2 მეთოდი, როგორ მოქსოვოთ მჭიდრო რეზინი მარტივად

500

ზამთარში ძალიან გვსურს თბილი სვიტრის ჩაცმა, ქუდის დახურვა და სქელ შარფში გახვევა, რომ მაქსიმალურად თბილად და კომფორტულად ვიყოთ. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ყველა ეს ნივთი ხელით ნაქსოვია. ასე ნაწარმის ხარისხში ეჭვი არ შეგეპარებათ. ცივ ამინდში ნამდვილად არ გიღალატებთ. Vivien გიამბობთ, როგორ მოქსოვოთ სქელი რეზინი, რომელიც თქვენს სვიტრს, შარფს და კაბას დაამშვენებს. ამ ტექნიკის გამოყენებით მსხვილი ნაწარმის კიდეები შეგიძლიათ დაამუშაოთ, ასევე საყელოები და ქუდები. თუ ხელსაქმის კეთება მოგწონთ, მაშინ დააფასებთ იდეალურად თანაბარ რეზინს, რომელიც ადვილად იქსოვება.

როგორ მოვქსოვოთ მჭიდრო რეზინი ორი მეთოდით

მობრუნებით ქსოვა

  • პირველი რიგი. მარტივი მეთოდით კენტი რაოდენობის თვლები აკრიფეთ. პირველი რიგი უკუღმა მიდის. პირველი თვალი მეორე ჩხირზე გადაიტანეთ, შემდეგ წაღმა თვალი მოქსოვეთ. შემდეგ უკუღმა თვალი მოქსოვის გარეშე გადაიტანეთ,  წაღმა მოქსოვეთ. შემდეგი მარტივი ნაბიჯები მოდის. წაღმა თვალი კვლავ მოქსოვეთ, ხოლო უკუღმა თვალი უბრალოდ გადაიტანეთ. იგივე მოქმედება რიგის დასრულებამდე გააგრძელეთ. ბოლო კიდის თვალი წაღმა მოქსოვეთ.
  • მეორე რიგი. ნაქსოვი გადმოაბრუნეთ. მეორე რიგი წაღმაა. პირველი თვალი მეორე ჩხირზე პირდაპირ გადაიტანეთ, უკუღმა თვალი კლასიკური მეთოდით მოქსოვეთ. შემდეგ წაღმა თვალი უკანა კედლიდან ამოიყვანეთ. წაღმა–უკუღმა თვლები რიგის ბოლომდე მოქსოვეთ. ბოლო თვალი უკუღმა ამოიყვანეთ. ნიმუში მზადაა. მესამე რიგი ისე მოქსოვეთ, როგორც პირველი, ხოლო მეოთხე, როგორც მეორე. ასე გააგრძელეთ, სანამ სასურველი სიმაღლის ნაქსოვს არ მიიღებთ.

წრიული ქსოვა

  • პირველი რიგი. კენტი რაოდენობის თვლები აკრიფეთ. ნაქსოვი წრიულად დახურეთ. ერთი ბოლო თვალი მოხსენით და მეორე კიდის ბოლო თვალში ამოიყვანეთ. რიგის დასაწყისის აღსანიშნავად მარკერი გამოიყენეთ. წაღმა თვალი მოხსენით, უკუღმა თვალი ჩვეული მეთოდით მოქსოვეთ. იგივე მოქმედება რიგის ბოლომდე გაიმეორეთ. ბოლო თვალი უკუღმა ამოიყვანეთ. მარკერი რიგის დასაწყისში გადაიტანეთ.
  • მეორე რიგი. წაღმა თვლები უკუნა კედლიდან ამოიყვანეთ. გადაჯვარედინებული უნდა იყოს. უკუღმა თვალი ჩვეული მეთოდით მოქსოვეთ. რიგის ბოლომდე ასე გაიმეორეთ. შემდეგ ორი რიგი სასურველ სიმაღლემდე მონაცვლეობით გაიმეორეთ.

ქსოვის ის მეთოდი აირჩიეთ, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია და ახალი ნივთის მოქსოვა დაიწყეთ. ასეთი ლამაზი რეზინი ფორმას კარგად ინარჩუნებს. ნებისმიერ ნივთს დაამშვენებს და უნიკალურს გახდის.