ახალი მეთოდი, როგორ დაალაგოთ სახლი სწრაფად და ეფექტურად

308

რაც არ უნდა თქვათ, საოჯახო საქმეების შესრულება საჭიროა. სუფთა, მოწესრიგებული და მყუდრო ბინის შესანარჩუნებლად რეგულარულად უნდა გარეცხოთ, დაალაგოთ, გაწმინდოთ და დააუთოოთ. თითოეულ დიასახლისს წლების მიერ შემუშავებული საკუთარი დალაგების მეთოდი აქვს. ზოგი ერთი ოთახის დალაგებით იწყებს, შემდეგ მეორე ოთახში გადადის. სხვები ჯერ ყველა ოთახში მტვერს იღებენ, შემდეგ ხვეტავენ, ბოლოს იატაკს წმენდენ. გემოვნების საკითხია. ბინის დალაგებას ყოველთვის რაღაც გლობალურად აღვიქვამთ. ვფიქრობთ, რომ მძიმე საქმეა და დაწყება გვიჭირს. Vivien სახლის დალაგების საინტერესო მეთოდს გთავაზობთ.

დალაგების მეთოდი „ჩახუტება: რა არის ეს – მეთოდი ამერიკელ ბლოგერს ეკუთვნის, რომელსაც, როგორც ჩანს, მთელი სახლის ერთდროულად დალაგება უჭირდა. ლეო ბაბაუტამ მეთოდს ძალიან საყვარელი და დამაინტრიგებელი სახელი უწოდა „ჩახუტების მეთოდი“. არსი მთელი ბინის ეტაპობრივ დალაგებაშია. გონივრული განაწილების წყალობით პროცესი დამღლელი აღარ ჩანს.

პირველ რიგში, დაალაგეთ ის ნაწილი, რომელსაც ხელი შეგიძლიათ შემოხვიოთ. ხედავთ ჭუჭყიან ჭურჭელს ნიჟარაში? გარეცხეთ! არეულობაა სამუშაო ზედაპირზე? დაალაგეთ და არ იფიქროთ, რა იქნება შემდეგ. დაგროვდა მტვერი საწოლის ტუმბოზე? გაწმინდეთ. როგორც კი ერთ ზონას მორჩებით, შემდეგზე გადადით. ზონებს შორის სასიამოვნო ხუთწუთიანი შესვენება მოიწყვეთ.

ამ მეთოდით სახლის დალაგების უპირატესობა ისაა, რომ თითოეულ ზონას საგულდაგულოდ ალაგებთ. თან დალაგების დაწყებას მტკივნეულად არ აღიქვამთ, რადგან იცით, რომ დიდხანს არ გაგრძელდება. სიტყვაზე, ზოგიერთ საქმეში ოჯახის წევრები შეგიძლიათ ჩართოთ.