საოცარი კულტურა: რა განასხვავებს იაპონელებს სხვა ქვეყნების ხალხისგან

530

ჩვენ, ყველამ ვიცით იაპონური ხარისხიანი ტექნოლოგიის შესახებ, გვინახავს აყვავებული საკურა, ასევე არაერთხელ გვინახავს იაპონური საბრძოლო ხელოვნება ფილმებში. თუმცა უმეტესობა ჩვენგანს იაპონელების ნამდვილ ცხოვრებაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ამომავალი მზის ქვეყნის განმასხვავებელი თავისებურებაა მისი ავთენტური კულტურა და საზოგადოების იდეალური მოდელისკენ უსასრულო სწრაფვა. Vivien ამ საოცარი ქვეყნის, მისი ტრადიციების და წესების გაცნობას გთავაზობთ. გიამბობთ, რა განასხვავებს იაპონიას სხვა ქვეყნებისგან და რა შეგვიძლია გადმოვიღოთ მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან.

10 საოცარი ფაქტი იაპონელების ცხოვრების შესახებ – მინიმალიზმი სახლში, დისციპლინა ხასიათში და თითოეულის გაძლიერებული შრომა ყველას სასიკეთოდ, პირველია, რასაც იაპონური ყოფის გაცნობისას აწყდებით. იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მის უჩვეულო წესებზე გიამბობთ.

ტატუირების მიმართ ცუდი დამოკიდებულება – იაპონიაში მოსახლეობის უმეტესობას ტატუირების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა ტატუს არსებობის გამო სამსახურში აყვანაზე უარი შეიძლება გითხრან. გარდა ამისა, სხეულის შიშველ ნაწილებზე ტატუებით საცურაო აუზზე, საზოგადოებრივ თერმულ წყაროებსა და ზოგიერთ სანაპიროზე გამოჩენა აკრძალულია. იაპონიაში ტატუირება ასოცირდება იაკუძასთან, რაღაც სახიფათოსთან და ცუდთან. ბოლო დროს სხეულის მოხატვასთან დამოკიდებულება თანდათან იცვლება, რადგან იაპონიას სტუმრობს ბევრი ტურისტი, ზოგიერთ მათგანს ბევრი ტატუ აქვს.

ახალი კვერცხის გაყიდვა სავაჭრო აპარატებში – იაპონიაში რამდენიმე დღით ყოფნა საკმარისია, რომ თითქმის ყველა კუთხეში ყველა სახის სავაჭრო აპარატს მიეჩვიოთ. მსგავსი მექანიზმიდან ნივთის ყიდვა სწრაფი და მოსახერხებელია. ბევრ ქვეყანაში ასეთი აპარატიდან შეგიძლიათ წასახემსებელი და სასმელი იყიდოთ, იაპონია გაყიდული საქონლის მრავალფეროვნებით ყველა რეკორდს ხსნის. რა საჭიროა გამყიდველი ბოსტნეულის ან ხორცის გასაყიდად, თუ ამას აპარატი უმკლავდება? მაგალითად, კვერცხის აპარატები უფრო საბავშვო ფილმის დეკორს ჰგავს. როგორც კი, მონეტას ჩადებთ, მექანიზმი მუშაობას იწყებს და პროდუქტების პატარა კარს აღებს.

სკოლებში დამლაგებლები არ არიან – იცით, რომ იაპონიის სკოლების უმეტესობას დამლაგებელი არ ჰყავს? მოსწავლეები ნაგავს, მტვერს და ჭუჭყს თავად ხვეტავენ. ეს პატარა ასაკიდან იწყება, როგორც მადლიერების ნიშანი განათლების მიღებისთვის. მოსწავლეები ერთობას, ქცევის პასუხისმგებლობას და ნებისმიერი შრომის პატივისცემას სწავლობენ. იაპონიაში მოზარდებს მკაცრად ზრდიან. ზოგჯერ იმდენს თხოვენ, რამდენსაც უფროსებს.

იატაკზე ძილი – იაპონელების მცირე ნაწილი დღემდე ფუტონზე იძინებს. ესაა სპეციალური პატარა ლეიბი, რომელიც პირდაპირ იატაკზე იშლება. ასეთი საძინებელი იაპონურ სტილში გაფორმებულ ოთახებში გვხვდება. ფუტონის დაკეცვა და კარადაში შენახვა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. მას ხშირად დებენ ოთახის კუთხეში, ამით ღირებულ სივრცეს ათავისუფლებენ. ბოლო ათწლეულში იაპონელების უმეტესობა (განსაკუთრებით ახალგაზრდები) ჩვეულებრივ საწოლს ირჩევს.

