ეფექტური ხრიკი მარილით ხაოიანი პირსახოცის დასარბილებლად

405

ვის არ უყვარს რბილი ხაოიანი პირსახოცი? ასეთ ნაზ პირსახოცზე ხელის შეხება ერთი სიამოვნებაა! სამწუხაროა, რომ რამდენიმე რეცხვის შემდეგ მისი ხარისხი იკარგება. ამის შემდეგ მისი გამოყენება ნაკლებად სასიამოვნო ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვე პირსახოცის გამოცვლა იძულებით გვიწევს. Vivien გიამბობთ, როგორ დაარბილოთ პირსახოცი, რომელმაც თავისი თვისებები უკვე დაკარგა.

ზოგი თვლის, რომ პირსახოცის სირბილე სარეცხი მანქანის რეჟიმზეა დამოკიდებული, მაგრამ ასე არაა. დელიკატური და სწრაფი რეცხვის რეჟიმზე შედეგი ერთნაირია. საქმე ხისტ წყალშია. ტექსტილის გადაგდება საჭირო არა. მარტივი ხრიკებით პირსახოცს სირბილეს დაუბრუნებთ.

როგორ დავარბილოთ რეცხვით გაუხეშებული პირსახოცი – ხაოიანი პირსახოცის სირბილის საიდუმლო თქვენს სამზარეულოშია. თითოეულ დიასახლისს შეუძლია, რომ პირსახოცს სირბილე დღესვე დაუბრუნოს. პროდუქტი, რომელიც ამ საქმეში დაგეხმარებათ, მარილია. პირსახოცები გარეცხვამდე მარილიან ხსნარში ჩაალბეთ. მხოლოდ 2–3 ს/კ მარილი 5 ლ წყალზე დაგჭირდებათ. პირსახოცები ნარევში რამდენიმე საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ: სარეცხ მანქანაში ან ხელით.

პირსახოცი რომ არ გაუხეშდეს, წყლის დამარბილებელი კონდიციონერი გამოიყენეთ. სარეცხ ფხვნილზე უარი თქვით. მის ნაცვლად რბილი გელი გამოიყენეთ, რომელიც წყალში უკეთ იხსნება. რეცხვისას საშუალო ტემპერატურის რეჟიმი, დაახლოებით 40 გრადუსი აირჩიეთ. თუ პირსახოცების მარილიან წყალში ჩასალბობად დრო არ გაქვთ, მარილი და სოდა რეცხვისას დაუმატეთ. 2 ს/კ და 1,5 ს/კ შესაბამისად საკმარისია. გარეცხვის და გაშრობის შემდეგ პირსახოცები დააუთოვეთ.

ამ პატარა ხრიკების გამოყენებით ხაოიანი პირსახოცები დიდხანს რბილი დარჩება. სწორედ ასეთი წვრილმანები განწყობას და მყუდროებას ქმნის.