3 მეთოდი, როგორ გაანათოთ ოთახი, თუ დენი მოულოდნელად გამოირთო

226

ადამიანი ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევას, შეძლებისდაგვარად, მომზადებული უნდა შეხვდეს. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რა გააკეთოთ, თუ დენი მოულოდნელად გამოირთო. Vivien გიზიარებთ საშუალებების მთელ არსენალს, როგორ გაანათოთ ოთახი დენის გარეშე.

რა თქმა უნდა, ტელეფონის ფანარი შეგიძლიათ ჩართოთ, მაგრამ მისი ცივი სინათლე განწყობას არ ქმნის. სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსეთ. ოთახი გაანათეთ ისე, რომ მყუდრო და ატმოსფერული გამოჩნდეს. გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს.

როგორ გავანათოთ ოთახი: 3 მეთოდი

  • ბატარეებზე მომუშავე გირლანდები – ასეთი გირლანდები არა მხოლოდ ოთახს ანათებს, არამედ კარგ სადღესასწაულო ან რომანტიკულ განწყობას ქმნის. ძვირი არ ღირს, ამიტომ თითოეულ ოთახში შეგიძლიათ დაკიდოთ. კარგი ბატარეები შეარჩიეთ, თუ გსურთ, რომ გირლანდები კაშკაშად და დიდხანს ანათებდეს.
  • მანათობელი რგოლი – როგორც წესი, ამ მოწყობილობას ვიდეოს ან ფოტოს გადასაღებად იყენებენ, რადგან სტუდიის სინათლეს ქმნის. თუ ბინაში დენი არ გაქვთ, დაგეხმარებათ. ასეთი ნათურა საკმაოდ კაშკაშად ანათებს, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ სამუშაოდ და სახლის დასალაგებლად. მანათობელი რგოლი შეიძლება იყოს პატარა, მაგიდის ან მსხვილი, შტატივზე.
  • სანთლები – უმარტივესი ვარიანტი. ერთი სანთელიც საკმარისია, რომ საშუალო ზომის ოთახი მკრთალად გაანათოთ. უმარტივესი და იაფი სანთლებიც ძალიან ლამაზად და რომანტიკულად გამოიყურება. მაღაზიაში ბატარეებზე მომუშავე სანთლებიც იყიდება. გამოგადგებათ, თუ ცნობისმოყვარე ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ.

ოთახის გასანათებლად ერთ–ერთი მეთოდი ან ერთდროულად ყველა გამოიყენეთ. ეს დრო სასიამოვნოდ გაატარეთ: ოჯახის წევრებს ეკონტაქტეთ, სამაგიდო თამაშები ითამაშეთ, დაისვენეთ.