ფსიქოლოგის რჩევები, რა უნდა გააკეთოს 40 წლის მარტოხელა ქალმა

482

40 წლის ხართ და ცხოვრება ნათელი ფერებით სავსეა: კარგი სამსახური, მეგობრები, გატაცება, ჯერ კიდევ ახალგაზრდული და მიმზიდველი გარეგნობა, სერიოზული ურთიერთობის გამოცდილება. ამის მიუხედავად ღამით ცივ საწოლში იძინებთ, დილით ფინჯან ყავას არავინ გართმევთ. ყველაფერი გაქვთ საყვარელი ადამიანის გარდა. Vivien გიზიარებთ ფსიქოლოგის რჩევებს, როგორ იპოვოთ მამაკაცი, თუ უკვე 20 წლის გოგო არ ხართ და საერთოდ ღირს სიყვარულის პოვნა?

როგორ იპოვოთ მამაკაცი, თუ 40 წელს გადაცილებული ხართ ?

  1. გულწრფელად უპასუხეთ მთავარ კითხვას – ფსიქოლოგმა მარიკა ბენიამ ქალებისთვის ინსტრუქცია შეიმუშავა. მისი ალგორითმი ქალებს ცნობიერის და ქვეცნობიერის, სურვილების და დოგმები უკეთ გარკვევაში დაეხმარება. პირველ რიგში, გულწრფელად უპასუხეთ კითხვას: რატომ და რისთვის მჭირდება მამაკაცი? მიზეზი ნებისმიერი შეიძლება იყოს: დაქალებს რომ შეშურდეთ, ვიღაცის მოლოდინები რომ გაამართლოთ, საკუთარი გატაცებისთვის და ა.შ. პასუხის გაკიცხვის უფლება არავის აქვს, ამიტომ გულწრფელად უპასუხეთ. რამდენიმე პასუხი შეიძლება იყოს, ამიტომ თითოეული მოტივი ქაღალდზე ჩამოწერეთ. ასე შეიძლება გამოიყურებოდეს: მარტო რომ არ ვიყო, მოწყენილობა მოვიშორო, ბედნიერი გავხდე, მარტო ყოფნა მომბეზრდა, ახალგაზრდობა რომ გავახანგრძლივო.
  2. ჭეშმარიტი მოტივი ყოველთვის ერთია – ეს კითხვები ნამდვილი მოტივის გამოვლენაში დაგეხმარებათ. თუ მოტივი რამდენიმეა, კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ, ერთი მთავარი მიზნით შემოიფარგლეთ. ნამდვილი მიზანი შეიძლება ქვეცნობიერში იმალებოდეს, რომელიც უნდა მოძებნოთ და ჩაწეროთ. დანარჩენი პრიორიტეტების მიხედვით ჩამოთვალეთ.
  3. ვინ არის თქვენთვის საჭირო მამაკაცი? – წარმოიდგინეთ მამაკაცი, ვისთანაც ყოფნა გსურთ. შეგიძლიათ დახატოთ ან მხოლოდ აღწერით შემოიფარგლოთ. მთავარია, რომ პოტენციური რჩეული თქვენს მთავარ მიზანს შეესაბამებოდეს. დეტალური ანკეტა შეადგინეთ, გარეგნობით დაიწყეთ და განათლებით, საქმიანობით, ჰობით, ჩვევებით დაასრულეთ.
  4. როგორი ქალები მოსწონს ასეთ მამაკაცს? – იდეალური მამაკაცი უკვე ქაღალდზეა. დაფიქრდით, როგორი ქალები მოსწონს მას. როგორი გარეგნობის ქალი მოეწონება? როგორია მისი ტიპი: ბიზნესვუმენი, დიასახლისი, მეოცნებე, ინტელექტუალი, უბრალო გოგო? მუშაობს თუ დიასახლისია? ვარჯიშობს თუ არა? რომელ რესტორნებში შეიძლება მისი პოვნა? შემდეგ უპასუხეთ: მიეკუთვნებით ისეთ ტიპს, რომელიც თქვენს საოცნებო მამაკაცს მოეწონება? თუ არა, შეძლებთ პარამეტრების აწევას, რომ მისი კრიტერიუმები დააკმაყოფილოთ? თუ ამ კითხვებს „არა“ უპასუხეთ, მეორე პუნქტზე დაბრუნება და იდეალური მამაკაცის ბარიერის დაწევა მოგიწევთ. მაგალითად, ცოტა ასაკი მოუმატეთ, ოლიგარქიდან ბიზნესმენამდე ჩამოაქვეითეთ, მელოტი თავი ან პატარა მუცელი დაუშვით, მაგრამ მამაკაცი უნდა შეესაბამებოდეს კითხვას „რატომ“ ან „რისთვის“. ახლა დავუბრუნდეთ, მის ტიპს შეესაბამებით თუ არა. თუ არა, დაფიქრდით, რა გაკლიათ. მაგალითად, მოგზაურობა უყვარს, მაგრამ თქვენ ინგლისური არ იცით. უნარები გააუმჯობესეთ. ნავარჯიშები სხეული მოსწონს, მაგრამ ამას არ შეესაბამებით? სპორტულ დარბაზში ჩაეწერეთ და ფორმებზე იმუშავეთ.
  5. შინაგან პრობლემებზე იმუშავეთ – თუ წარსულში ნეგატიური გამოცდილება გქონდათ, შეცდომებზე იმუშავეთ. შინაგანი ტრავმა ფსიქოლოგთან განიხილეთ. ახალი ურთიერთობისთვის ბოლომდე გახსნილი უნდა იყოთ.
  6. ზღვაზე ამინდის შეცვლას ნუ ელოდებით – იდეალური მამაკაცის გამოსახულების და მისი კრიტერიუმების სიის გათვალისწინებით უკვე იცით, სად იპოვოთ „თევზი“: კონფერენციაზე, რესტორანში, სპორტულ დარბაზში თუ ბიბლიოთეკაში. არ დაელოდოთ, რომ მამაკაცი პირველ ნაბიჯს თავად გადადგამს. თუ საჭიროა, დაასწარით.

ეს ალგორითმი დაგეხმარებათ, თუ არ იცით, როგორ იპოვოთ მამაკაცი. თუ სერიოზულად გადაწყვიტეთ სიბერის გადადება და კიდევ რამდენიმე ათწლეული ცხოვრებით ტკბობა, კომპიუტერს, ქურას ან საჭეს მოშორდით და ბედნიერების საძიებლად გაეშურეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს