გენიოსების დამახასიათებელი ნიშნები. როგორ გამოიყურება მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი

353

გენიოსობის განვითარება შეუძლებელია, ეს ძვირფასი ნიჭი ადამიანს დაბადებიდან ეძლევა. ნამდვილი გენიოსები თავს ბავშვობიდან ავლენენ. თითოეული შემოქმედი თავისებურად უნიკალურია, მაგრამ გარეგნობაში დამახასიათებელი ნიშნები აქვთ. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყურება მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი.

გენიოსების გარეგნობის დამახასიათებელი ნიშნები

თავის ქალის აგებულება – დარვინს, მენდელეევს, სერვანტესს, ბეთჰოვენს დიდი თავის ქალა ჰქონდათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ჭკვიანი ადამიანის ერთ–ერთი ნათელი ნიშანია. ასეთ ქალაში ნეირონებს ჩვეულებრივზე უფრო ნაკლები სიმკვრივე აქვთ, ანუ სიგნალების უკეთ გადაცემა შეუძლიათ. თუმცა ტვინის დიდი ზომა გონებრივ შესაძლებლობებზე გავლენას არ ახდენს. მაგალითად, ნეანდერტალელებს ჩვენზე დიდი ტვინი ჰქონდათ, მაგრამ მაღალი ინტელექტით არ გამოირჩეოდნენ. აი, ასეთი სამეცნიერო პარადოქსი.

შუბლის ზომა – ფიზიოგნომია სახის ნაკვთებით პიროვნების სულიერი და გონებრივი თვისებების განსაზღვრის მეთოდია. ჩინელი ფიზიოგნომისტები ამბობენ, რომ შუბლის ზომა ადამიანის ინტელექტზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მაღალი შუბლის მქონე ადამიანები (დაახლოებით ზრდასრული ადამიანის ხუთი თითი) სწრაფად სწავლობენ და რთულ ამოცანებს მარტივად უმკლავდებიან.

სახის ფორმა – ეჭვობთ, რომ გენიოსი ხართ? სახის ფორმა ზუსტად გიპასუხებთ. გულის და კვადრატული ფორმის ადამიანებს განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები აქვთ. პირველს შემოქმედებისკენ მიდრეკილება აქვთ, მეორე ზუსტ მეცნიერებაში თავს კარგად ავლენს. ოვალური და მრგვალი სახე თანაგრძნობის უნარზე და ოპტიმიზმზე საუბრობს, ხოლო რომბის ფორმის სახე – გამოუსწორებელ პერფექციონისტმზე.

ცხვირის და ყურის ფორმა – ცხვირის ფორმა არა მხოლოდ არისტოკრატს, არამედ ინტელექტუალურ ადამიანს ააშკარავებს. სწორი ცხვირის მქონე ადამიანი ხელოვნებაში წარმატებულია. ფართო ნესტოები მაღალი IQ-ის უდავო ნიშანია. ყურები გენიოსის ამოცნობაში ვერ დაგეხმარებათ, რადგან თითოეულს განსხვავებული აქვს, მაგრამ საერთო თვისებაც აქვს. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს საკმაოდ დიდი ყურები აქვთ, ხშირად სხვადასხვა ბიბილოებით. ბოლო ნიშანი ამბობს, რომ გენიოსს ლიდერული თვისებებიც აქვს. გაუმართლა, თან როგორ!

თვალის ფერი – ამბობენ, რომ თვალი სულის სარკეა. იქნებ, არა მხოლოდ სულის, არამედ თვალის? გენიოსობის ნიშნები თვალის ფერშიც ვლინდება. ჭკვიანებს ღია ცისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე თვალები აქვთ. აი, თაფლისფერი თვალები სპორტსმენების ტიპიური ნიშანია.

მარფანის სინდრომი – სამეცნიერო ტერმინი, რომელიც ნიშნავს, რომ ადამიანი არის მაღალი, გამხდარი და გრძელთითებიანი. მარფანის სინდრომი ამბობს, რომ მისი მფლობელები ადრენალინს ხშირად გამოყოფენ. ის კი გონებრივ აქტივობასა და მოქმედებისკენ ლტოლვაზე პასუხისმგებელია.

განწყობის ცვლილებები – მეცნიერულად განწყობის ხშირად ცვლილებას ეწოდება ციკლოტიმია, ანუ ჰიპო და ჰიპერთემიის ფაზების მონაცვლეობა. ჰიპოთერმია დეპრესიასთან, აპათიასთან და უმოქმედობასთან ახლოს მყოფი მდგომარეობაა. ჰიპერთერმია მაღალი განწყობა და ენერგიულობაა. გენიოსებში ეს ორი განწყობა მუდმივად ერთმანეთს ცვლის, ამით ტვინის აქტივობას ააქტიურებს.

ჰიპერურიკემია – ეს გარეგნობის მახასიათებელი არაა, არამედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. ტერმინი სისხლში შარდმჟავის მომატებულ მაჩვენებელს აღნიშნავს. ეს ნივთიერება ქიმიური აგებულებით კოფეინის და თეობრომინის მსგავსია. როგორც ცნობილია, კოფეინი გონებას სტიმულირებს და ძალას ზრდის. ჰიპერურიკემიის მქონე ადამიანებს ეს ნივთიერება სისხლში უკვე აქვთ, ამიტომ ყოველთვის აქტიურები არიან.