ფანჯარა აღარ ტირის. დაორთქვლის საწინააღმდეგო ხელნაკეთი პასტა

1313

როგორც კი გარეთ ტემპერატურა ოდნავ შემცირდება, სახლში ფანჯარა მაშინვე იორთქლება, განსაკუთრებით სამზარეულოში. ზოგჯერ ხარისხიანი მეტალოპლასტმასის კონსტრუქციაც „ტირის“, ოთახში დისკომფორტს და ობს იწვევს.

დაორთქვლის მიზეზი ოთახში ვენტილაციის პრობლემები შეიძლება იყოს, მაგრამ ხშირად მიკროწვეთები ტემპერატურის სხვაობის გამო ჩნდება. ოთახში მაღალი ტენიანობა შეიძლება გამოწვეული იყოს ღია აკვარიუმით, ბევრი მცენარით და რეგულარული განიავების ნაკლებობით. ფანჯრების დაორთქვლის პრობლემას რომ გაუმკლავდეთ, სპეციალური პასტა მოამზადეთ.

სახლში ფანჯრები იორთქლება: პრობლემის მოგვარება

ხელნაკეთი საშუალება დაგეხმარებათ, რომ ფანჯრები მშრალი დარჩეს. საკმარისია, რომ თვეში ერთხელ მინას წაუსვათ. აი, რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ თხევადი სარეცხი საპონი
  • 0,5 ჩ/კ გლიცერინი
  • 2-3 წვეთი სკიპიდარი

ფანჯრების დაორთქვლის საწინააღმდეგო პასტის გამოყენების წესი

ყველა ინგრედიენტი შესაფერის ჭურჭელში აურიეთ. მზა პასტა სუფთა სალფეთქს წაუსვით და ფანჯარა კარგად გაწმინდეთ. პროცესში 5–6 სალფეთქი შეიძლება დაიხარჯოს, რადგან ზოლების გაქრობამდე უნდა გაწმინდოთ.

ასეთი პასტის გამოყენების შემდეგ ფანჯარა გამჭვირვალე ხდება, სინათლეს კარგად ატარებს და საერთოდ არ იორთქლება. ამავე მეთოდით ავტომობილის მინა, სააბაზანო ოთახში სარკე შეგიძლიათ გაწმინდოთ. სკიპიდარი და თხევადი საპონი გლიცერინის ცხიმიანობას აკომპენსირებს, ამიტომ დამუშავებულ ზედაპირს მტვერი არ ეკვრის, ხოლო წასმის პროცესი საკმაოდ მარტივია.

დაორთქვლის საწინააღმდეგო ასეთი ნარევი უკეთ მუშაობს, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი საშუალება, რომელსაც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ხანმოკლე მოქმედება აქვს.