძლივს იდგა, ისეთი უბედური და დატანჯული იყო. შინაური ცხოველის ყოლას არ ვაპირებდით, ამიტომ კნუტი სამკურნალოდ და შემდეგ კეთილი ოჯახისთვის გადასაცემად ავიყვანეთ.

ვაღიარებ, რომ მისი გადარჩენის დაბალი შანსი იყო. ვეტერინარმა გაგვაფრთხილა: ვერ გადარჩება. ექიმის სიტყვების დაჯერება არ მინდოდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ პატარა ფუმფულას ეცოცხლა. არ ვიცი, ეს სასწაულია თუ უბრალოდ ყველაფერი არც ისე უიმედოდ იყო, მაგრამ კატა გამოჯანმრთელდა. მივხვდი, რომ ვერავის მივცემდი. იმ დროს ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში, რომლის მფლობელი ცხოველებს ვერ იტანდა. ამ მიზეზით ბევრი სკანდალი მოხდა. ჩვენ და კატას ახალი ბინის მოძებნა მოგვიწია. ეს არასდროს მინანია. ძველზე გაცილებით უკეთესი ბინა ვიპოვეთ. შესანიშნავი დიასახლისი იყო. ჩვენი ლოკი ძალიან შეუყვარდა. ზოგჯერ მისთვის საკვები მოჰქონდა და სათამაშოებს ჩუქნიდა. მოკლედ, ბედნიერად ვცხოვრობდით.

ლოკი ჩემი ნამდვილი მეგობარი გახდა. ყოველთვის კართან მელოდა, როცა სამსახურიდან მოვდიოდი. არა უბრალოდ მხვდებოდა, არამედ ჩემს მოსვლამდე 15 წუთით ადრე კართან ჯდებოდა. არ ვიცი, როგორ მუშაობს ცხოველის ბიოლოგიური საათი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. არ ვიტყუები, რადგან ამას აკვირდება ჩემი ქმარი, რომელიც სახლიდან მუშაობს.

ლოკს ჩემთვის ჩუსტები მოაქვს და რამდენიმე ბრძანებას ასრულებს. მისი გაწვრთნა გასართობად დავიწყე. როცა მივხვდი, რომ ძალიან ჭკვიანია, მისი უნარების განვითარება გადავწყვიტე. მე და კატა ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ. თან როგორ მესაუბრება. ეს სიმღერები უკვე ყველა მეზობელს მობეზრდა. უბრალოდ ვგიჟდები. როცა კერძს ვამზადებ, სამზარეულოში ზის და არომატით აფასებს, გემრიელია თუ არა. იქნებ, ვიგონებ, მაგრამ როცა აშკარა საძაგლობას ვამზადებ, კუდს აქიცინებს და ოთახს გაბრაზებული ტოვებს. თუ  ძალიან გემრიელია, რჩება და სამზარეულოში ფანჯრის რაფაზე საპატიო ადგილს იკავებს.

არ მესმის, როგორ ვერ მივხვდი კატის სიგნალები იმ დღეს. საქმე ასე იყო. ჩემი ქმარი მივლინებით წავიდა. მარტო დარჩენა არ მიყვარს, მაგრამ კატასთან ერთად არ მეშინოდა. მით უფრო, ასე უკვე რამდენჯერმე მოხდა. დასაწოლად ვემზადებოდი, როცა კატის შემზარავი კნავილი გავიგონე. სამზარეულოში შევდივარ და ვხედავ, რომ ლოკი აქეთ–იქით დადის, ადგილს ვერ პოულობს. თავად შხაპის შემდეგ ვერაფერზე ვფიქრობდი. მთელი ტანის მდუღარე წყალში დაორთქვლა მიყვარს.

შევამოწმე თასებში საჭმელი და წყალი თუ ჰქონდა. ტუალეტი მოწმენდილი თუ იყო. თითქოს ყველაფერი რიგზეა. ხელში აყვანა ვცადე, მაგრამ დამისხლტა და კნავილი გააგრძელა. ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ სამზარეულოს კარი მოვიხურე და კატასთან ერთად დასაწოლად წავედი. ლოკი ისევ გაიქცა და სამზარეულოს კართან კნავილი დაიწყო. კარი გავაღე და მივხვდი. სანამ კარი დახურული იყო, ოთახში გაზის სუნი დაგროვდა. თავად შხაპის შემდეგ კრემი წავისვი და გაზის სუნს ვეღარ ვგრძნობდი. უნდა გენახათ, როგორ სწრაფად გადავკეტე გაზქურა და ყველა ფანჯარა გავაღე. იმ ღამეს გავცივდი, მაგრამ გადავრჩი. ეს ყველაფერი ჩემი კატის წყალობით. ვერ ვიჯერებ, ოდესღაც მე გადავარჩინე, ახლა მან გადამარჩინა. ჩემი გმირია“.

ახსნა საჭირო არაა, რა არის ამ ამაღელვებელი ისტორიის აზრი. შინაური ცხოველი შესანიშნავია და მას ხშირად არ ვაფასებთ. დაე, კატა ლოკი იყოს თქვენი მაგალითი, რომ პასუხისმგებელი ვართ მათზე, ვისაც ვიშინაურებთ. ცხოველი ამას აფასებს და არანაკლებ სიყვარულს გასცემს.