ხრიკი აბეზარი მტრედების მოსაშორებლად. ფანჯრის რაფაზე ბუმბული და ლაქები აღარაა

441

როგორ მოვიქცეთ, თუ თქვენს სახლთან ახლოს ძალიან ბევრი მტრედია? რა თქმა უნდა, საყვარელი ჩიტია, მაგრამ ბევრ პრობლემას ქმნის. ესაა ყველა სახის დაავადება, ნაგავი, აქტიური ცხოვრების კვალი. საფრანგეთში მტრედებს „მფრინავ ვირთხებს“ ტყუილად არ უწოდებენ.

ბევრი მტრედი – ჭკუის სასწავლებელ ისტორიას შეგახსენებთ. ერთხელ პატარა მიშამ ფანჯრის რაფაზე მტრედი დაინახა. ჩიტი ძალიან მოწყენილი ჩანდა. ბიჭმა მტრედის გახარება გადაწყვიტა და პურის ნამცეცები დაუყარა, წყლით სავსე პატარა თეფშიც დადო. როგორი გაოცებული იყო მიშა, როცა პურის ნამცეცების სუფრაზე კიდევ ათი მტრედი მოფრინდა. მათ ყველაფერი დალიეს და შეჭამეს, ოღონდ ჩიტების მადლიერებამ ბიჭი დააღონა. როცა დედამისმა ფანჯრის რაფაზე მტრედების ნარჩენების ამდენი კვალი დაინახა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა.

ეფექტური ბრძოლა – თითოეული ადამიანი მტრედს განსხვავებულად ეპყრობა, თუმცა მათი უწესობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ. პანიკას არ აყვეთ, რადგან გამოსავალი არსებობს. გავარკვიოთ, რატომ არის მტრედი აივანზე ან ფანჯრის რაფაზე არასასურველი სტუმარი. Vivien გიამბობთ, როგორ დააფრთხოთ ჩიტი ზიანის მიყენების გარეშე და როგორ გავაკეთოთ, რომ „მფრინავი ვირთხა“ აღარ დაბრუნდეს.

ჰუმანურობა უპირველესად – როცა საქმე მტრედების მოშორებას ეხება, რაღაც სასტიკი არ უნდა გააკეთოთ. მტრედები აგრესიის გარეშე მოიშორეთ. რა თქმა უნდა, ამ ჩიტებს ფარშევანგის ან საყვარელი კოლიბრის მოხდენილობა აკლიათ, მაგრამ ფიზიკურად მათი განადგურება სისასტიკეა. გარემოს მიმართ უფრო ლმობიერი უნდა ვიყოთ. ეს როგორც ზრდასრულ მტრედებს, ასევე მათ ბუდეებს და კვერცხებს ეხებათ. მტრედის ბუდის განადგურება არ იჩქაროთ, თუ იქ ბარტყებს ზრდის. ამ შემთხვევაში 5-6 კვირა მოიცადეთ. შემდეგ ბარტყი საკმარისად გაიზრდება, რომ მშობლების ბუდე მიატოვოს.

სასარგებლო ხრიკები – პირველი ხრიკი WD-40–ს უკავშირდება. ეს უნივერსალური აეროზოლია, რომელსაც მძღოლები აქტიურად იყენებენ. რამდენიმე შესხურება საკმარისია, რომ ქანჩი მარტივად მოხსნათ. WD-40 ბუმბულიან ონავრებთან ბრძოლაში შეუცვლელია. სპრეის არომატი მტრედებს არ მოსწონთ, ამიტომ წასვლას იჩქარებენ. მეორე ხრიკისთვის დაგჭირდებათ წითელი წიწაკის, შავი წიწაკის, ძმრის და წყლის „დრაკონის ნარევი“. ეს სუნი ჩიტს არ მოსწონს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენს აივანზე ან ფანჯრის რაფაზე დაბრუნება ისურვოს. რაც მთავარია, ეს ხრიკები ჩიტებს არ აზიანებს.

რა გავაკეთოთ, თუ ბევრი მტრედია – ზოგჯერ იმდენად თავხედი მტრედი გვხვდება, რომ უსიამოვნო სუნიც ვერ აფრთხობს. ამ შემთხვევაში სპრეი ნაკლებად ეფექტურია. სპეციალური ჩიტების დამფრთხობი საშუალება მოძებნეთ. ჩვეულებრივ, მათ ბოსტანში ან აგარაკზე ამონტაჟებენ. აივანზე ბევრი ბრჭყვიალა ელემენტი შეგიძლიათ დაკიდოთ. ძველი დისკი, სარკე, ფოლგა. მტრედს ეს არ მოეწონება.