ცრურწმენები შავ კატაზე. რა მოხდება, თუ შავი კატა გზაზე წინ და უკან გადაგირბენთ

933

ყველამ ვიცით, რომ გზაზე შავი კატის გადარბენა ცუდი ნიშანია. ბევრს ამ ცრურწმენის ნამდვილად სჯერა, ზოგი ხუმრობად აღიქვამს. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კატამ გზა წინ და უკან გადაჭრა? გამოდის, ცხოველმა სასჯელი გააორმაგა, თუ საერთოდ გააუქმა? Vivien ყველაზე მახვილგონივრულ პასუხებს გიზიარებთ.

სხვათა შორის, შავ კატას ბევრი სხვა ნიშანი და ცრურწმენა უკავშირდება. მათ შესახებაც გიამბობთ.

შავმა კატამ გზაზე გადაირბინა

თუ ვხედავ, რომ შავმა კატამ გზაზე გადამირბინა, უბრალოდ გზას ვაგრძელებ. არ მახსოვს, რომ ოდესმე უსიამოვნებით დამთავრებულიყო. შავ კატასთან დაკავშირებული ნიშნების და ცრურწმენების არ მჯერა, თუმცა ბევრი თვლის, რომ ეს ცუდი ნიშანია.

ინტერნეტ სივრცეში შემხვდა კომენტარი, სადაც გოგონა წერს: „შავი კატა სივრცეს უარყოფითი ენერგიისგან წმენდს. თუ ცხოველმა გზა გადაგიჭრათ, ეს კარგია!“ რა გავაკეთოთ, თუ კატამ გზა ორჯერ გადაჭრა, წინ და უკან?

ინტერნეტ მომხმარებლები ამ კითხვას სხვადასხვანაირად პასუხობენ. ყველაზე მეტად მომეწონა შემდეგი კომენტარი: „თუ კატა ვექტორულია, სასჯელი უქმდება. თუ სკალარული, ორმაგდება. ვექტორულია თუ სკალარული კატა სახეზე ისრის არსებობით განისაზღვრება“.

„მინუსი მინუსზე პლუსს იძლევა“ – აღნიშნავს ირინა. გამოდის, რომ უსიამოვნება თავიდან აიცილეთ. მთავარია, კატას უკან გადმოსვლა აიძულოთ. ზოგი ამბობს, რომ შავ კატას, რომელიც გზას ჭრის, კარგი ადამიანისთვის ყოველთვის წარმატება მოაქვს, ცუდისთვის – უსიამოვნება.

ნიშნები და ცრურწმენები შავ კატაზე

შავ კატას ბევრი ნიშანი და ცრურწმენა უკავშირდება. გზაზე ამ ცხოველის შეხვედრა კარგი არაა, მაგრამ სახლში მის წაყვანას გვირჩევენ. ხალხს სჯერა, რომ შავი კატა მფლობელის თილისმა და ბინის ამულეტია. ცხოველი სახლს დაუპატიჟებელი სტუმრებისა და ნეგატიური ენერგეტიკისგან იცავს.

შავი კატა პატრონს ენერგეტიკულ დონეზე ეხმარება, რომ ყოველთვის საღი გონება შეინარჩუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახლიდან გასვლისას უთოს ან სხვა მოწყობილობის გამორთვა არასდროს დაგავიწყდებათ.

ადრე ხალხს სჯეროდა, რომ შავი კატა შავ ჯადოქრობას უკავშირდებოდა. მაგრამ ისინი, პირიქით, სახლს შავი მაგიისგან იცავს. თუ ავი თვალის და მსგავსი რამის გჯერათ, უბრალოდ პატარა შავი კატა შეიძინეთ. კარგია, თუ ქუჩის ცხოველს გადაარჩენთ. ეს ორმაგ წარმატებას მოგიტანთ.

შავი კატა სულიერი მკურნალია და არა მხოლოდ. ზუსტად ხვდება, რა აწუხებს პატრონს. მიდის და იმ ადგილას ან მის გარშემო წვება. რაღაც დროის შემდეგ ტკივილი ქრება. ამბობენ, რომ ასეთ ცხოველს მტირალა ბავშვის დამშვიდება და ნერვული აშლილობის დროს დახმარება შეუძლია.

აღმოსავლეთში ამბობენ, რომ შავი კატა ადამიანს კარმის გაწმენდაში ეხმარება. დასავლეთში თვლიან, რომ ცხოველი სახლში სიმდიდრეს იზიდავს. ასეთი ცხოველის ყოლა კარგია, თუ დიდი ხნის განმავლობაში კოშმარები გაწუხებთ. ბევრს სჯერა, რომ შავი კატა კოშმარულ სიზმრებს გვაშორებს.

რატომ არ უნდა გეშინოდეთ შავი კატის

შემდეგში, როცა შავ კატას ქუჩაში შეხვდებით, მასთან ურთიერთობის არ შეგეშინდეთ. ზოგჯერ ცხოველი ადამიანთან თავისით მიდის და სახლამდე აცილებს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ კატა ბინაში უნდა შეუშვათ და გამოკვებოთ. იდეალურია, თუ დაიტოვებთ ან მისთვის ახალ ოჯახს იპოვით. ასე თქვენს ცხოვრებაში წარმატება დიდხანს დარჩება.

ძველ რომში კატა ღვთაებრივ არსებად ითვლებოდა. როგორი ფერისაც არ უნდა ყოფილიყო, მხოლოდ კარგის მომტანად ითვლებოდა. გირჩევთ, რომ მსგავს საკითხებს უფრო მარტივად შეხედოთ. ასე არც ერთი უსიამოვნება საშიში აღარ იქნება.