მამაკაცის უცნაური ქცევა: რატომ არ აქცევს ყურადღებას ლამაზ ქალს, რომელიც აშკარად მოსწონს

420

არმცოდნე ხალხი ამბობს, რომ ქალი იდუმალი და არაპროგნოზირებადი არსებაა. რომ იცოდეთ, რასთან უწევთ გამკლავება ქალებს ყოველდღე. მამაკაცის უცნაური ქცევა ხშირად ყველაზე გამოცდილ მაცდუნებელსაც დაფიქრებას აიძულებს. რა უნდა გააკეთოს ქალმა, როცა მამაკაცი მის ყველა სიგნალს ჯიუტად უგულებელყოფს. ამასთან, შეუიარაღებელი თვალით ხედავს, რომ მამაკაცი მის მიმართ გულგრილი არაა. ექსპერტები იმედს გვაძლევენ: ამ ამოცანას მინიმუმ სამი შესაძლო პასუხი აქვს.

მამაკაცის უცნაური ქცევა და მიზეზები

ცალსახა ახსნა? – ბევრი ნაჩქარევად იფიქრებს, რომ მამაკაცი ასე თავის დაფასებას ცდილობს. ოღონდ მამაკაცი თავს სხვა მეთოდით იფასებს. მისთვის კუდის გაშლა და საკუთარი თავის ქება–დიდება უფრო ბუნებრივია. ქალის უგულებელყოფა მის მიმართ სიმპათიის დროს? აქ მიზეზი სხვაა.

  • მორიდებული – ამ მიზეზის ახსნა მარტივია. სამწუხაროდ, ყველა კაცი თამამი არ იბადება. გარდა ამისა, კაცი სხვების ემოციებს ქალზე ცუდად კითხულობს. იქნებ, მამაკაცი თქვენს წინაშე მორცხვობს. საკუთარ თავში, გრძნობებში გარკვევას ცდილობს, ამიტომ ინიციატივას არ იჩენს. ამ შემთხვევაში დრო ყველაფერს მოაგვარებს. სავარაუდოდ, სანამ თავად მამაკაცის უცნაურ ქცევაზე ფიქრობთ, ის ფარულად ახლობლებისგან რჩევებს იღებს. ცდილობს გადაწყვიტოს, როგორ მოახდინოს თქვენზე შთაბეჭდილება, ძალას იკრებს, რომ ბუნებრივი ნაბიჯი გადადგას.
  • შრომისმოყვარე – მეორე ვარიანტი უფრო მარტივია, მაგრამ სამწუხარო ქალისთვის. ამ შემთხვევაში მამაკაცმა კარგად იცის, რას გრძნობს ქალი მის მიმართ, მაგრამ შეგნებულად უგულებელყოფს. იქნებ, კარიერისტია და სასიყვარულო თავგადასავლები მის უახლოეს გეგმაში არ შედის. როგორც არ უნდა იყოს, ურთიერთობის გაგრძელება არ სცადოთ. თუ ადამიანი დისტანციას შეგნებულად ზრდის, აღიარებს, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არაა, დაე, ასე იყოს. უმჯობესია, რომ ყურადღება სხვას მიაქციოთ, რომ დიდი ენერგია აჩრდილთან დევნაში არ დახარჯოთ.
  • მანიპულატორი – მამაკაცის უცნაურ ქცევას ძალიან სამწუხარო ახსნა შეიძლება ჰქონდეს. თუ მამაკაცი ერთ დღეს თქვენ მიმართ სიმპათიას გამოხატავს, მეორე დღეს ცივია და უცნაურად იქცევა, ეს კარგი ნიშანი არაა. სავარაუდოდ, ეშმაკი მანიპულატორის მსხვერპლი გახდით. ასეთ ქცევას ხშირად „ცივ შხაპს“ უწოდებენ. გამოცდილ მანიპულატორს შეუძლია მსხვერპლი ასეთ ანკესზე დიდხანს დააკავოს. თუ 100 პროცენტით დარწმუნებული ხართ, რომ მამაკაცი თქვენით მანიპულირებს, მსგავსი ურთიერთობა სინანულის გარეშე გაწყვიტეთ. აქედან კარგი არაფერი გამოვა.