ნივთების სია, რომლის გაგზავნა ფოსტით შეუძლებელია

341

მალე ჩემი დის დაბადების დღეა. საჩუქარზე დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ გადაწყვეტილება თავისით მოვიდა. გაუფუჭდა ნოუთბუქი, რომელიც სამუშაოდ სჭირდება. ჩემი და სხვა ქალაქში ცხოვრობს, ამიტომ ახალი ნოუთბუქი შევფუთე და ფოსტით გაგზავნა გადავწყვიტე. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული ვიყავი, როცა უარი მითხრეს. მათი თქმით, ფოსტით აკუმულატორების გაგზავნა არ შეიძლება და მიმითითეს პლაკატზე, რომელიც მთელი ეს დრო თვალსაჩინო იყო.

ჩემი უყურადღებობის გამო თავი უხერხულად ვიგრძენი. ინსტრუქციის შესწავლა გადავწყვიტე. ნამდვილად, არსებობს რიგი ნივთები, რომელთა გაგზავნა ფოსტით არ შეიძლება. ადრე ვფიქრობდი, რომ ამ სიაში მხოლოდ ნარკოტიკი და იარაღი იყო. ახლა წესები მეცოდინება, ხოლო დასთან პირადად ჩავალ, რომ დაბადების დღე მივულოცო.

რისი გაგზავნა არ შეიძლება ფოსტით: ტაბუ ნივთების სია

  1. დოლარი, ევრო და ნებისმიერი სხვა უცხოური ვალუტა. აკრძალულია პლასტიკური ბარათები, ძვირფასი ლითონების ზოდები, ფასიანი ქაღალდები.
  2. ძვირფასი ქვები და ლითონები, ასევე მათგან დამზადებული საიუველირო ნაწარმები.
  3. ანტიკვარიატი.
  4. ნებისმიერი ზომის მცენარე და ცხოველი (მათ შორის მწერი), დაუმუშავებელი ბეწვი.
  5. ნებისმიერი ნარკოტიკი და სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობას და გადაზიდვას მოითხოვს. (წყალბადის ზეჟანგიც აკრძალულია).
  6. პორნოგრაფიული ხასიათის მასალები.
  7. ტყვია–წამალი, ცეცხლსასროლი იარაღი და ცივი იარაღი.
  8. კვების პროდუქტები, რომლებიც სპეციალურ ტემპერატურის რეჟიმს მოითხოვს ან შენახვის ვადა 5 დღეზე ნაკლებია.
  9. ადამიანის ფერფლი.
  10. ფლურესცენციული ნათურები, რომელთა შემადგენლობაში ვერცხლისწყალია.

ეს ნივთების სრული სია არაა, რომელთა გაგზავნა ფოსტით შეუძლებელია. რა თქმა უნდა, წესები უმიზეზოდ შედგენილი არაა, არამედ ადამიანების უსაფრთხოებისთვის და ნივთების მთლიანობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ, სანამ ამანათს გააგზავნით, სრულ სიას გაეცანით.