ტრანსპორტში ადგილის დათმობა აკრძალულია – იაპონიის ბევრ საჯარო ადგილას, ასევე ტრანსპორტში ადგილის დათმობა მიღებული არაა. ორსული ქალები, ბავშვები, მოხუცები – ყველა თანასწორია. ამავდროულად, არ უნდა დაიკავოთ სავარძელი, რომელიც შშმ პირებისა და მოხუცებისთვის განკუთვნილია. ხშირად შესაბამისი ნიშნით აღნიშნულია. იაპონიაში სხვის ადგილას დაჯდომის შეთავაზება ცუდ ნიშნად ითვლება.

არანაირი შეხება – იაპონიაში მადლობის გადახდა, ბოდიშის მოხდა და მისალმება მოკრძალებული თავის დაკვრით არის მიღებული. ხელის ჩამორთმევა არც გაბედოთ. გამონაკლისია, თუ იაპონელი ხელს თავად გამოგიწვდენთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში ყველა ტაქტილური კონტაქტი მინიმუმამდე დაყვანილია. მათთვის უცხოა მხარზე ხელის დარტყმა ან მოულოდნელი ჩახუტება. მათი პირადი სივრცე უფრო დიდია, ვიდრე სხვა ქვეყნის მაცხოვრებლის. იაპონელთან საუბრისას დისტანცია არ შეამციროთ, რომ თანამოსაუბრეში შინაგანი დისკომფორტი არ გამოიწვიოთ.

ჩუმად სადილობა – იაპონელებს მაგიდასთან მკაცრი ეტიკეტი აქვთ. თუ ჩხირებით ჭამთ, ეცადეთ, რომ მასზე საჭმელი არ ააცოთ. ასევე ჩხირებით საჭმელი სხვა ადამიანს არ მიაწოდოთ. ბოლო ვარიანტი დაკრძალვის ტრადიციაა, ამიტომ ჩვეულებრივ სუფრაზე უზრდელობად და ცუდ ნიშნად ითვლება. იაპონიაში თვლიან, რომ სუფრაზე ლაპარაკი ჭამისგან სიამოვნების მიღებას ხელს უშლის, ამიტომ კაფეში მეგობრული შეხვედრისას სიჩუმემ არ გაგაოცოთ.თუ ისტორიას ჩავუღრმავდებით, ადრე ჭამის დროს სტუმრებს საუბრებით გეიშები ართობდნენ.

თვალებში დიდხანს არ უყუროთ – იაპონიაში პირდაპირი და გამჭოლი მზერა აგრესიად ან თავხედობად ითვლება. ეს მათი შუასაუკუნეების იერარქიის თავისებურების გამოძახილია, როდესაც მაღალი სოციალური სტატუსის ადამიანის თვალებში ჩახედვა აკრძალული იყო. ჩვენს დროში მკაცრი ტაბუ არაა, მაგრამ იაპონელისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ ღირს. დიდხანს და შეუპოვრად თვალებში არ ჩახედოთ.

ჩუსტები ყველგან – ეს ტრადიცია უფრო ნაცნობი და გასაგებია, მაგრამ არა ამერიკელებისთვის. იაპონური სახლების უმეტესობაში სტუმრებს ოთახის ჩუსტებს სთავაზობენ. შენიშვნა: ჩუსტის ჩაცმამდე ყველაფერი უნდა გაიხადოთ, მათ შორის წინდები. სააბაზანო ოთახისთვის ცალკე ჩუსტები აქვთ. სააბაზანო ოთახის დატოვებისას ოთახის ჩუსტის ჩაცმა არ დაგავიწყდეთ, რომ სულელურად არ გამოიყურებოდეთ.

სპეციალური ხმაური ტუალეტში – და ბოლოს, ჩვენი სიის მთავარი ხიბლი! იაპონელები კომფორტის მოწყობაში იმდენად წინ არიან, რომ მათ ტუალეტში ხშირად შეხვდებით სპეციალურ ღილაკს, რომელიც წყლის ხმაურის იმიტაციას წარმოადგენს. ასე, დიდი ალბათობით, ვერავინ გაიგებს, რას აკეთებთ მთელი ეს დრო. საინტერესოა.