ქალის ჩვევები, რომლის ატანა ყველაზე ერთგულ კაცსაც არ შეუძლია

316

ვთვლით, რომ ძლიერი კავშირის დანგრევა მხოლოდ ღალატს შეუძლია. სინამდვილეში, განშორების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. კაცები დაშორების მიზეზად ასახელებენ არა მხოლოდ ხასიათში შეუთავსებლობას, არამედ ქალის უცნაურ ქცევებს. Vivien გიამბობთ, ქალის რომელი ჩვევები იწვევს ურთიერთობის გაწყვეტას კაცების აზრით.

ქალის ქცევა, რომელიც კაცის სიყვარულს ანგრევს

  • პირად სივრცეში იჭრება – როგორი ძლიერი წყვილიც არ უნდა იყოს, ორივე დამოუკიდებელი ინდივიდები არიან. თითოეულს საკუთარი თავისუფლების და პირადი სივრცის უფლება აქვს. სააბაზანო ოთახში შეხედვა საჭირო არაა, როგორც კი მამაკაცი კარს მიიხურავს. ეს სასაცილოა. არავინ აიტანს, როცა ერთი წუთითაც მარტო ვერ რჩება. ამას მეცნიერული ახსნაც აქვს. ქალი უფრო სოციალური და კომუნიკაბელურია, ვიდრე კაცი. სწორედ ამიტომ, ქალი სხვა ადამიანის გვერდით თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს. მამაკაცის კომფორტი დიდ ტერიტორიას გულისხმობს, ანუ პირად სივრცეში დიდხანს ყოფნა სჭირდება, რომ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა იგრძნოს.
  • სილამაზეს იარაღად იყენებს – ქალის ქცევა შეიძლება იყოს მაცდუნებელი ან მომაბეზრებელი. როცა ქალი სილამაზეს სასურველის მისაღებად იყენებს, ეს სამარცხვინო მანიპულაციაა. თავიდან კაცი მშვენიერი მეგზურის ანკესზე ეგება, მაგრამ დროთა განმავლობაში თვალს ახელს და ლამაზი ნახატის მიღმა ანგარებიან არსებას ხედავს.
  • მინიშნებებით საუბრობს – ქალი ხშირად ცოდავს, რადგან რაღაცის პირდაპირ თქმა არ შეუძლია. საქმეში რთავს მინიშნებებს, ხრიკებს, რომელიც კაცისთვის გაუგებარია. შემდეგ იწყება უკმაყოფილება, რადგან საყვარელმა ადამიანმა არ აჩუქა ის, რაც სთხოვა. სანამ პოეტები იმეორებენ, რომ ქალში რაღაც იდუმალი უნდა იყოს, ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ პარტნიორთან პირდაპირი და გულწრფელი იყოთ, მინიშნებები და თავსატეხები დაივიწყოთ.
  • ბავშვივით იქცევა – ქალი ხშირად 3 წლის ბავშვივით ლაპარაკობს და იქცევა. „ამ კაბას მიყიდი? ისეთი ლამაზია, როგორც პრინცესას კაბა“ – ამბობს ხელების ქნევით ზრდასრული ქალი. სასაცილოა. კაცს გვერდით ზრდასრული პიროვნება სურს და არა პატარა ბავშვი, რომელიც ისე იქცევა, თითქოს მისი ქალიშვილია და არა ცოლი.
  • ეშმაკურ კითხვებს სვამს – „ცოტა მოვიმატე. მიხდება თუ არა?“, „ისეთი ფორმები მაქვს, როგორც იმ ქალს?“ – ასეთ ეშმაკურ კითხვებს ვგულისხმობთ. უბრალოდ სწორი პასუხი არ აქვს. თუ გიპასუხებთ „დიახ“ – აღიარებს, რომ მოიმატეთ, „არა“ – გულს გატკენთ. ასე დაუმსახურებელ გაკვეთილს იღებს. მოგვიანებით სამართლიანად თვლის, რომ ქალი შარის მიზეზს ეძებს.
  • ცდილობს ისეთი ქალი გახდეს, როგორც ჟურნალის ყდაზეა – ტოპ მოდელიც იდეალურად არ გამოიყურება. ცნობილებსაც პირადი ცხოვრება აქვთ, სახლში საღამურით დადიან, ქუჩაში ფართო სპორტული შარვლებით. საჭირო არაა, რომ საყვარელი ადამიანისთვის ლამაზმანი ჟურნალიდან გახდეთ და კომფორტი მსხვერპლად შეწიროთ. თუ უყვარხართ, სახლის ხალათშიც ლამაზი იქნებით.
  • ელოდება კაცისგან იმას, რასაც არ დაჰპირებია – ხშირად არა რეალური ადამიანი, არამედ მისი იდეალური ვერსია გვიყვარდება, რომელიც თავად მოვიფიქრეთ. ამის გამო მწარე იმედგაცრუება მოდის. ხვდებით, რომ თქვენი ხედვა ოჯახზე, კარიერაზე, ბავშვებსა და ფულზე ძლიერ განსხვავდება. სწორედ ამიტომ, თქვენი გეგმები და მოლოდინები გულწრფელად განიხილეთ, რომ შემდეგ სიურპრიზები არ იყოს.
  • სხვა ქალებს აკრიტიკებს – ბევრი ქალი სხვა ქალს პოტენციურ მეტოქედ აღიქვამს. აქედან მოდის ნაცნობი და უბრალოდ გამვლელი ქალების კრიტიკა და შეურაცხყოფა. ასე ხომ შურიანი და თავდაუჯერელი ქალები იქცევიან. რაც უფრო მეტად შეურაცხყოფთ მეგობარს, მით უფრო დაარწმუნებთ პარტნიორს თქვენს ნაკლოვანებებში.
  • უწესრიგობა და ჰიგიენის ნაკლებობა – არავინ ამბობს, რომ იდეალური დიასახლისი და სისუფთავის მოყვარული იყოთ. ამის მიუხედავად, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ, უწესრიგობა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ჰიგიენის ნივთები არ მიმოფანტოთ. კაცი სისუფთავეს და წესრიგს ისევე აფასებს, როგორც ქალი.
  • ბრძანებებს გასცემს – ყველა ქალს მბრძანებლობის სურვილი არ აქვს. როგორც წესი, ეს მათი დედის ან არჩეული პროფესიის ანაბეჭდია. ოჯახში ყველა თანასწორი უნდა იყოს. დაე, თქვენს სახლში დემოკრატია სუფევდეს და არა დიქტატურა.

როგორც არ უნდა უყვარდეს კაცს მეუღლე, ქალის არაჯანსაღი ქცევა ყელში ამოუვა. ყველაზე მომთმენი ადამიანიც მანიპულაციებს, მუდმივ კრიტიკას და საყვედურებს ვერ აიტანს. ქალურ ხრიკებში ზომიერება იცოდეთ, ასე არა მხოლოდ მამაკაცი შეიძლება მოიზიდოთ, არამედ დააფრთხოთ.