შალის სვიტერს ბუსუსები ცვივა. როგორ მოვიშოროთ პრობლემა

407

დროთა განმავლობაში ლამაზი თბილი სვიტერი უსიამოვნო სიურპრიზს, ბუსუსების კვალს ტოვებს. ასე სხვა ნივთების გარეგნობას აუშნოებს. ეს განსაკუთრებით შავი ფერის სამოსს ეხება. Vivien გიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომლის გამოყენებით ბუსუსების წმენდას დაივიწყებთ. ამ მეთოდის წყალობით ბუსუსების ცვენა შეწყდება. სხვადასხვა ზედაპირიდან ბუსუსების მოსაშორებლად წებოვანი ლენტის გამოყენება არ მოგიწევთ.

გაყინეთ – თუ სვიტერს ბუსუსები ცვივა, ერთი ეფექტური მეთოდი გამოიყენეთ. შალის სვიტერი პარკში ჩადეთ, ჰერმეტულად შეკარით, რომ საკვების სუნი არ შეიწოვოს. 3-4 საათით ან უმჯობესია მთელი ღამე საყინულეში შეინახეთ. დილით პარკიდან ამოიღეთ და გააჩერეთ. გათბობას დაელოდეთ, სანამ ჩაცმას დააპირებთ. ცივი მეთოდი ბუსუსების შეგროვების აუცილებლობას მოგაშორებთ. ახლა თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ. სხვადასხვა ზედაპირზე კვალს აღარ დატოვებს და უხერხულობაში არ ჩაგაყენებთ.

ეს საინტერესოა – ეფექტის გასაძლიერებლად დამატებით დაამუშავეთ სამოსი, რომლის ჩაცმას შალის ნივთთან ერთად გეგმავთ. ტანსაცმელს ანტისტატიკური შეასხურეთ და ბუსუსები ვერ შეაშინებს.

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა შალის სვიტერის დაცვენილმა ბუსუსებმა თქვენი გეგმა ჩაშალა, ხრიკის ეფექტურობა აუცილებლად გამოცადეთ. ახლა თქვენი საქმიანი შეხვედრა, პაემანი და სეირნობა უსიამოვნო ბუსუსების გარეშე ჩაივლის.