ხელნაკეთი მზის კოლექტორი: სახლის გათბობის ალტერნატიული მეთოდი

457

მზის კოლექტორი მოწყობილობაა, რომელიც მზის სხივებით გამთბარ სითბოს მიმომცვლელში ჰაერის ნაკადების მიმოქცევის წყალობით მუშაობს. ასეთი მოწყობილობა სახლშიც შეგიძლიათ გააკეთოთ. აუცილებელი არაა, რომ გამოცდილი ოსტატი იყოთ. მთავარია, აუცილებელი მასალები შეიძინოთ. ასე მზის კოლექტორს რამდენიმე საათში ააწყობთ. მოწყობილობა კარგია იმით, რომ ყინვაშიც მუშაობს. უბრალოდ გარეთ მზიანი ამინდი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში სახლში სითბო და სიმყუდროვე იქნება. პატარა სახლის გასათბობად ეკონომიური მეთოდია.

ხელნაკეთი მზის კოლექტორი: ეტაპობრივი ინსტრუქცია

  • 1–ელი ეტაპი: ხის ყუთი გააკეთეთ. შიგნიდან ფოლგირებული საიზოლაციო მასალით დაფარეთ. შემდეგ მასზე გოფრირებული სავენტილაციო მილი დაამონტაჟეთ (მის შეძენას ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში შეძლებთ). შავი სპრეი საღებავი აიღეთ. გოფრირებული მილი შეღებეთ. ასე მზის შთანთქმას გაზრდით.
  • მე–2 ეტაპი: დაამონტაჟეთ პლასტმასის გადამყვანები ჰაერის შესასვლელზე, ასევე მილის გამოსასვლელი ხის ყუთის ბოლოში. ზემოდან მინით დაფარეთ. ყუთის ყველა ხვრელი ჰერმეტიკით დალუქეთ. მზა მოწყობილობა სახლის მზიან მხარეს მოათავსეთ. მილის ბოლო სახლში შეიყვანეთ. ჰაერის მიწოდება უზრუნველყეთ, ამისთვის სახლიდან მოწყობილობამდე შესასვლელ მილზე ვენტილატორი დააყენეთ.

მუშაობის პრინციპი – სახლიდან მილში ცივი ჰაერი სითბოს მიმომცვლელში მოხვდება. იქ გახურდება და უკან სახლში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ასეთი მოწყობილობა მინუს ტემპერატურაზეც მუშაობას აგრძელებს. მხოლოდ მზიანი ამინდი სჭირდება.

მზიან დღეებში სახლი ასეთი იაფი და ეფექტური მოწყობილობით შეგიძლიათ გაათბოთ. რა თქმა უნდა, ორთქლის ქვაბს ან ღუმელს სრულად ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ პატარა ოთახში გათბობაზე ხარჯის შემცირებაში დაგეხმარებათ. ასეთი ეკოლოგიური მოწყობილობის მონტაჟით კომუნალურ გადასახადებზე ხარჯები შეამცირეთ.