10 რჩევა, როგორ მოამზადოთ ფანჯრები ცივი ზამთრისთვის

447

ჩვენი სახლი ჩვენი ციხესიმაგრეა. შიგნით ყოველთვის მყუდრო, მოსახერხებელი, სუფთა და თბილი უნდა იყოს. ასე თავს კომფორტულად და დაცულად ვგრძნობთ. ცივ ზამთარს მომზადებული უნდა შეხვდეთ. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ფანჯარა ზამთრისთვის. გამათბობლის და ბატარეის უკან ფოლგის ქონა შესანიშნავი მომზადებაა. რა საჭიროა სახლის გათბობა, თუ მთელი სითბო ფანჯრიდან გადის? კომპლექსური დათბუნვა აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ დათბუნოთ პლასტმასის და ხის ფანჯრები.

როგორ მოამზადოთ ფანჯარა ზამთრისთვის: 10 რჩევა პლასტმასის და ხის ჩარჩოსთვის

  1. პირველ რიგში, სახელურები და ანჯამები შეამოწმეთ. ფანჯარას მჭიდროდ უნდა ხურავდეს. დაარეგულირეთ და შეზეთეთ. მანამდე ყველა დეტალი ჯაგრისით და ბამბის ჩხირებით გაწმინდეთ. საპოხი მასალა წაუსვით, შემდეგ ფანჯარა რამდენჯერმე გახსენით და დახურეთ.
  2. შემამჭიდროებელი ფრთხილად შეამოწმეთ. თუ დეფორმირებული და დამსკდარია, შეცვალეთ. თხევადი სილიკონი ან მასზე დაფუძნებული საშუალება შეგიძლიათ წაუსვათ. შემამჭიდროებელს წაუსვით, დაელოდეთ, სანამ შეიწოვება და ნარჩენები ჩვრით მოაშორეთ.
  3. შეამოწმეთ დრენაჟი და ხვრელი, რომელიც სითხეს ატარებს. თუ მტვრით და ჭუჭყით სავსეა, კარგად გაწმინდეთ.
  4. თუ ხის ფანჯარა გაქვთ, საღებავი აუცილებლად განაახლეთ. ასე დაზიანებისგან დაიცავთ.
  5. ფანჯრები ბზარებზე ყურადღებით შეამოწმეთ. სამონტაჟო ქაფი იზოლირებული უნდა იყოს.
  6. თუ მინაზე ბზარები შენიშნეთ, შეცვალეთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ფრჩხილების გამჭვირვალე ლაქი გამოგადგებათ. ბზარს წაუსვით და გაშრობას დაელოდეთ. ამის შემდეგ წებოვანი ლენტა დააკარით.
  7. შეამოწმეთ, რამდენად მჭიდროდ ეკვრის ფანჯარას სამაგრი. სილიკონზე დამაგრებული უნდა იყოს.
  8. ხის ფანჯარა პოროლონით ან სხვა საიზოლაციო მასალით და წებოვანი ლენტით შეგიძლიათ დათბუნოთ.
  9. სქელი ფარდა გამოიყენეთ, რომელიც ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
  10. ფანჯრის ქვეშ მოთავსებული გათბობის ბატარეა ფარდით არ დაფაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სითბო სქელ ქსოვილში ვერ გამოვა.

უდავოდ, სანამ ფანჯრების დათბუნვას დაიწყებთ, მინა და ჩარჩო კარგად უნდა გაწმინდოთ. ყველა აუცილებელი ზომა მიიღეთ, რომ ზამთრის ყინვამ სახლში სიმყუდროვე და სითბო არ დაგირღვიოთ.