პრესტიჟული სასტუმროს მოახლეების ხრიკები, როგორ მოიშოროთ მტვერი

316

ზოგჯერ მტვერთან ბრძოლა ძალიან დამღლელია. ზედაპირს მტვერი ახლახანს მოაშორეთ, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ იქაა. გირჩევთ, მტვრის საწმენდი ბუმბული დაივიწყოთ და უფრო ეფექტურ მეთოდს მიმართოთ. Vivien გიამბობთ, როგორ მოიშოროთ მტვერი სწრაფად და ეფექტურად. ამ ხრიკს აქტიურად იყენებენ მოახლეები, რომლებიც პრესტიჟულ სასტუმროებში მუშაობენ. აქ ხომ კრისტალური სისუფთავე აუცილებელია. ისინი მტვერს ებრძვიან სპეციალური სპრეით, რომელიც ბრწყინვალე შედეგს იძლევა.

როგორ მოვიშოროთ მტვერი: ეფექტური მეთოდი

დეტალური ინსტრუქცია – ზედაპირებს მტვერი რომ მოაშოროთ, ეფექტური ხსნარი მოამზადეთ. საჭირო ინგრედიენტებს სახლში იპოვით. 1 ჭიქა მდუღარე წყალს 1 ხუფი თმის კონდიციონერი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი სპრეი ბოთლში ჩაასხით და მტვრიანი ზედაპირები დაამუშავეთ. მზა ხსნარი ზედაპირს წაუსვით, შემდეგ ჩვარი გადაუსვით. კვირაში ერთი ასეთი პროცედურა საკმარისია, რომ სახლში სისუფთავე შეინარჩუნოთ. ამ საშუალებით გაპრიალებული ავეჯი დიდხანს იბრწყინებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი – მტვრის რეგულარული მოშორება ალერგიული და რესპირატორული დაავადებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის სასარგებლოდ უსარგებლო ნივთები გადაყარეთ. თაროებზე დაწყობილი ხარახურა საკუჭნაოში შეინახეთ ან სამუდამოდ დაემშვიდობეთ. რბილი ავეჯი რეგულარულად გაწმინდეთ. მასზე ბევრი მტვერი რჩება. ავეჯი ანტისტატიკური საშუალების გამოყენებით შეგიძლიათ გაწმინდოთ. ამ შემთხვევაში მტვერი ნაკლებად დაგროვდება. ტექსტილის ნაწარმი კარგად გაანიავეთ. ლეიბები, ბალიშები და ხალიჩები რამდენიმე თვეში ერთხელ მზეზე ან ყინვაში გაიტანეთ.

ბინის ინტერიერის კრიტიკული შეფასება და უსარგებლო დეკორატიული ნივთების მოშორება კარგი გადაწყვეტილებაა. ისინი დალაგების პროცესს მხოლოდ ართულებენ, ახანგრძლივებენ და შრომატევადს ხდიან. თმის კონდიციონერის ძლიერი ხსნარით მტვერი მოიშორეთ და ბინა რეგულარულად გაანიავეთ. ამ შემთხვევაში სასუნთქი გზების დაავადებებზე ნერვიულობა არ მოგიწევთ.