მცენარეები, რომლებიც კონფლიქტს ამცირებენ და სახლს ბედნიერებით ავსებენ

854

სახლი ოთახის მცენარეების გარეშე იშვიათად გვხვდება. მწვანე მეგობრები არა მხოლოდ სიმყუდროვეს ქმნის და ჰაერს წმენდს, არამედ სახლის ატმოსფეროს აუმჯობესებს. მცენარის გავლენა მრავალფეროვანია: ზოგიერთი სამუშაოსთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, სხვები სახლს სიხარულით ავსებს და ნეგატივისგან ასუფთავებს. Vivien გიამბობთ, რომელი მცენარეები წმენდს სახლს ნეგატივისგან.

ოთახის მცენარეები გავლენა სახლის ატმოსფეროზე

  • ნემსიწვერა – პოპულარული ტყუილად არაა. თითქმის ნებისმიერ სახლში გვხვდება. სახლს ავი თვალისა და ჯადოსგან იცავს. არაკეთილმოსურნეებს აფრთხობს, სახლში შემოსვლის საშუალებას არ აძლევს. მცენარე ოჯახურ კონფლიქტს თავიდან აგაცილებთ. თუ გსურთ, სახლში სიმშვიდე სუფევდეს, ქოთანი ნემსიწვერით ფანჯრის რაფაზე დადეთ.
  • კაქტუსი – კაქტუსი თითქოს ბუნებამ დასაცავად შექმნა. მისი ეკლები ნეგატივისგან დაგიცავთ. სწორედ ამიტომ, მცენარე შემოსასვლელში დადეთ, რომ დაუპატიჟებელმა სტუმარმა ცუდი ზრახვებით სახლში შემოსვლა ვერ შეძლოს.
  • ფიკუსი – თუ ფიკუსზე კარგად იზრუნებთ, შთამბეჭდავ ზომამდე სწრაფად გაიზრდება. მცენარის ფოთლები არა მხოლოდ ნახშირორჟანგს, არამედ ნეგატიურ ემოციებს შთანთქავს. ფიკუსის წყალობით სახლში სრული ურთიერთგაგება დაისადგურებს. თუ კამათის დავიწყება გსურთ, ყურადღება ამ მწვანე ამულეტზე გაამახვილეთ.
  • ია – ია ფულის მცენარედ ითვლება. ამ მინიატურულ ყვავილს ცუდი ემოციების მოშორება და ბოროტებასთან შებრძოლება შეუძლია. ია მისაღებ ოთახში დადეთ. იქ, სადაც მთელი ოჯახი იკრიბებით. მისი პოზიტიური გავლენა ოჯახს კომპრომისის პოვნაში დაეხმარება.
  • ფურისულა – ადამიანებზე მცენარეების გავლენას ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. მაგალითად, ფურისულას ნეგატივის განეიტრალების უნიკალური უნარი აქვს. მასთან ერთად სახლში მოდის წონასწორობა, სიმშვიდე და მყუდროება. ითვლება, რომ ფურისულა, როგორც ია, ფულს იზიდავს.
  • ტრადენსკაცია – ერთგვარი ინდიკატორია. თუ სახლში ყველაფერი რიგზეა, ყვავის და სურნელს აფრქვევს. თუ გაუგებრობა და კონფლიქტი ხშირია, მცენარე ყვითლდება და შიშვლდება. ამ შემთხვევაში სწორი მოვლა, გამოკვება ვერ გადაარჩენს. ძველი სილამაზის დაბრუნებაში მხოლოდ სახლში სიმშვიდე დაეხმარება.
  • ევკალიპტი – ევკალიპტი არა მხოლოდ სამკურნალოდ გამოიყენება. ის, როგორც მარჯვე ექიმი, სახლის ატმოსფეროს კურნავს. ნეგატიურ ნაკადებს ანეიტრალებს, ცუდ სურვილებს და შურს ბლოკავს. ევკალიპტი მფლობელის ძილს აწესრიგებს და დაკარგულ ძალას უბრუნებს.
  • ყოჩივარდა – სახლის ერთგვარი ფილტრია. ყველაფერ ნეგატივს იღებს და სანაცვლოდ დადებით ენერგიას გამოყოფს. მცენარე შფოთვას, ნერვიულობს და ეჭვებს მოგაშორებთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
  • სუმბული – ეს მცენარეც სახლში მფლობელიდან დაწყებული ნეგატიურ ენერგეტიკას ებრძვის. ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც ცუდი ფიქრებით ტანჯვა შეუძლებელია. ყველაზე გულქვა ადამიანიც მისი გავლენის ქვეშ გულკეთილი ხდება.

როგორც ხედავთ, ენერგეტიკაზე ოთახის მცენარის გავლენა უზარმაზარია. თუ სახლში მთელ ბაღს მოაწყობთ, ვინ იცის, იქნებ კონფლიქტის მოგვარება და ყველაზე უიმედო ურთიერთობის დალაგებაც შეძლოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს