პრაქტიკული ხრიკები, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს მომაბეზრებელი ლაქები

361

ყოველწლიურად ზამთრის დადგომასთან ერთად ვებრძვი პრობლემას, რომელიც ტყავის ფეხსაცმლის მოყვარულებისთვის ნაცნობია. სველი ამინდის, რეაგენტების და მარილის გამო, რომელსაც ქალაქის ქუჩებში ყრიან, ჩექმაზე თეთრი ლაქები ჩნდება. მათი მოშორება საკმაოდ რთულია. მშრალი ან სველი ჩვრით გაწმენდა ნაკლებად ეფექტურია.

ერთხელ ერთ ძველ ჟურნალში წავიკითხე საინტერესო მეთოდები, როგორ მოვაშოროთ ლაქები ფეხსაცმელს. მარტივი და ბიუჯეტური ხრიკებია, რაც მთავარია, საჭირო ინგრედიენტებს თითქმის ნებისმიერ სახლში იპოვით.

როგორ მოვაშოროთ ლაქები ფეხსაცმელს: 3 მარტივი ხრიკი

ძმარი

რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის უფრო მარტივია მაღაზიაში წასვლა და სპეციალური საშუალების შეძენა, რომელიც ზამთრის ფეხსაცმელს აწესრიგებს და რეაგენტების უარყოფითი გავლენისგან იცავს. თუ დაზოგვა და ყველაფრის სწრაფად გაკეთება გსურთ, ჩვეულებრივი ძმარი და წყალი გამოიყენეთ.

ეს საშუალებები ტყავის ფეხსაცმლისთვის იდეალურია. მასალა კარგ ფორმას შეინარჩუნებს, ხოლო ჩექმა გარეგნულად გალამაზდება. ტყავის ფეხსაცმელს ლაქები რომ მოაშოროთ, ასე მოიქეცით.

  1. ხსნარი მოამზადეთ. 1/3 ძმარი და 2/3 წყალი აურიეთ.
  2. ძმრიან ხსნარში რბილი ქსოვილის ნაჭერი დაასველეთ.
  3. ლაქებიანი ადგილები გაწმინდეთ.
  4. ფეხსაცმელი გაამშრალეთ და სპეციალური კრემი წაუსვით.

ნიშადურის სპირტი, აბუსალათინის ზეთი და თევზის ქონი

ტყავის ფეხსაცმელზე მარილის ლაქები ნიშადურის სპირტით შეგიძლიათ მოაშოროთ. თუ ქუჩიდან ახალი მოსული ხართ, ჩექმის გაშრობას დაელოდეთ. შემდეგ ჩვარი ნიშადურში დაასველეთ და თეთრი ლაქები გაწმინდეთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ასეთი პროცედურის შემდეგ ზედაპირს სპეციალური კრემი აუცილებლად უნდა წაუსვათ.

კიდევ ერთი საინტერესო მეთოდია აბუსალათინის ზეთის და თევზის ქონის გამოყენება. 1:3 თანაფარდობით აიღეთ. წყლის ორთქლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გააცხელეთ. მიღებული საშუალება ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და ფეხსაცმელს წაუსვით იქ, სადაც მარილის ლაქებია. რამდენიმე საათით მოიცადეთ, სანამ ლაქები მთლიანად არ გაქრება.

ზამშის ფეხსაცმელზე ლაქების მოშორება

ცალკე აღსანიშნავია ზამშის ფეხსაცმელი. ამ მასალის გაწმენდა უფრო რთულია. გახსოვდეთ, რომ ყოველი პროცედურის წინ ზედაპირი ორთქლით უნდა დაამუშავოთ. შემდეგ, როცა ზამში გაშრება, ჯაგრისით დავარცხნეთ.

საპნიანი ხსნარი მოამზადეთ და ჭუჭყიან ადგილებს წაუსვით. ასევე შეგიძლიათ ლაქას კარტოფილი ან ლიმონი შეაზილოთ, ხოლო ფეხსაცმლის გაშრობის შემდეგ დავარცხნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიმე მეთოდის გამოყენებამდე ჯერ ზამშის პატარა ფართობზე დატესტეთ, რომ მასალის დაზიანება გამორიცხოთ.

როგორც ხედავთ, ფეხსაცმლის გასაწმენდად ბევრი მეთოდი არსებობს. ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც მოგწონთ. ფეხსაცმელზე სწორად იზრუნეთ, რომ დიდხანს კარგი ფორმა შეინარჩუნოს.