10 დიდებული ოთახის მცენარე, რომლებიც მთელი წელი ყვავილობენ

628

ოთახის მცენარე ინტერიერის ლამაზი ნივთი არაა. მას ვუვლით, ვრწყავთ, ვკვებავთ და ვჭრით, დაავადებებს ვმკურნალობთ. ზოგიერთი ქოთანი თითქმის ოჯახის წევრი ხდება! თუ ზოგი სახლში მწვანე კუთხეს აკეთებს, სხვები მთელი წელი მოყვავილე მცენარეებს უპირატესობას ანიჭებენ. ნამდვილად, აყვავებული მცენარე ეფექტურად და მიმზიდველად გამოიყურება. სხვადასხვა ფერის ყვავილებით ინტერიერი წარმატებით შეგიძლიათ გააფორმოთ და აქცენტები გააკეთოთ. ყვავილი სახლში წლის ნებისმიერ დროს კარგი იდეაა! Vivien გიამბობთ, რომელი მცენარეები ყვავილობს მთელი წელი.

ოთახის მცენარეები, რომლებიც მთელი წელი ყვავილობენ

  1. ანთურიუმი – ლამაზი ტროპიკული მცენარე ყვავილობით არა წელიწადში ერთხელ, არამედ სამ თვეში ერთხელ გაგახარებთ. სპეციალური პირობები უნდა შეუქმნათ: მაღალი ტენიანობა. დიდი და ფართო ფოთლები და გულის ფორმის ყვავილები ინტერიერს დაამშვენებს.
  2. რძიანა მილი – ამ სუკულენტის ქოთანი სამხრეთ მხარეს დადეთ, რომ მცენარეს სითბო უზრუნველყოთ. რძიანა მილი ღია ვარდისფერი ყვავილებით მთელი წელი შეიძლება თავს იწონებდეს. მარტივი მოსავლელია. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ყოველ სეზონზე გასხვლაა.
  3. ბუგენვილია – ეს ოთახის მცენარე მზეზე გიჟდება. მზიან ფანჯრის რაფაზე დადეთ და ზოგჯერ ატრიალეთ. ნაზი ყვავილები მთელი წელი გამოჩნდება. სიტყვაზე, სხვადასხვა ჯიში არსებობს: ნარინჯისფერი, იისფერი, წითელი და ვარდისფერი ყვავილებით.
  4. ბრომელია – ყვავილობის პერიოდში მწვანე მოგრძო ფოთლებს კაშკაშა წითელი ყვავილები ავსებს. ასეთი მცენარე ყურადღებას იზიდავს, ამიტომ საპატიო ადგილი დაუთმეთ.
  5. პახისტახისი – ეს ოთახის მცენარე ყვავილობის პერიოდში უჩვეულოდ ლამაზია. ღია მოთეთრო ყვავილის ფურცლებიდან წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი თანაყვავილები მოჩანს. მთელი წელი ყვავილობს, მაგრამ აპრილიდან სექტემბრის დასაწყისამდე ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია.
  6. ესხინანტუსი – ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ყვავილობის პერიოდში სახლს სასიამოვნო ნაზი არომატით ავსებს. მუქი მწვანე ფოთლები ალისფერი ყვავილების კარგი ფონია.
  7. კალანჰოე – ერთი ან რამდენიმე კალანჰოეს ქოთანი თქვენი ინტერიერის მიმზიდველი დეკორი გახდება. ყვავილობის პერიოდში დიდ თაიგულს ჰგავს. სხვადასხვა ფერის ყვავილი შეიძლება ჰქონდეს, რაც მის ჯიშზეა დამოკიდებული.
  8. სპატიფილუმი – ნაზ და ელეგანტურ მცენარეს მაღალი ტენიანობა და სითბო სჭირდება. სხვა მხრივ განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ყვავილი თეთრი ან ღია მწვანე შეიძლება იყოს.
  9. ბეგონია – ოთახის მცენარე ბევრ სახლში გვხვდება. ლამაზი გარეგნობის წყალობით პოპულარობით სარგებლობს. იისფერი, ვარდისფერი, თეთრი ან წითელი ყვავილები სახლს ამშვენებს და ყურადღებას იქცევს.
  10. რუელია – მცენარის პატარა ყვავილები ნამდვილი სანახაობაა. ერთი თავისებურება აქვს: მთელი წელი ყვავილობს, მაგრამ თითოეული ყვავილი მხოლოდ 1 დღე ცოცხლობს. რუელია ვაზის ან ბუჩქის სახით გაზარდეთ და მისი სილამაზით დატკბით.

გახსოვდეთ, რომ ყვავილობაში შესვენებები მაინც იქნება. მცენარეს დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება, რომ ლამაზი ყვავილებით ისევ გაგახაროთ. თითოეულ ქოთანზე სწორად იზრუნეთ, რომ დიდებულად გამოიყურებოდეს.