სამი რამ, რაც სიღარიბეს იწვევს: რა უნდა გაიტანოთ სახლიდან ახლავე

4142

3 წლის წინ ბინაში რემონტი გავაკეთეთ. მაშინ მეუღლემ საძინებელ ოთახში დიდი პლაზმური ტელევიზორისთვის ადგილის გამოყოფა დაჟინებით მოითხოვა. საძინებელ ოთახში ტელევიზორის ქონა მისი ოცნება იყო. თავად იდეა არ მომეწონა. ვფიქრობდი, რომ ისედაც ნაკლებს ვურთიერთობთ, ხოლო საწოლის პირდაპირ ცისფერი ეკრანი ჯანსაღ ურთიერთობას საერთოდ დაგვავიწყებს. არ დაიჯერებთ, ასეც მოხდა. საძინებელ ოთახში ტელევიზორმა ჩვენი ყოფა ერთფეროვანი გახდა. აქტივობა მხოლოდ საინტერესო გადაცემის არჩევით შემოიფარგლებოდა. როცა წვრილმანებზე კამათი დავიწყეთ, მეუღლე მიხვდა, რომ საძინებელ ოთახში ცვლილებები უნდა შეეტანა. გიამბობთ, რა შევცვალეთ.

რატომ დგამს ტელევიზორს საძინებელში მხოლოდ უვიცი – დიახ, თანამედროვე სახლი ტელევიზორის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ოთახში უნდა დადოთ. ნამდვილად არა საძინებელში! ეზოთერიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ტელევიზორი ადამიანის ფინანსურ მდგომარეობას ბლოკავს, ჯანმრთელობას და დადებით ენერგიას ართმევს. ეს ასე ხდება: ტელევიზორის შავი სარკე ადამიანში შფოთვას, უთანხმოებას და ხშირ განცდებს იწვევს. ფონად ტელევიზორის მუდმივი მუშაობა ოჯახში კომუნიკაციის ნაკადს ბლოკავს, გაუგებრობას და კონფლიქტს იწვევს. სწორედ ამიტომ, ტელევიზორი საძინებელ ოთახში აკრძალულია.

რა უნდა იყოს ცოლ–ქმრის საძინებელ ოთახში – საძინებელ ოთახში მსუბუქი ატმოსფერო, სიმშვიდე უნდა სუფევდეს. ოთახი ზედმეტი ავეჯით და ტექნიკით არ გაავსოთ. საძინებელ ოთახში დადგით ლარნაკი ცოცხალი ყვავილებით, დოქი სუფთა სასმელი წყლით და სანთელი, რომელიც საღამოს სასიამოვნო თბილ სინათლეს მოგცემთ. დიდი კარადა, წიგნის თაროები და საკიდები ნივთებით თქვენს დასვენებას მხოლოდ ზიანს მიაყენებს. როგორ უნდა მოდუნდეთ ასეთ ატმოსფეროში?

როგორც წესი, ტელევიზორის ადგილი სამზარეულოში ან მისაღებ ოთახშია და არა საძინებელში. გახსოვდეთ, რომ ასეთი ტექნიკაც გონივრულად უნდა გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასარგებლო მოწყობილობიდან „ზომბად“ გადაიქცევა.