იაპონური ხრიკი: რატომ ყინავენ დიასახლისები კბილის პასტას

4649

დღეს სარეცხი და საწმენდი საშუალებების რაოდენობა უბრალოდ გასაოცარია. მაღაზიის დახლებზე ნებისმიერი სირთულის ჭუჭყის მოსაშორებელი და ნებისმიერი ზედაპირისთვის განკუთვნილი საწმენდი შეგიძლიათ იპოვოთ. ზოგიერთი მათგანის შემადგენლობა ზედმეტად აგრესიულია. თან ფასიც იკბინება. კარგია, რომ კბილის პასტით უნივერსალური საწმენდი საშუალება შეგიძლიათ გააკეთოთ. ამბობენ, რომ ამ მეთოდს იაპონელი დიასახლისები წლებია იყენებენ. Vivien გიამბობთ, რატომ უნდა გაყინოთ კბილის პასტა და როგორ გამოიყენოთ.

კბილის პასტა არა მხოლოდ პირის ღრუს საწმენდად, არამედ ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, თეთრი ფეხსაცმლის გასაწმენდად, მობილურ ტელეფონზე ნაკაწრების მოსაშორებლად. კბილის პასტის საოჯახო საქმეში გამოყენების ერთ–ერთ საინტერესო მეთოდს გიზიარებთ.

ხრიკები გაყინული კბილის პასტით

  • გამოყენება – უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ნომერ პირველი დამხმარეა. მისგან მარტივი და ეფექტური საწმენდი საშუალება მიიღება. კბილის პასტა უბრალოდ გაყინეთ, შემდეგ საჭრელი დაფის და სამზარეულოს მოწყობილობების გასაწმენდად გამოიყენეთ. კბილის პასტა მძაფრ და მდგრად სუნს აქრობს. მაგალითად, თევზის ან ხახვის სუნს.
  • დეტალური ინსტრუქცია – პიტნის ან მენთოლის არომატის მქონე კბილის პასტა აიღეთ, ყინულის ფორმებში ჩაასხით და საყინულეში შეინახეთ. მზა გაყინული კუბები აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ. საჭრელი დაფა გაწმინდეთ, თუ ჩვეული მეთოდით უსიამოვნო სუნი ვერ მოაშორეთ. ამის შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ესეც ასე, ახალივით სუფთაა.

ბონუს საშუალება – კბილის პასტისგან კიდევ ერთი ეფექტური საწმენდი საშუალება შეგიძლიათ მოამზადოთ. დაგჭირდებათ 500 მლ მოცულობის „კოკა–კოლა“. გაზიანი სასმელი და 1 ტუბი კბილის პასტა აურიეთ. მიღებული ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით. კარგად შეანჟღრიეთ. მზადაა. მიღებული ნარევით კირის ნადებს მარტივად მოაშორებთ. ქურას ჩამჯდარ ცხიმს აშორებს. ნარევი ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით და 2–3 წუთით გააჩერეთ. სველი ჩვრით კარგად გაწმინდეთ. სასიამოვნო რბილი არომატი და ბზინვარება გარანტირებულია!

ასეთი საწმენდი საშუალებების მოსამზადებლად იაფი კბილის პასტა გამოგადგებათ. უსიამოვნო სუნის და ცხიმის მოსაშორებლად ბევრი ტუბის დახარჯვა მოგიწევთ. მენდეთ, ბიუჯეტური საშუალება ბრწყინვალე შედეგს გაჩვენებთ.