ნემსიწვერა ბინიდან ახლავე გაიტანეთ. სახიფათო ოთახის მცენარე 

781

ნემსიწვერა თითქმის ყველა ფანჯრის რაფაზე გვხვდება. ნამდვილად, ლამაზი ოთახის მცენარე ბევრს მოსწონს. გარდა იმისა, რომ ლამაზია და დიდხანს ყვავილობს, მარტივად მოსავლელია. ცოტამ თუ იცის, რომ ნემსიწვერა ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ლამაზ და სურნელოვან ყვავილზე უარის თქმა მოგიწევთ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ ყვავილს დიდი ზიანის მოყენება შეუძლია. Vivien გიამბობთ, რატომ არის სახიფათო ნემსიწვერა და ვინ უნდა მოიშოროს სახლიდან.

ნემსიწვერის ზიანი ადამიანისთვის: 3 ფაქტორი

  • ქმარს გააგდებს – ამ საყვარელ მცენარეს ქმრის გამქცევს უწოდებენ. ცრურწმენის მიხედვით, სახლში ნემსიწვერის ქონა ქალს მარტოობას უსჯის. როგორც მარტოხელა, ასევე დაოჯახებულ ქალზე მოქმედებს. უბედურება ქორწინებაში, კამათი და უთანხმოება – აი, რა მოაქვს ნემსიწვერას პირად ცხოვრებაში.
  • ალერგიას იწვევს – ნემსიწვერას საკმაოდ ძლიერი არომატი აქვს, განსაკუთრებით ზოგიერთ მის სახეობას. შემთხვევით შეხებისას მისი არომატი მთელ ბინაში გავრცელდება. ზოგს მისი არომატი მოსწონს, მაგრამ უმეტესობას – არა. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრს ნემსიწვერაზე ალერგია გაქვთ, სხვა მცენარით ჩაანაცვლეთ.
  • შინაურ ცხოველს წამლავს – განსაკუთრებით კატებს, რომელთაც ყვავილის ღრღნა უყვართ. თუ თქვენი ცხოველი ასეთია, ყვავილი ძნელად მისაწვდომ ადგილას მოათავსეთ. გირჩევთ, რომ მცენარე საერთოდ მოიშოროთ, რომ ცხოველის მოწამვლის გამო მკურნალობა არ მოგიწიოთ.

სახიფათოა ნემსწივერა? ეს ვითარებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, თუ ცრუმორწმუნე არ ხართ, ოჯახის წევრებს მასზე ალერგია არ აქვთ, შინაურ ცხოველს მისი ღრღნა ჩვევად არ აქვს, მაშინ ბინაში თამამად მოათავსეთ. ლამაზად ყვავილობს, კაშკაშა და მიმზიდველი ფერი აქვს. თქვენი სახლის ნამდვილი აქსესუარი გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს