ადამიანის ხასიათის განსაზღვრა თვალის ფერის მიხედვით: ძლიერი და სუსტი მხარეები

323

თვალით ადამიანის ნამდვილი განწყობა შეგიძლიათ გაიგოთ ან ტყუილში გამოიჭიროთ. ტყუილად არ ამბობენ, რომ თვალი ადამიანის სულის სარკეა. დაფიქრებულხართ, როგორ მოქმედებს თვალის ფერადი გარსი ადამიანის ქცევებსა და ჩვევებზე? Vivien ამ საკითხის გასარკვევად ფიზიოგნომისტს, ფსიქოლოგს და ექსპერტს გაესაუბრა. გიამბობთ, როგორ განისაზღვრება ხასიათი თვალის ფერით, რაზე ღირს მუშაობა და რა უნდა აღნიშნოთ თქვენთვის, როგორც ბუნებრივი „ხიბლი“ ან ღვთაებრივი საჩუქარი.

ხასიათი თვალის ფერის მიხედვით: ძლიერი და სუსტი მხარეები – თვალის ფერი გიამბობთ, როგორია ადამიანის ნამდვილი განწყობა და რა თვისებები იმალება მის მიღმა. ყურადღება თქვენი ახლობლების თვალის ფერს მიაქციეთ და ნახეთ, რას ნიშნავს. შესაძლოა საკუთარ თავზე რაღაც ახალი გაიგოთ.

  • ცისფერი თვალი – ცისფერი თვალის მფლობელს ახასიათებს გადაჭარბებული ემოციურობა და ზოგჯერ ქედმაღლობა. უცნობებთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. თუ უსამართლობას ხედავს, ჩუმად არ რჩება. ზოგჯერ კამათში მკვეთრად ერევა. საკმაოდ მგრძნობიარე და რომანტიკულია. სიყვარულში მთლიანად ეშვება, ობიექტს თავისი ძლიერი ენერგიით მუხტავს. ყოველთვის იცის, რა სურს ცხოვრებისგან და მიზნისა და ოცნებისკენ ეჭვების გარეშე მიიწევს. ბოლომდე ბრძოლა მისი ცხოვრების დევიზია!
  • მწვანე თვალი – დახვეწილი და ბრძენი სული აქვს. ყოველთვის მზადაა დაეხმაროს ყველას, ვისაც ეს სჭირდება. 100%–ით ერთგული და გულწრფელია. შეუძლია ახლობლებს საათობით მოუსმინოს, შემდეგ ღირებული რჩევა გასცეს. ამ თვისების გამო ხალხის ფავორიტი ხდება. ბუნებით ნიჭიერია, სამსახურში ინიციატივას ხშირად საკუთარ თავზე იღებს. სასიყვარულო საქმეში პასუხისმგებლობა არ აშინებს. მზადაა, ოჯახი სრულად უზრუნველყოს. ლიდერობისკენ არ მიისწრაფვის, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების სწრაფად პოვნის უნარის გამო ხშირად ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებს. თუ ნიჭის დროულად განვითარებას დაიწყებს, ადვილად მიაღწევს წარმატებას მუსიკაში, ფერწერასა და ლიტერატურულ შემოქმედებაში.
  • ყავისფერი თვალი – მგრძნობიარე და წარმოუდგენლად მიმზიდველია. მახვილი გონებით და შესანიშნავი იუმორის გრძნობით გამოირჩევა. ბუნებით მაღალი თვითშეფასება აქვს. მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევს, დაბრკოლება და სხვების მიერ მათი მოქმედების გაუფასურება არ აშინებს. ყავისფერთვალიანები ყველას მოსწონთ, რადგან კომუნიკაბელური, ემპათიურია და თითქმის მაშინვე კომპანიის სული ხდება. სწრაფად უყვარდება, თუმცა ასეთივე სისწრაფით ტყუილის და უნდობლობის გამო პარტნიორის მიმართ გული უცივდება. პრაქტიკულობით და რაციონალურობით გამოირჩევა. ყავისფერი თვალი ადამიანს ზომიერებას და ფხიზელ ანგარიშს ანიჭებს. ზოგჯერ ფეთქებადია, რაც ახლობლებს გულს ტკენს.
  • შავი თვალი – როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად ძლიერია. ვნებიანი და ენერგიულია, რომელიც კრიტიკას და უარს ვერ იტანს. მიჩვეულია, რომ ნებისმიერი დაბრკოლება თავაწეულმა გადალახოს. ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, თითქმის ყოველთვის მენეჯერის პოზიციის დაკავებას ცდილობს. მისი ქვეშევრდომები ხანმოკლე ფეთქებადი აგრესიის მომსწრეები ხშირად არიან. თუ ბრაზობს, სავარაუდოდ, საკითხი სამართლიანობას და გულწრფელობას ეხება. სტუმართმოყვარე, გულწრფელი და მეგობრულია. ზედმეტი აზარტულობა მისი ხასიათის განუყოფელი თვისებაა.
  • მონაცრისფრო–მწვანე თვალი – მახვილგონიერი, პრაგმატული და თავისუფლების მოყვარე ადამიანია. საკმარისად მგრძნობიარე და წყენიაა. ბუნებით კომუნიკაბელურია, თავის ქმედებაში გაბედული და თამამია. მთელი ძალით ოჯახური ჰარმონიის მოპოვებას ცდილობს. კონფლიქტებს თავს არიდებს, კამათს არასდროს იწვევს. ახასიათებს გულდახურულობა, მეოცნებეობა, მორცხვობა და მარტოობის სიყვარული. ფეხზე მყარად დგას, რეალობას ობიექტურად აფასებს. გარშემომყოფებში სიმარტივეს და გულწრფელობას აფასებს, ინტრიგას და ჭორებს ერიდება.
  • მონაცრისფრო–ცისფერი თვალი – თავდაჯერებული, ცივი გონების ადამიანია. კონტროლს არასდროს კარგავს. ლიდერული თვისებებისა და ბუნებრივი სითამამის წყალობით დასახული მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევს. განვითარებული ინტუიციით გამოირჩევა. გაჭირვებულს როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად შეუძლია დაეხმაროს. სურვილის შემთხვევაში, ადამიანს სიტყვითაც კურნავს. მისგან გამოვა კარგი ფსიქოლოგი, მწერალი, ქველმოქმედი და სოციალური მუშაკი. რთულ პერიოდში ყველას თავს არიდებს, მაქსიმალურად გულგრილი და ზედმეტად მკაცრი შეიძლება გახდეს. აი, ასეთი ორმაგი ხასიათი აქვს.
  • ნაცრისფერი თვალი – საკმარისად მაღალი ინტელექტუალური დონე აქვს. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს თავად ბუნებამ დააჯილდოვა. ყოველთვის ახალი ცოდნის მიღებას ცდილობს. მასთან საუბარში არასდროს მოიწყენთ, რადგან ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში კომპეტენტურია. თავის ფასი იცის, მაგრამ სხვები მისი კეთილი ბუნებით ხშირად შეიძლება სარგებლობდნენ.