5 მიზეზი, რატომ უნდა ატაროთ საქორწინო ბეჭედი

804

ქორწილში სტუმრად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. იმის ყურება, როგორი ბედნიერები არიან ახალდაქორწინებულები, როგორ ღელავს საქმრო, როცა პატარძალს თითზე საქორწინო ბეჭედს უკეთებს, როგორ ხარობენ ნათესავები. უდავოდ, ეს თითოეული წყვილის ცხოვრებაში მღელვარე და ნაზი მომენტია. ახალი ოჯახის დაბადებას ყოველთვის აღფრთოვანებული ვუყურებ. შევამჩნიე, რომ დროთა განმავლობაში ბევრი ცოლ–ქმარი საქორწინო ბეჭედს იხსნის. ზოგისთვის მისი ტარება მოუხერხებელია, სხვას მუშაობაში ხელს უშლის, ზოგისთვის ზომა შეუფერებელია. Vivien გიამბობთ, რატომ უნდა ატაროთ საქორწინო ბეჭედი, თუნდაც ხელს გიშლიდეთ.

საქორწინო ბეჭდის ტარების 5 მიზეზი

  1. სიყვარულის სიმბოლო – თუ ერთხელ ბეჭდის მოხსნას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ, როგორი მოწიწებით ეპყრობოდით მას ქორწილის დროს და მის შემდეგ. ეს უბრალო სამკაული არაა. ბეჭედი სიყვარულის, პატივისცემის, სინაზის სიმბოლოა. რა თქმა უნდა, ოჯახი მხოლოდ ერთ ბეჭედზე აგებული არაა, მაგრამ ძლიერი ნიშანია, რომელსაც უმჯობესია არ დაშორდეთ.
  2. სოციალური აზრი – თავიდან ტანსაცმლით გვაფასებენ. თანამოსაუბრე, რომელსაც თქვენს შესახებ მეტის გაგება სურს, ხელზე აუცილებლად დაგხედავთ. ჩვეულებრივ, დაქორწინებულ ადამიანზე პოზიტიური აზრი იქმნება. ეს ნიშნავს, რომ საიმედო ადამიანი ხართ და პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ.
  3. ფიცის შეხსენება – იმ მომენტიდან, როცა ბეჭდები გაცვალეთ და ერთმანეთს უთხარით „დიახ“, თქვენი ცხოვრება დაკავშირებულია. ახლა ნებისმიერი თქვენი მოქმედება და გადაწყვეტილება არა მხოლოდ თქვენზე, არამედ თქვენს პარტნიორზე გავლენას მოახდენს. საქორწინო ბეჭედი შეგახსენებთ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ორივემ აიღეთ.
  4. ღალატისგან დაცვა – საქმე მხოლოდ ბეჭედში არაა, მაგრამ ადამიანი, რომელსაც მოეწონეთ, შეიძლება გაჩერდეს, თუ თითზე ბეჭედი დაინახა. ეს ნიშანია, რომ დაოჯახებული და პარტნიორის ერთგული ხართ. ასეთი სამკაული ურთიერთობის ტონს ქმნის.
  5. მისაბაძი მაგალითი – მშობლების ერთ–ერთი მთავარი ამოცანა შვილებისთვის ოჯახის ღირებულებების გადაცემაა. ახალგაზრდა თაობა ქორწინების მნიშვნელობას გაიგებს, თუ თქვენს თითზე ბეჭედი ყოველთვის იქნება. ბავშვი დაინახავს, რომ კამათის და უთანხმოების მიუხედავად ქორწინებას აფასებთ და მასზე უარს არ ამბობთ.

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა ბეჭედი თითიდან უნდა მოიხსნათ. ზარდახშაში არ შეინახოთ. თუ ბეჭედი თითზე აღარ გეტევათ, ყოველთვის შეგიძლიათ მისი ზომა გაზარდოთ ან შეამციროთ. საქორწინო ბეჭედი თითზე თქვენი ბედნიერი ქორწინების სიმბოლოა.