ია სახლში ყველასთვის შესაფერისი არაა: ხალხური ცრურწმენები და ნიშნები

595

ია ცნობილი ახლახანს, მხოლოდ მე-20 საუკუნეში, გახდა, მაგრამ მილიონობით ადამიანის ყურადღების მიპყრობა მოასწრო. ნაზი ყვავილი ოთახის პირობებს შესანიშნავად ეგუება, ასევე სახლის დეკორს წარმოადგენს. მცენარე თითქმის ნებისმიერ სახლსა თუ შენობაში ტყუილად არ გვხვდება. უცნაურია, მაგრამ სენპოლიას ბევრი ცრურწმენა უკავშირდება. ზოგიერთი დღემდე შემორჩენილია. ზოგი ყვავილს მხოლოდ დადებით ენერგიას აწერს, სხვები, პირიქით, სახლში მის ნეგატიურ გავლენას აღნიშნავენ. Vivien გიამბობთ, რომელ ბანაკს მიაკუთვნოთ მცენარე და რას მიაქციოთ ყურადღება.

3 ყველაზე გავრცელებული მითი იის შესახებ – ხალხი ცრურწმენებს ბრმად ენდობა და სიტუაციის გაანალიზებას ნაკლებად ცდილობს. თაობიდან თაობაზე ითვლებოდა, რომ ნიშნები დიდწილად მოვლენებს პროგნოზირებს. როგორც სხვა მცენარეზე, იაზეც ცრურწმენები არსებობს.

  • დიდებულად აყვავებული სენპოლია ურთიერთობაში სტაბილურობას ინარჩუნებს, უთანხმოებას და კამათს ხელს უშლის. ახალგაზრდა ოჯახისთვის აღმოჩენაა.
  • ფულს იზიდავს, მფლობელს ფინანსურად დამოუკიდებელს ხდის.
  • საბავშვო ოთახში ბავშვის ჯანმრთელობას აძლიერებს, იმუნიტეტს ზრდის.

ყვავილის ფერთან დაკავშირებული ცრურწმენები – ხალხური ნიშნები იის ფერსაც შეეხო.

  • თეთრი ყვავილები – თეთრი ია ნებისმიერ ოთახში გონივრულია. ცრურწმენის მიხედვით, უმჯობესია გქონდეთ სახლში, სადაც პატარა ბავშვები იზრდებიან. სენპოლია თეთრი ყვავილებით უმანკოების და სისუფთავის სიმბოლოა. ასეთი მცენარე სახლში სისუფთავეს და წესრიგს იზიდავს, ოჯახის წევრებს დადებითი ენერგიით ავსებს, ნეგატიურ ფიქრებს აშორებს. თეთრი ია მშფოთვარე ადამიანს ამშვიდებს, ნერვულ სისტემას აუმჯობესებს და აძლიერებს, აგრესიის გავრცელებას ხელს უშლის.
  • ვარდისფერი და წითელი ყვავილები – ითვლება, რომ წითელი ია ფიქრებს ხორციელი ინსტინქტური სურვილებისგან წმენდს. ასეთი ყვავილი ენერგეტიკას კარგად წმენდს. ვარდისფერი სენპოლია იმუნიტეტს აძლიერებს, დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. დაეხმარება მათ, ვინც ჭამაზე ზედმეტად კონცენტრირებულია. წითელი სენპოლია ზარმაცებზე პროდუქტიულად მოქმედებს, მოტივაციას აძლევს, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთონ და საკუთარ თავზე იმუშაონ.
  • იასამნისფერი ყვავილები – ია იისფერი ყვავილებით და თეთრი რკალით არა მხოლოდ მიმზიდველად გამოიყურება, არამედ ბევრ დადებით ნიშანს მოიცავს. ასეთი ოთახის მცენარე მთელ ნეგატივს შთანთქავს, უთანხმოებას, გაუგებრობას აგვარებს. მცენარე სახლში ატმოსფეროს აუმჯობესებს. ოჯახში ურთიერთგაგება და სიმყუდროვე დაისადგურებს. თუ მეტი წინდახედულობა და სიბრძნე გსურთ, ისაა, რაც გჭირდებათ!
  • ცისფერი ყვავილები – ასეთი ია 100%–ით შემოქმედებით ხალხს შეეფერება. ცისფერი ყვავილი ლამაზი და დამამშვიდებელია. ნებისმიერს მოეწონება. ცისფერი სენპოლია ოთახს ნეგატივისგან წმენდს, ადამიანს ქრონიკულ დაღლილობას აშორებს. სახლი თანდათან შემოქმედებითი ატმოსფეროთი გაივსება. თუ პასიურობას, წუხილს ან სურვილის უქონლობას გრძნობთ, ცისფერი ია დაუყონებლივ შეიძინეთ. ის ნათელ ემოციებს და კრეატიულ ფიქრებს გაჩუქებთ. ცისფერი ია კულტურის სასახლეებში, საბავშვო ბაღებსა და მუსიკალურ სკოლებში პოპულარობით ტყუილად არ სარგებლობს.

იასთან დაკავშირებული ნეგატიური ნიშნები – იას (ხშირად იისფერს) ქმრის გამქცევს უწოდებენ. წლებია ხალხში დადის ცრურწმენა: თუ გაუთხოვარი ქალი სახლში იას გაზრდის, დიდხანს ვერ გათხოვდება. ამას ბევრი უარყოფს, მაგრამ დღემდე არსებობს. თავად გადაწყვიტეთ, დაიჯერებთ თუ არა. ზოგი ირწმუნება, რომ ია ენერგეტიკული ვამპირია, რასაც ამტკიცებს იმით, რომ მცენარე ღამით ნახშირორჟანგს გამოყოფს. ის, თავის მხრივ, მფლობელის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, სისუსტეს და ძილის სურვილს იწვევს. მცენარის მოშორება არ ღირს, უბრალოდ საძინებელში არ მოათავსოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ, 2 ქოთანი მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა.

სენპოლია საკმაოდ სპეციფიკური ყვავილია. როგორც სხვა მცენარე, ისიც ადამიანზე დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს. უნდა ითქვას, რომ ია ნამდვილ სიხარულს მიანიჭებს მათ, ვისაც ყვავილებზე ზრუნვა უყვარს და დიდებული ყვავილობა ახარებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს