კერვის მასტერკლასი. როგორ შევკეროთ 2023 წლის სიმბოლო „მისტერ კურდღელი“

416

საახალწლო დღესასწაულების მოლოდინში ხშირად ვკითხულობთ, თუ რა ვაჩუქოთ ნათესავებს და მეგობრებს. თითქოს მაღაზიაში ნებისმიერი საჩუქრის ყიდვა ადვილია, მაგრამ რაღაც ორიგინალური და უჩვეულო გვსურს. კარგია, თუ საჩუქარს რაღაც აზრი აქვს. Vivien კურდღლის შეკერვას გთავაზობთ. ეს ხომ 2023 წლის სიმბოლოა და ასეთი საჩუქარი ნამდვილად წარმატების მომტანია.

ინტერნეტ სივრცეში არსებული მრავალი იდეიდან რამდენიმე ამოვარჩიეთ და გიზიარებთ. გიამბობთ, როგორ და რისგან შეკეროთ 2023 წლის მფარველი „მისტერ კურდღელი“. საუკეთესო საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ!

კურდღლის შეკერვა

ლამაზი, საყვარელი და ფუმფულა კურდღლის საკუთარი ხელით გაკეთება რთული არაა. დაგჭირდებათ: ნართი, მუყაო, მაკრატელი, წებო, ღილები. ყურებისთვის აიღეთ თექა ან ფერადი მუყაო. ძალიან საყვარელია, ასეა?

ეს პატარები გულგრილს არავის დატოვებს და გაღიმებას გაიძულებთ!

ტექსტილის კურდღლები თქვენს სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს ნამდვილად მოიტანს.

კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება კურდღლები თექისგან.

სასაცილო პატარა კურდღლები წინდიდან ან ნაჭრიდან ბავშვებს მოეწონებათ, რადგან რბილი და ლამაზია. მის გასაკეთებლად ღილები ან მძივები არ დაგჭირდებათ, ამიტომ პატარა ბავშვებსაც სათამაშოდ შეგიძლიათ მისცეთ.

წლის სიმბოლოს გასაკეთებლად დაგჭირდებათ 1–2 ბამბის წინდა, საკერავი ძაფი, ნემსი, მაკრატელი, ძაფები, ვარდისფერი მარკერი, ლენტი და შემავსებელი ბამბის ან სინტეფონის სახით.

პირველ რიგში, წინდა გადმოაბრუნეთ და ქუსლით თქვენკენ მოატრიალეთ. მაკრატლით წინდა ზემოდან ქუსლამდე გადაჭერით, ამას კურდღლის ყურების გასაკეთებლად ვაკეთებთ. ასევე ზემოდან პატარა სამკუთხედი შეგიძლიათ გამოჭრათ. ყურების კიდეები გაკერეთ, წვერიდან დაიწყეთ. წინდა ისევ გადმოაბრუნეთ.

წინდა ბამბით ან სინტეფონით გაავსეთ. რაც უფრო მეტ შემავსებელს ჩადებთ, მით უფრო სქელი კურდღელი გამოვა. სათამაშოს კვერცხის ფორმა მიეცით, შემდეგ წინდა გაკერეთ. ჯერ შუაში ერთი დიაგონალის გასწვრივ გაკერეთ, შემდეგ მეორე მხარეს. საბოლოოდ, რაღაც ყვავილის მსგავსი უნდა გამოვიდეს, რომლის ფურცლებიც უნდა გაკეროთ.

კიდეები შიგნით ჩაკეცეთ, ფურცლები ცენტრისკენ ამოკემსეთ. წვერი კურდღლის კუდის ადგილზე გამოიყვანეთ. ყურები ერთად დაჭიმეთ. ამისთვის ყურის გარე პერიმეტრზე ძაფი ნემსით წერტილოვნად გაატარეთ. წრის დასრულებისას ძაფს მოქაჩეთ და კვანძი დააფიქსირეთ.

თვალები მძივებისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ან უბრალოდ ძაფი გამოიყენეთ. რამდენიმე გვირისტულა გააკეთეთ, შემდეგ ნემსი ჩაარჭეთ და მეორე თვალის ადგილას ამოიყვანეთ. მეორე თვალის ფორმირება დაასრულეთ და ნემსი ცხვირის ადგილზე გადაიტანეთ. ცხვირი ჯვრის ფორმის მიხედვით ამოქარგეთ. წითელი მარკერით ან ფანქრით ლოყები დაუხატეთ.

ძაფებით 2 პომპონი შეგიძლიათ გააკეთოთ. ერთი კუდზე, მეორე ყურებთან აქსესუარის სახით შეგიძლიათ დაამაგროთ. კვანძი შენიღბეთ ძაფით, რომლითაც თვალები და ცხვირი ამოქარგეთ.

ძველი წინდებიდან პატარა მშიშარა ნაძვის ხის ქვეშ საუკეთესო საჩუქარია. ახლა იცით, როგორ შეკეროთ კურდღელი საკუთარი ხელით. როგორც ხედავთ, რთული არაა. ასეთი ხელნაკეთი ნივთი დიდ დროს და ძალას არ მოითხოვს, თან ბევრ პოზიტიურ ემოციას გაჩუქებთ როგორც თქვენ, ასევე მას, ვისაც ასეთ საჩუქარს მიუტანთ.