ჟანგი უნიტაზზე: როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას

1545

ნებისმიერ სახლში სააბაზანო ოთახი და ტუალეტი ის ადგილია, სადაც იდეალური სისუფთავის შენარჩუნება გვსურს, თუმცა მთელი „დატვირთვა“ მათზე მოდის. ზოგჯერ უნიტაზში ჟანგი და კირის ნადები იმდენად უსიამოვნოდ გამოიყურება, რომ მისი გამოყენებაც არ გვსურს. შეიძლება უნიტაზს ძველებური სიქათქათე დავუბრუნოთ? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია. Vivien მარტივი საშუალების რეცეპტს გიზიარებთ.

საიდან ჩნდება ჟანგი უნიტაზში – ხისტი წყალი, რომელიც ბევრ კირს შეიცავს, უნიტაზის კედლებზე ნადებს ქმნის, რომელიც დროთა განმავლობაში კირქვად გადაიქცევა. მისი მოშორება რთულია. ამ ფოროვან ნადებში ჭუჭყი და ბაქტერია ჩნდება. ჟანგი უნიტაზში ჩნდება იქ, სადაც წყალში ბევრი რკინაა ან სანტექნიკაში მოთუთიებული მილები არ გამოიყენება. პირველი ლაქის ან ნადების დანახვისთანავე იმოქმედეთ. მოგვიანებით უნიტაზის გაწმენდა გაგიჭირდებათ.

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი ჟანგისა და ნადებისგან: გამოცდილი მეთოდი – იაფ სარეცხ საშუალებას გთავაზობთ. მის გაკეთებას სახლში შეძლებთ. ნამდვილად ეფექტურია. ძვირადღირებულ ნარევებს არ ჩამოუვარდება.

ინგრედიენტები:

  • 2 ლ წყალი
  • 100 მლ წყალბადის ზეჟანგი
  • 50 მლ ნიშადურის სპირტი

გამოყენების წესი:

  1. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ხსნარი გააკეთეთ. ნიშადურის სპირტის გამო მძაფრი სუნი ექნება, ამიტომ ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი გაიკეთეთ.
  2. იმისთვის, რომ ხსნარი უნიტაზში ჩასხმისას საუკეთესო კონცენტრაციის იყოს, შიგნიდან წყალი ამოიღეთ. ამისთვის პლასტმასის ბოთლი როგორც პიპეტი ან ოყნა გამოიყენეთ. ბოთლს ხელი მოუჭირეთ, წყალში ჩადეთ და ბოთლში წყალი ააგროვეთ. თუ ამის გაკეთება არ გსურთ, უბრალოდ საწმენდ საშუალებას წყალი არ დაუმატოთ. მხოლოდ წყალბადის ზეჟანგი და ნიშადურის სპირტი გამოიყენეთ.
  3. ნარევი უნიტაზის გვერდებს წაუსვით. ჯაგრისით მთელ კედლებზე გადაანაწილეთ. თხევადი ნარევი სწრაფად დაიწურება, ამიტომ ნარევში დასველებული ჯაგრისით პერიოდულად გახეხეთ.
  4. თუ უნიტაზზე ჟანგი ძველი არაა, ხსნარი 2–3 საათით გააჩერეთ. თუ კირის ნადები საკმაოდ მკვრივია, მთელი ღამით გააჩერეთ. თავსახური დაახურეთ, აბაზანის კარი მოხურეთ, რომ უსიამოვნო სუნი მთელ სახლში არ გავრცელდეს.
  5. შემდეგ უნიტაზის კედლები ჯაგრისით კარგად გახეხეთ და წყლით ჩარეცხეთ. შედეგი გაგაოცებთ. უნიტაზი სიქათქათით იბრწყინებს და იდეალურად სუფთა გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სარეცხი საშუალება დროულად გამოიყენოთ, ჟანგის ან ნადების პირველივე ნიშანზე. მოგვიანებით, უნიტაზის გაწმენდა გაგიჭირდებათ, მეთოდს ეფექტის მისაღებად მეტი დრო დასჭირდება. სცადეთ და არ ინანებთ!