სახლში ეს ადგილები ახალ წლამდე დაალაგეთ, თუ სიმდიდრის და იღბლის მოზიდვა გსურთ

1089

ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცა, რომ წარმატებული ადამიანების სახლებში შევიხედოთ. მილიარდერების და მაგნატების სახლების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს – სისუფთავე, მინიმალისტური სტილი და წესრიგი. ასე ტყუილად არაა. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ნაგავი, ჭუჭყი და ხარახურა წარმატებასთან შეუთავსებელია. Vivien გიამბობთ, როგორ უნდა დაალაგოთ სახლი ახალ წლამდე, რომ იანვრიდან სახლში სიმდიდრე და წარმატება მოვიდეს.

სახლის დალაგება ახალ წლამდე. ვიზიდავთ სიმდიდრეს და იღბალს

გამოყენებითი მეტაფიზიკა – პროფესიონალი ასტროლოგები თვლიან, რომ ახალ წლამდე სახლის დალაგებით მომავალი წლის სიმბოლოს სიახლისადმი თქვენს მზაობას აჩვენებთ. პრაქტიკული ხალხი უფრო მარტივად ფიქრობს. როგორც ცნობილია, ნაგავში წარმატებას ვერ მიაღწევთ. როგორც არ უნდა იყოს სინამდვილეში, ერთი რამ ფაქტად რჩება. სუფთა სახლში მუშაობა უფრო მარტივი და სასიამოვნოა. წინასადღესასწაულო აურზაურის დროს იდეალური წესრიგის დამყარება რთულია, თუმცა ექსპერტებს ამ შემთხვევაშიც რჩევები აქვთ. თითოეულ სახლში არის სამი ადგილი, რომელიც ახალ წლამდე სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს. დანარჩენი დროებით მოიცდის.

  • შემოსასვლელი – ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ: თქვენი სახლის შემოსასვლელი არა მხოლოდ სუფთა უნდა იყოს, არამედ ყოველგვარი ხარახურა უნდა მოაშოროთ. შემოსასვლელ კართან ნაგვის შეგროვების ჩვევა მოიშორეთ. მოხსენით ზედმეტი დეკორი, მაგალითად, მომაბეზრებელი ზარი. სტუმრებს სახლში სუფთა ხალიჩა და სივრცე უნდა შეხვდეს.
  • სააბაზანო ოთახი – გინახავთ ერთი მდიდრული სახლი, სადაც სააბაზანო ოთახი ისე გამოიყურება, როგორც რკინიგზის სადგურში? ამბობენ, რომ სველ წერტილში ჭუჭყი და მიკრობები სახლში წარუმატებლობას იზიდავს. ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ხალხს ნამდვილად აფრთხობს. აქ ჭუჭყი, მტვერი და ჩამჯდარი საპნის ზოლები არ უნდა იყოს.
  • სამზარეულო – ახალ წლამდე სამზარეულო აუცილებლად დაალაგეთ. მხოლოდ გასარეცხ ჭურჭელს არ ვგულისხმობთ. კარადის დასალაგებლად დრო გამოყავით. დაზიანებული დანა–ჩანგალი, თეფში გადაყარეთ. უძველესი დროიდან სამზარეულო სახლის გულია. როგორ უნდა იცხოვროთ სახლში, სადაც გული მოწესრიგებული არაა?

სისუფთავიდან წარმატებამდე – სახლის დალაგება მომავალ წელს წარმატების და სიმდიდრის 100%–იან გარანტიით ვერ მოგცემთ. სამაგიეროდ, განწყობას აგიმაღლებთ და ოცნების ასახდენად მოტივაციას მოგცემთ. ხშირად შეუპოვრობა და მიზანდასახულობა ბეჯით მშრომელს წარმატებულ მაგნატად აქცევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზედმეტი ნამდვილად არაა. როგორც ხედავთ, ნებისმიერი თვალსაზრისით, უმჯობესია წყლის შავი კურდღლის წელს დალაგებულ სახლში შეხვდეთ. ყველა გურუ ტყუილად არ ამბობს: სუფთა სახლში ფიქრებიც სუფთაა. რჩევა გაითვალისწინეთ და იღბალი არ დააყოვნებს.