რეცხვის 3 მეთოდი კუპრის საპნით რთული ლაქების სამუდამოდ გასაქრობად

478

საპონი ამა თუ იმ ფორმით სახლში ყველას აქვს. ხშირად ხელის, სახის და ტანის დასაბანად ვიყენებთ. Vivien გირჩევთ, რომ მისი გამოყენების კიდევ ერთ სფეროს ყურადღება მიაქციოთ. ნივთების გარეცხვას ვგულისხმობთ. ზოგჯერ საპონი (განსაკუთრებით კუპრის და სარეცხი) რთულ ლაქებს უკეთ უმკლავდება, ვიდრე ძვირადღირებული გელი და ფხვნილი. გიამბობთ, რა თვისებებს ფლობს კუპრის საპონი, რა შედის მის შემადგენლობაში და როგორ გამოვიყენოთ რეცხვის დროს.

კუპრის საპნის დადებითი და უარყოფითი მხარეები – ჩვეულებრივ, კუპრის საპონი 15% არყის კუპრს შეიცავს. ეს კომპონენტი ძლიერ სარეცხ ეფექტს ანიჭებს.

კუპრის საპნის უპირატესობა:

  • ქსოვილის დეზინფექცია
  • ნატურალური შემადგენლობა
  • ალერგიას არ იწვევს
  • ბავშვის ნივთების გასარეცხად შესაფერისია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • რეცხვის მაღალი შესაძლებლობა

კუპრის საპნის ნაკლოვანებები – მთავარი მინუსი მძაფრი სუნია. ბევრისთვის უსიამოვნო სუნია. მის მოსაშორებლად გარეცხილი ნივთები სწორად უნდა გაავლოთ. სუფთა წყალს რამდენიმე წვეთი ნატურალური ეთერზეთი დაუმატეთ. კუპრის საპონი კარგად არ ქაფდება, მაგრამ ეს სხვადასხვა ლაქებთან ბრძოლაში მის ეფექტურობაზე არ მოქმედებს. კუპრის საპნით ხელით რეცხვისას რეზინის ხელთათმანი გამოიყენეთ. გახსოვდეთ, რომ კუპრის საპონთან რეგულარული კონტაქტი ზედმეტ სიმშრალეს იწვევს.

რეცხვის 3 ეფექტური მეთოდი კუპრის საპნით

  1. პირსახოციდან ყვითელი ლაქების მოშორება – კუპრის საპონი მაზუთის ლაქებსაც უმკლავდება, ცხიმის ლაქებზე არაფერს ვამბობთ. სანამ ძველ პირსახოცს გადააგდებთ, შემდეგი მეთოდი გამოიყენეთ. კუპრი მარტივად განაახლებს. ლაქა კუპრის საპნით კარგად გახეხეთ, პირდაპირ ბოჭკოებში შეიყვანეთ. 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ტაშტში 3 ლ მდუღარე წყალი ჩაასხით და 1 ს/კ იაფი ფხვნილი გახსენით. თუ თეთრ ქსოვილს რეცხავთ, 1 ს/კ მათეთრებელი ზედმეტი არ იქნება. მიღებულ ხსნარში გასაპნული ნივთები ჩადეთ და წყლის სრულად გაგრილებას დაელოდეთ. ამის შემდეგ პირსახოცი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. საოცარ ეფექტს მიიღებთ.
  2. თეთრი წინდების რეცხვა – ქათქათა თეთრი წინდები პირველივე რეცხვის შემდეგ საგრძნობლად მუქდება. სწორედ ამიტომ, ზომები ახლავე მიიღეთ, ნაცრისფერი–შავი ლაქების გამოჩენას არ დაელოდოთ. თუ წინდების სწრაფად და ხარისხიანად გარეცხვა გსურთ, შემდეგი მეთოდი გამოიყენეთ. წინდები კუპრის საპნით კარგად გახეხეთ. ნახევარი საათით ან მთელი ღამე გააჩერეთ. მნიშვნელოვანია, რომ ბამბის წინდები იყოს. მეთოდი ბავშვის საფენებზე, მაისურებსა და საცურაო კოსტიუმებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. როცა წინდები საპნით კარგად გაიჟღინთება, გამდინარე თბილი წყალი გაავლეთ ან სარეცხ მანქანაში სხვა თეთრ ნივთებთან ერთად მოათავსეთ. შეუდარებელ შედეგს მიიღებთ. კუპრი აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტია, რომელიც ქავილს, წვას ან ალერგიას არ იწვევს, ამიტომ ბავშვების ნივთების გასარეცხად იდეალურია.
  3. ძველი ლაქების მოშორება – სარეცხ მანქანაში ნივთების გასარეცხად მყარი საპნის გამოყენება არ შეიძლება. საპნის ფანტელები წყალში ბოლომდე შეიძლება ვერ გაიხსნას და ქსოვილზე დაჯდეს. გარდა ამისა, საპნის ნაწილაკები ქმნის ნადებს და ტექნიკის კედლებს ეკვრის. სარეცხი მანქანისთვის მხოლოდ თხევადი კუპრის საპონი გამოიყენეთ. ასე ტექნიკის დაზიანებას თავიდან აიცილებთ. თუ მხოლოდ მყარი საპონი გაქვთ, მაშინ სპეციალური ხსნარი მოამზადეთ. დაგჭირდებათ 40 გ კუპრის საპონი, 30 გ კალცინირებული სოდა და 1 ლ წყალი. საპონი გახეხეთ და 200 გ თბილ წყალში გახსენით. დარჩენილი წყალი აადუღეთ, კალცინირებული სოდა დაუმატეთ. ბოლოს საპნიან ხსნარს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და გააგრილეთ. მიღებული ხსნარი პირდაპირ სარეცხი მანქანის დოლურას ნივთების გარეცხვამდე დაუმატეთ.

მოცემული მეთოდების გამოყენების შემდეგ სარეცხი მანქანა გაწმინდეთ. ამ მიზნით ლიმონმჟავა, სოდა ან სპეციალური ქიმიური საშუალება გამოიყენეთ. ასე ტექნიკას არასასურველი დაზიანებისგან დაიცავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს