ხალხური ნიშნები ფულზე: რა გააკეთოთ და რას აარიდოთ თავი, რომ ფული არ გამოგელიოთ

822

ზოგჯერ ცხოვრება უსამართლო გვეჩვენება. ერთი ადამიანი ბეჯითად შრომობს, მაგრამ თეთრებს იღებს, მეორე ფულით სავსე ჯიბით სისულელეებს სჩადის. არადა პირიქით უნდა იყოს! თუ თვლით, რომ თქვენი სამსახურისთვის ძალიან ცოტას დაუმსახურებლად იღებთ, ფულზე ნიშნებს გაეცანით. შესაძლოა, რაღაცას არასწორად აკეთებთ. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ როცა საქმე ჯანმრთელობას და ფინანსებს ეხება, გარისკვა მეშინია. სწორედ ამიტომ, ფულის შესახებ ხალხური ნიშნები ვიცი და ვასრულებ. და მაინც, ხალხური სიბრძნის უგულებელყოფა არ შეიძლება. ჩაინიშნეთ.

ხალხური ნიშნები ფულზე: რა გავაკეთოთ ფინანსების მოსაზიდად

  1. მაგიდას სუფთა სუფრა გადააფარეთ და მის ქვეშ მონეტები და ქაღალდის ფული დადეთ.
  2. თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, ზღურბლის ქვეშ მონეტა ჩამარხეთ. ბინაში შემოსასვლელ კართან ხალიჩის ქვეშ შეგიძლიათ დადოთ.
  3. მიღებული ხელფასი იმავე დღეს სარკესთან მთელი ღამე გააჩერეთ.
  4. სარკესთან ახალი ქაღალდის ფული ყოველთვის გქონდეთ. დროდადრო ახლით ჩაანაცვლეთ.
  5. სახლში არ დაუსტვინოთ.
  6. სახლში ხარახურა არ შეაგროვოთ და ხშირად დაალაგეთ. უსარგებლო ნივთები გადაყარეთ.
  7. ფულის დასახურდავებლად კანფეტი არასდროს იყიდოთ. ასე ბედნიერებას დააფრთხობთ.
  8. პური დანით არ დაჭრათ. ამის ნაცვლად ხელით დატეხეთ.
  9. ჭამის მიღებამდე და შემდეგ მარილიანი პურის ნატეხი შეჭამეთ.
  10. გექავებათ მარცხენა ხელისგული? შემოფრინდა პეპელა ფანჯარაში? დაინახეთ ობობა სახლში? ეს ფინანსური წარმატების მოახლოების ნიშნებია!

ხალხური სიბრძნე ფულის შესახებ დაიმახსოვრეთ, რომ წარმატება ხელიდან არ გაუშვათ. რა თქმა უნდა, ფინანსური წარმატებისთვის ბევრი და კარგად უნდა იმუშაოთ. ასე სამყარო დაგაჯილდოებთ.