თანამედროვე ცხოვრებაში ცრურწმენების ისე არ გვჯერა, როგორც ძველად. თან იმდენად ბევრია, რომ არ გვესმის, რომელია მოქმედი. ახლა პირველ ადგილზე მეცნიერებაა, რომელსაც ნებისმიერი მოვლენის ახსნა შეუძლია. თუ ეს ფულის ნიშნები ან ცრურწმენა ჯანმრთელობაზეა, მაშინ მათ დაცვას ვცდილობთ. ყოველი შემთხვევისთვის. ნამდვილად არის შემთხვევები, როცა ორი ადამიანი ერთნაირად ბევრს შრომობს, ცდილობს, გეგმავს, მაგრამ წარმატებას მხოლოდ ერთი აღწევს. ზოგჯერ დაწინაურებას იღებს ის, ვინც არაფერს აკეთებს. იქნებ, ფულის ნიშნების შესახებ იცოდა.
- ფულის ხე – ალბათ, ამ მცენარის შესახებ გსმენიათ. ითვლება, რომ კრასულა სახლში ფულს იზიდავს. მასზე სწორად ზრუნვა უნდა იცოდეთ. გადარგვისას ქოთნის ძირში რამდენიმე მონეტა ჩადეთ. გარდა ამისა, ყოველი მოგების მიღებისას თითო მონეტა ქოთნის სადგამზე უნდა დადოთ. მონეტა შეცვალეთ, როცა ახალ ფულად ნაკადს მიიღებთ.
- სწორი ადგილები – კარი და ფანჯარა ის ადგილია, საიდანაც ენერგია შემოდის. მონეტა შემოსასვლელში ხალიჩის ქვეშ და ფანჯრის რაფაზე დადეთ. ფული სასადილო მაგიდაზე არ დატოვოთ, ასე ყველაფერს დახარჯავთ. საწოლზე მისი ადგილი არაა: მთელ ფულს წამლებზე დახარჯავთ.
- სარკე – ყოველთვის იდუმალ ნივთად ითვლებოდა. მას ბევრი ცრურწმენა უკავშირდება. სარკე ამრავლებს ყველაფერს, რასაც ირეკლავს. სარკის წინ ღია საფულე ფულით მთელი ღამე გააჩერეთ, გვერდით მონეტები დაუდეთ. ეს ფული სწრაფად უნდა დახარჯოთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა მოიზიდოთ.
- სავსე მთვარე – სავსე მთვარის დროს ნებისმიერ რიტუალს დიდი ძალა აქვს. შეარჩიეთ ტანსაცმელი, რომელსაც ყველაზე ხშირად იცვამთ. ერთ ჯიბეში მონეტა ჩაიდეთ, მეორეში – მაგნიტი. სანთელი აანთეთ და ბოლომდე ჩაწვა აცადეთ. მარტივი რიტუალია ფინანსების მოსაზიდად.
ხალხური ნიშნები ფულზე მხოლოდ გულმოდგინე მუშაობის მცდელობაა. უდავოდ, დადებული ქვის ქვეშ წყალი არ გადის. თუ მატერიალური კეთილდღეობის გაზრდა გსურთ, უნდა იმუშაოთ და იშრომოთ, ხოლო ფულის ნიშნები და ცრურწმენები დაგეხმარებათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს