ოთახის ჟასმინის მოვლის  წესები. მაღაზიაში ნაყიდი არომატიზატორი საჭირო აღარაა

562

სახლში ჟასმინის გაზრდა საინტერესო საქმეა, რომელიც საოცარ შედეგს იძლევა. უჩვეულო სილამაზის თეთრი ყვავილები თვალს ახარებს. მთავარია, რომ მცენარეზე სწორად იზრუნოთ. ასე მაღაზიაში ნაყიდი არომატიზატორი ოთახის ჟასმინს ვერ ჩაანაცვლებს. ამ ყვავილს ძალიან ძლიერი სუნი აქვს. საკმაოდ სასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ. ქოთანი საძინებელ ოთახში არ დატოვოთ. საწოლის თავთან არ მოათავსოთ. უმჯობესია, რომ მცენარე მისაღებ ოთახში გაიტანოთ. ასე სახლში გავრცელდება სასიამოვნო არომატი, რომელიც ძილის დროს ხელს არ შეგიშლით.

ოთახის ჟასმინი: გაზრდის და მოვლის წესები

გამრავლების მეთოდი – სახლში მდიდრული ყვავილი რომ გაზარდოთ, გადაწვენის მეთოდი გამოიყენეთ. ჟასმინის თესლიდან გაზრდა არ სცადოთ, რადგან ხშირად შედეგი დახარჯულ დროს და ძალისხმევას არ ამართლებს.

  1. 1–2 ძლიერი ყლორტი შეარჩიეთ, რომ ქოთანში ჩამარხოთ. მანამდე ფოთლები მოაშორეთ.
  2. ქოთანში მიწა დაატენიანეთ და გადანაწვენი დედა ყვავილთან ერთად გამოკვებეთ.
  3. ტოტის გაფესვიანების შემდეგ ძირითადი ნაწილისგან გადაჭერით და დამოუკიდებელ ყვავილად გაზარდეთ.

მოვლის წესები – ჟასმინს სინათლე ძალიან სჭირდება. სასურველია, რომ სამხრეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ. რაც შეეხება ტემპერატურას, ამ მცენარეს სპეციალური გათბობა არ სჭირდება. ოთახის ტემპერატურაზეც შესანიშნავად ყვავილობს. ზამთარში დღის სინათლის ნათურებით დამატებითი განათება რეკომენდებულია. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ჟასმინის გაზრდისას უნდა გაითვალისწინოთ, რეგულარული მორწყვაა. ზედმეტი მორწყვით ყვავილს მხოლოდ დაღუპავთ. გაზაფხულსა და ზაფხულში ჟასმინი მცირე პორციებით მორწყეთ ისე, რომ მიწა მუდმივად ტენიანი იყოს. შემოდგომაზე მორწყვის სიხშირე შეამცირეთ. მთავარია, რომ ყვავილი მხოლოდ გაფილტრული წყლით მორწყათ. პერიოდულად წყალს ცოტა ლიმონის წვენი დაუმატეთ (3 წვეთი წვენი 1 ჭიქა წყალზე საკმარისია).

თუ ყველა რეკომენდაციას დაიცავთ, ოთახის ჟასმინი ლამაზად და უხვად იყვავილებს. მისი სასიამოვნო სუნი სახლში ყველა არომადიფუზორს ჩაანაცვლებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს