სიტყვები და ქცევა, რომელიც საყვარელ ადამიანს არ უნდა აპატიოთ

326

თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ნორმები, თუ რა არის ნებადართული. ის, რაც ზოგისთვის სამყაროს დასასრულია, სხვისთვის წვრილმანი შეიძლება იყოს. არის ქცევები და სიტყვები, რომლებიც საყვარელ ადამიანს არ უნდა აპატიოთ. მამაკაცის პატიება თქვენს ღირსებას არ უნდა უპირისპირდებოდეს.

მამაკაცის პატიება: ფრაზები, რომლებიც არ უნდა აპატიოთ

  • „შენ ამას არ იმსახურებ“ – სიყვარულის გარდა ერთმანეთის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულს საკუთარი სურვილი და მოთხოვნები აქვს. თუ პარტნიორი მხოლოდ საკუთარ მოთხოვნებს აღიარებს, თქვენსას კი აუფასურებს, ჯანსაღ ურთიერთობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ოჯახის შექმნა არ შეიძლება ადამიანთან, ვინც არ გაფასებთ.
  • „თუ არ გაჩუმდები, დაგარტყამ“ – ძალადობის მუქარა, მით უფრო ცემა არ მოითმინოთ. როცა ამ ფრაზას მოისმენთ, გირჩევთ, ჩემოდნები ჩაალაგოთ და ასეთი „საყვარლისგან“ გაიქცეთ. როგორც არ უნდა იმართლოს თავი, რომ ამ ფრაზით კონფლიქტის მოგვარება სურდა და თავად აიძულეთ ამის თქმა, გახსოვდეთ: არავის აქვს უფლება ხელი აღმართოს თქვენზე. იქ, სადაც მუქარაა, იქვეა განხორციელება.
  • „შენთვის ეს მენანება“ – ოჯახის ბიუჯეტს ხშირად კაცი მართავს. ის წყვეტს, რაზე დახარჯოთ დანაზოგი. თუ საყვარელ ადამიანს თქვენთვის სანუკვარი რამის შეძენა ენანება, ასეთ კავშირზე სერიოზულად დაფიქრდეთ. კაცის სიხარბემ თქვენი ცხოვრება შეიძლება გაანადგუროს. თუ ზედმეტი დაზოგვის მიზეზი არ არსებობს, უფრო ხელგაშლილ თანამეგზურზე დაფიქრდით ან ოჯახის ბიუჯეტი ერთად მართეთ. ასე შეძლებთ მიიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ.
  • შეურაცხყოფა – ერთადერთმა ფრაზამ შეიძლება გული გატკინოთ და დიდხანს სულიერი ტანჯვა გამოიწვიოს. განსაკუთრებით, თუ ამას საყვარელი ადამიანი გეუბნებათ. კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარება ისწავლეთ, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ. კამათი ჩაივლის, მაგრამ სიტყვა დიდხანს არ დაგავიწყდებათ.
  • ისტორიები სხვა ქალებსა და ღალატზე – ღალატის თემა რთული და ორაზროვანია. თითოეული თავად წყვეტს დილემას, აპატიოს თუ არა. ერთი რამ ნათელია. პარტნიორს უფლება არ მისცეთ, რომ სხვა ქალის მიმართ სიმპათიაზე და მით უფრო, მასთან სიახლოვეზე გესაუბროთ. ასეთ დამცირებას არც ერთი ქალი მოითმენს.

ერთნაირი კავშირები და ურთიერთობები არ არსებობს. ზოგიერთი პრობლემა ერთი წყვილიდან მეორეზე მერყეობს. უფლება გაქვთ გადაწყვიტოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის კაცის პატიება. გახსოვდეთ: თქვენი დამცირება, შეურაცხყოფა და ძალის გამოყენება არასდროს დაუშვათ.