ბამბის წინდებზე უარი თქვით. როგორ ავარჩიოთ წინდები ზამთრისთვის სწორად 

262

ალბათ, თითოეული ადამიანის კარადაში ბევრი სხვადასხვა ფერის და სტილის წინდა შეგიძლიათ იპოვოთ. ოღონდ მათ შორის ნამდვილად კარგი და ძალიან თბილი წინდის პოვნა რთული ამოცანაა. ახალი წყვილი წინდის შეძენისას ყურადღებას ვაქცევთ გარეგნობას (ფერი, პრინტი, ნახატი) და არა ხარისხს. როგორ ავარჩიოთ წინდა ზამთრისთვის, რომ თბილი და მყუდრო იყოს? ასეთი ნივთი გონივრულად უნდა შეიძინოთ. ცივ სეზონზე აირჩიეთ წინდა, რომელიც ფეხს გაგითბობთ როგორც ქუჩაში, ასევე სახლში, როცა საოჯახო საქმეებს აკეთებთ ან უბრალოდ ტელევიზორის წინ ისვენებთ.

როგორ ავარჩიოთ წინდა ზამთრისთვის, რომ მასში მაქსიმალურად თბილად იყოთ

მნიშვნელოვანი დეტალები – არსებობს ორი მთავარი წესი, რომელიც კარგი თბილი წინდის არჩევაში დაგეხმარებათ. მთავარია, ეს წესები დაიცვათ. ასე თქვენი ფეხები თბილად იქნება და მინუსს ტემპერატურაც ვერ შეაშინებს.

  1. ბამბის წინდა არ აირჩიოთ. ამ მასალას ტენის დაგროვება ახასიათებს, რის გამოც ფეხი სველდება და ჩექმაში იყინება. უპირატესობა შალის წინდებს მიანიჭეთ. ის ტენს ირიდებს. შედეგად ფეხი თბილი და მშრალია.
  2. წინდის სისქეს ყურადღება არ მიაქციოთ. ფუმფულა ნაწარმი სითბოს გარანტიას არ იძლევა. საქმე იმაშია, რომ ფეხსაცმელსა და წინდას შორის უნდა დარჩეს ჰაერი, რომელიც თბოიზოლაციაზე პასუხისმგებელია. მოცულობითი წინდა სახლისთვის კარგია, მაგრამ არა სასეირნოდ.

ბამბის წინდების ნაკლოვანებები – სიცივეში ბამბის წინდის ჩაცმა საუკეთესო ვარიანტი არაა. მას სითხის შეწოვა და შეკავება შეუძლია. როცა ბამბის ნაწარმი სველდება, თბოიზოლაციის თვისებებს კარგავს. შედეგად, ტერფები ოფლით იფარება და იყინება. სველი და ცივი ფეხები გაცივების რისკს ზრდის, თუნდაც ხარისხიანი ფეხსაცმელი გეცვათ.

წინდები ძილისთვის ზამთარში – სწრაფად და ღრმად რომ დაიძინოთ, უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ წინდას, რომელიც ფეხზე არ გიჭერთ. ჩაიცვით წინდა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. ის გარანტიას მოგცემთ, რომ თქვენი ფეხები სითბოში დარჩება, თუნდაც საბანი გადაგძვრეთ.

გახსოვდეთ, რომ ყველაზე სქელი ბამბის წინდაც ფეხებს სათანადოდ ვერ გაათბობს. ზამთრისთვის შალის ან ხაოიანი წინდები აირჩიეთ. ასე თქვენი ფეხი ყოველთვის თბილად და კომფორტულად იქნება.