დაახლოებით 100 წლის წინ შარვალში ჩაცმული ქალი იშვიათობა იყო. მხოლოდ ემანსიპაციის წყალობით ქალებმა უპრობლემოდ დაიწყეს იმის ჩაცმა, რაც ადრე მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმლად ითვლებოდა. ფემინისტების საპირისპიროდ, ბევრი ეზოთერიკოსი ამბობს, რომ ჩვენს გარდერობში ოდინდელი ქალური ტანსაცმელი უნდა დაბრუნდეს. ქვედაკაბა და კაბა ფლობს განსაკუთრებულ ენერგიას და ქალისთვის წმინდა მნიშვნელობა აქვს.
ქალის ტანსაცმელი: ქვედაკაბა და კაბა
ძველი პრაქტიკა – უძველესი დროიდან ყველა ერში ქალები იცვამდნენ კაბას, ქვედაკაბას ან რაღაც მსგავსს. მაგალითად, ინდოელები მხოლოდ სარს იცვამდნენ, ხოლო იაპონელი ქალები – კიმონოს. მაშინ ქალის გარდერობში შარვლის მსგავსი არაფერი იყო. სანამ ისტორიკოსები ამ ფენომენის ფესვებს ტრადიციებში ეძებენ, ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ მიზეზი იმაშია, რომ ძველად ხალხი ბუნების ძალებთან მჭიდრო კავშირში იყო. თუ კაცები ენერგიას კოსმოსიდან იღებდნენ, ქალებს დედამიწა აძლიერებდათ.
ქვედაკაბის ფორმაც (გაფართოებული კონუსი) შემთხვევით არ გამოუგონიათ. ტანსაცმლის ასეთი ფორმა შექმნილია იმისთვის, რომ ქალს მიწის ენერგიის მიღებაში დაეხმაროს, „ნაყოფიერი“ და მდიდარი გახდეს. როცა ქალი შარვალს იცვამს, ამ ენერგეტიკულ ძაფს ბლოკავს, საკუთარ თავს მადლიან ძალას ართმევს. საინტერესოა, რომ ასეთი ენერგია მხოლოდ ქალებს აქვთ. კაცებს დედამიწიდან ენერგიის მიღება მხოლოდ ქალებისგან შეუძლიათ. ამბობენ, რომ თუ ქალი შარვალს ჩაიცვამს, მისი შიგანი ცარიელი რჩება და კაცისთვის გასაზიარებელი არაფერი აქვს. ასე კაცი უხეში, გაბრაზებული და აგრესიული ხდება.
რას კარგავენ ქალები, რომლებიც კაბას არ იცვამენ – თანამედროვე სამყაროში ბევრი ქალი ქვედაკაბას და კაბას საერთოდ არ იცვამს. უპირატესობას შარვალს და ჯინსს ანიჭებს. ეზოთერიკოსები გაფრთხილებთ: ასე ქალი ენერგეტიკულად მამაკაცური მეთოდით იკვებება. ეს მისთვის უცხოა და მის ხასიათზე უარყოფითად მოქმედებს, სხვებთან კამათს, ურთიერთობაში პრობლემებს და ავადმყოფობას იწვევს. შარვალი უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკულია. მასში უფრო ადვილია სამსახურის შესრულება, რომელიც ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. ქვედაკაბა ან კაბა ამ თვისებას მოკლებულია. ასეთი ტანსაცმელი მსგავსი საქმის ბუნებრივი სამუხრუჭეა. იქნებ, ეს არის მისი დანიშნულება? რომ ქალი დატვირთვისგან დაიცვას.
როგორი ქვედაკაბის შერჩევა სჯობს – გარდერობში ბევრი სხვადასხვა კაბა და ქვედაკაბა შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ყველა განსაკუთრებულ ძალას არ ფლობს. მაგალითად, მინი ქვედაკაბა ქალს მაქსიმალურად დაუცველს ხდის. ადრე ტყუილად არ თვლიდნენ, რომ კაბა გრძელი უნდა იყოს. ასე ქალი შინაგან ძალას ადვილად ინარჩუნებს. ადრე კაბის ბოლო ერთგვარ წრე–ამულეტად ითვლებოდა, რომელიც დამცავ ბარიერს ქმნიდა. თუ კაბა ბოლოში ფართოვდება და ფართო კიდეები აქვს, ზარის ფორმას ჰგავს, ეს დედამიწის პოზიტიური გავლენის გაძლიერებას ხელს უწყობს. კარგია, რომ ახლა საშუალოს სიგრძის და გრძელი კაბები და ქვედაკაბები მოდაშია. ასე თანამედროვე რიტმი და ქალური ენერგია შეგიძლიათ გააერთიანოთ.